შემდეგ რაღაც პერიოდით სახლში ჩაკეტილი, ბავშვის გაზრდით ვიყავი დაავებული... ცნობილი მსახიობი, მშვენიერი ეკა ჩხეიძე ორი შვილის დედაა და თუ როგორ აღზარდა შვილები წარმატებული პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ამის შესახებ თავად გვესაუბრება...
- დებივით ვართ კიდეც, ძალიან ვდაქალობთ...
- ძალიან პატარა ვიყავი, თან პირველი შვილი საშინლად რთულ პერიოდში – 1990 წელს გავაჩინე. ბედნიერება კი არა, გადარჩენაზე რომ ფიქრობდა ყველა... უშუქობა, უგაზობა, გარეთ ტყვიები ცვიოდა და ნამდვილი კოშმარი იყო. მხოლოდ იმაზე ვდარდობდი ბავშვი როგორ დამეცვა ამ ყველაფრისგან. არ არსებობდა ბავშვის საჭმელი, პამპერსი და სამშობიაროში მშობიარე ქალები დერეფანში იწვნენ... შემდეგ რაღაც პერიოდით სახლში ჩაკეტილი, ბავშვის გაზრდით ვიყავი დაავებული... სულ იმაზე ფიქრით, ბავშვისთვის კარგი რა მიმეცა იმ ურთულეს წლებში. განსაკუთრებულად ბევრი ჩავდეთ ინანოს განათლებაში, ძალიან ჭკვიანი და დამყოლი ბავშვი იყო, მიზანსწრაფული... ძალიან გაამართლა. მისი თვითმიზანი საზღვარგარეთ სწავლა არ ყოფილა. ჯერ საქართველოში დაამთავრა კავკასიის ბიზნეს უნივერსიტეტი. მერე დიზაინმა გაიტაცა, ხატვა დაიწყო და რომში წავიდა სასწავლებლად. რომის შემდეგ ჩამოვიდა და 8 თვე აქ სამსახურს ეძებდა. შემდეგ მილანში მოიპოვა დაფინანსება მაგისტრატურაზე და ისეთი წარმატებული სტუდენტი იყო, რომ მილანში ძალიან კარგ ფირმაში დაუდეს კონტრაქტი... მოკლედ, ტყუილად არ ჩაუვლია ჩვენს გარჯას...
- 12 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბიჭიც მსურდა და ჩემი ვაჟი - დათა 35 წლის ასაკში შემეძინა. დედობა რომ ბედნიერებაა, ეჭვი არც პირველ შვილზე მეპარებოდა, მაგრამ შეგნებულ ასაკში კიდევ სხვა შეგრძნებაა... სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. ახალგაზრდა რომ ხარ, შენც სულ გაქცევაზე ფიქრობ. 35 წლის ასაკში კი გარეთ გასვლა აღარც მსურდა, ჩემი შვილის გვერდით ყოფნას არაფერი მერჩივნა. ნამდვილი დედური ინსტინქტები მქონდა, ამაზე კარგ ადგილზე სად უნდა წავიდე-მეთქი, ვფიქრობდი.
- კარიერა ძალიან ცუდი სიტყვაა... ეს ჩვენი პროფესიაა და ხელფასიდან გამომდინარე უფრო – ჰობი. ამ შემოსავლებით ვერ იარსებებ და იცხოვრებ. კარიერა ჩემთვის უფრო სავარძელთან და თანამდებობასთან ასოცირდება... კარიერისტი არც არასოდეს ვყოფილვარ, ვერც ვიქნები და ჩემთან კავშირში არანაირად არ არის. ჩემი საყვარელი საქმეა, რომლის გარეშეც ვერაფერი წარმომიდგენია.
- ჩემი ოჯახი ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა, დედაჩემი იყო ჩემი მარჯვენა ხელი და ჩემი შვილები ფაქტობრივად დედაჩემის გაზრდილები არიან... ხელი არასოდეს შემშლია. არასოდეს არ ყოფილა ჩემი მეუღლისგან პრეტენზიები, ერთი თვე თუ გასტროლებზე ვიყავი. არ მქონია საქმე და დედობა ჩასანაცვლებელი და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა... ზოგჯერ ხდება, რომ ყველაფერი ერთად არის - გადაღებაზე გარბიხარ, ღამისთევებია, ჩანაწერები, რეპეტიციები პრემიერის წინ... ეს ყველაფერი იშვიათად ხდება და არა ყოველდღე. ჩაივლის ეს ყველაფერი და მთელი წელი შემდეგ მერე მხოლოდ სპექტაკლებით შეიძლება იყო დაკავებული... რაღაცებზე უარი მითქვამს იმის გამო, რომ დათა რომ პატარა იყო, ჩემთვის უფრო პრიორიტეტული ჩემს პატარა შვილთან ყოფნა იყო. დღეს თუ რამეზე უარს ვამბობ, იმიტომ, რომ რაღაც შეცდომების მეშინია... როცა თავიდანვე ვატყობ, რომ იქიდან არაფერი გამოვა, ვცდილობ თავი დავაღწიო. ჩემს თავს უფრო მეტს ვთხოვ ასაკის მატებასთან ერთად.
- ამიტომაც უნდა გქონდეს თავზე მეტი კონტროლი და საკუთარ საქციელს, საქმიანობას უფრო გვერდიდან უნდა უყურო განყენებულად. მეტი კრიტიკაა საჭირო საკუთარი თავის მიმართ. კმაყოფილობა ნაკლებად უნდა გქონდეს. ეს მაყურებელს აღიზიანებს, რადგან ადამიანს ეტყობა... თავდაჯერებულობა და თვითკმაყოფილება ძალიან განსხვავდება. რაღაცას კარგს თუ გააკეთებ, მერე უნდა ეცადო იმაზე ნაკლები აღარ გააკეთო... ამიტომაც ჩემკენ ახალი როლების რაოდენობამ ცოტა იკლო ბოლო პერიოდში... რაც შეეხება შვილებს, არცერთი თეატრალი არ არის. ორივე თავის საქმეს აკეთებს და საკმაოდ წარმატებულად. კარგად სწავლობენ ოჯახს არ არცხვენენ, თავის საქმე იციან და თავის თავთან პასუხისმგებლობით სავსე არიან. ეს არის აუცილებელი, საკუთარ თავთან იყო მართალი და არ აკადრო ის, რაც არ გეკადრება.
- არა... სერიალში ძალიან საინტერესო ხაზი იყო, რომელიც დამთავრდა. მერე ოღონდ იყო და გამოჩნდე, ჩემი მიზანი და ალბათ სხვისიც არასოდეს ყოფილა... ძალიან კარგი, რომ დასრულდა და ხალხს კარგ მოგონებად დარჩა. სრულიად უცხო ადამიანებს უთქვამთ, რა საინტერესო იყოო. ყველასთვის სასიამოვნო იყო, არავის არ მობეზრდა... კაცმა არ იცის სამომავლოდ რას მოიფიქრებენ და დაწერენ. რამდენი წელია ფილმი ხალხის თხოვნით გრძელდება. რადგან ამდენ ხანს არ ჩაამოდის ეკრანიდან, მართლაც საუკეთესო და აქტუალური სერიალია, გადასარევი ჯგუფია და მათ დიდ წარმატებას ვუსურვებ!
მანანა გაბრიჭიძე