როგორ მოვიშოროთ ბავშვის მიმართ დანაშაულის გრძნობა - ის, რაც ბევრ დედას აერთიანებს
როგორ მოვიშოროთ ბავშვის მიმართ დანაშაულის გრძნობა - ის, რაც ბევრ დედას აერთიანებს
2018 წლის ივლისში სერენა უილიამსმა Twitter-ში დაწერა, რომ მისმა გოგონამ - ალექსის ოლიმპიამ, პირველი ნაბიჯები გადადგა. ეს მოხდა იმ მომენტში, როდესაც ჩოგბურთის სუპერვარსკვლავი ვარჯიშზე იმყოფებოდა. ერთი თვით ადრე სერენამ Instagram-ზე გამოაქვეყნა აღიარება, რომ ხშირად თავს გრძნობს ცუდ დედად. ეს გრძნობა ნაცნობია მრავალი დედისთვის. ამას სპეციალური სახელწოდებაც აქვს "დედობრივი დანაშაულის გრძნობა". თქვენ არ ატარებთ დიდ დროს ბავშვთან ერთად, არ უმზადებთ სუპერსასარგებლო სადილს, არ დაგყავთ მოდურ წრეებზე, არ აქვეყნებთ სოც. ქსელში მის იდეალურ ფოტოს და ა.შ.

ფსიქოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ დანაშაულის გრძნობა
- ეს არ არის ის, რაზეც ღირს ღელვა.
The Huffington Post-მა სთხოვა ექსპერტებს (დედობის განხრით) და თავად დედებს, მოეყოლათ თუ როგორ უნდა გავთავისუფლდეთ დანაშაულის გრძნობისგან.

1. საკუთარ თავზე ზრუნვის დროს, სასარგებლო საქმეს აკეთებთ თქვენი ოჯახსითვის

როდესაც ფსიქოლოგ არდენია გულდს ჰკითხეს, უკანასკნელად როდის გქონდა დედობრივი დანაშაულის გრძნობა, მან უპასუხა: - "ახლაც მაქვს". ის გეგმავდა მეგობრებთან ერთად დასვენებას და თავს იდანაშაულებდა იმის გამო, რომ დედასთან ერთად სახლში ტოვებდა თავის 7 წლის გოგონას.
ამ ემოციის გაცნობიერება დაეხმარა არდენიას აეხსნა შვილისთვის და შეეხსენებინა საკუთარი თავისთვის,
რომ ამ მომენტში ორივე მომგებიან სიტუაციაში არიან. მან უთხრა გოგონას: "შეიძლება არ მოგწონს, რომ უშენოდ მივდივარ დასასვენებლად, მაგრამ გპირდები, ასეთი განტვირთვის შემდეგ, გაცილებით კარგი დედა გავხდები, ენერგია მომემატება შენზე უკეთ ზრუნვისთვის".
მაია ვორდერსტრასი - პოპულარულმა ბლოგერმა და ორი წლის ზოისა და 1 წლის ჰეიზელის დედამ, თავი გაითქვა სოც. ქსელში თავისი სასაცილო გზავნილებით დედობრივ მიზიდულობასთან დაკავშირებით. აგვისტოში მაიამ გამოაქვეყნა ფოტო მორიგი გზავნილით. ამჯერად, ის ეხებოდა დედობრივ "დანაშაულს":
"მას ტყვედ ვყავდი, მაგრამ დღეს თავისუფალი ვარ".

19 თვის მანძილზე ქალმა არ მისცა თავს უფლება სალონში სტილისტთან წასულიყო. "მთელი ამ ხნის მანძილზე მიზეზებს ვეძებდი, თუ რატომ არ შემეძლო თმის შეჭრა. სინამდვილეში კი მენანებოდა ჩემთვის დრო, ფული და ძალისხმევა", - წერს მაია. მოკლედ, მაიამ თავის თავს დაჰპირდა, რომ შეეცდებოდა ხშირად იმის გაკეთებას, რაც სიამოვნებას მოჰგვრიდა. შეხვდრა მეგობრებთან, გიტარაზე დაკვრა და დანაშაულის გრძნობის მოშორება. მისმა პოსტმა 12 000 მოწონება და 500 კომენტარი დააგროვა. დედები წერდნენ, რომ კარგად ესმოდათ ყველა მისი ემოცია, რასაც პოსტში აღწერდა.
mshoblebi

2. დედობა არ არის თქვენი ერთადერთი მოწოდება

მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი - მიშელ კენედი, მშობიარობის შემდეგ მალევე გავიდა სამსახურში. მაშინ ის არ ფიქრობდა, თუ რა რთულ ემოციებთან მოუწევდა გამკლავება. "სულ მინდა ჩემს პატარა ბიჭთან ყოფნა, თავს ვიდანაშაულებ, რადგან ბევრი რამე გამოვტოვე ჩემი შვილის "მიღწევებიდან". ფაქტობრივად, ვერ ვხედავ როგორ იზრდება", - ასე ხსნის თავის ემოციებს მიშელი.
მსგავს სიტუაციაში მყოფ დედებს კენედიმ მოუწოდა, შეწყვიტონ თავის დადანაშაულება იმის გამო, რომ ასეთი არჩევანი გააკეთეს. დედობა ხომ ქალის ერთადერთი მოწოდება არ არის.
mshoblebi

3. ნუ გააკეთებთ სწორებას "იდეალურ" დედებზე სოციალური ქსელიდან

ცნობილების გაუთავებელმა პოსტებმა, მშობიარობის შემდგომი ფორმების შესახებ, შეიძლება ნებისმიერი ქალი გააღიზიანოს. მწერალი ლიზ დენელი მოუწოდებს დედებს, ლექსიკონიდან ამოიღონ სიტყვები: " უნდა გავაკეთო" ან "ვალდებული ვარ". ეს სიტყვები დედობრივი დანაშაულებრივი გრძნობას ამძაფრებს, რადგან ვერასდროს მიუახლოვდებით რეალურ იდეალს.
სიტყვების მაგივრად - "ვალდებული ვარ", "უნდა გავაკეთო" გამოიყენეთ: "მინდა", "მომწონს", "ვიღებ სიხარულს და სიამოვნებას".


altუცნობი ქალის გზავნილი დაღლილ დედას



274
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```