უბრალოდ თქვენი ლექსიკონიდან ამოიღეთ სიტყვა - "ვალდებული ვარ"
2018 წლის ივლისში სერენა უილიამსმა Twitter-ში დაწერა, რომ მისმა გოგონამ - ალექსის ოლიმპიამ, პირველი ნაბიჯები გადადგა. ეს მოხდა იმ მომენტში, როდესაც ჩოგბურთის სუპერვარსკვლავი ვარჯიშზე იმყოფებოდა. ერთი თვით ადრე სერენამ Instagram-ზე გამოაქვეყნა აღიარება, რომ ხშირად თავს გრძნობს ცუდ დედად. ეს გრძნობა ნაცნობია მრავალი დედისთვის. ამას სპეციალური სახელწოდებაც აქვს "დედობრივი დანაშაულის გრძნობა". თქვენ არ ატარებთ დიდ დროს ბავშვთან ერთად, არ უმზადებთ სუპერსასარგებლო სადილს, არ დაგყავთ მოდურ წრეებზე, არ აქვეყნებთ სოც. ქსელში მის იდეალურ ფოტოს და ა.შ.
ფსიქოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ დანაშაულის გრძნობა - ეს არ არის ის, რაზეც ღირს ღელვა.
The Huffington Post-მა სთხოვა ექსპერტებს (დედობის განხრით) და თავად დედებს, მოეყოლათ თუ როგორ უნდა გავთავისუფლდეთ დანაშაულის გრძნობისგან.
ამ ემოციის გაცნობიერება დაეხმარა არდენიას აეხსნა შვილისთვის და შეეხსენებინა საკუთარი თავისთვის, რომ ამ მომენტში ორივე მომგებიან სიტუაციაში არიან. მან უთხრა გოგონას: "შეიძლება არ მოგწონს, რომ უშენოდ მივდივარ დასასვენებლად, მაგრამ გპირდები, ასეთი განტვირთვის შემდეგ, გაცილებით კარგი დედა გავხდები, ენერგია მომემატება შენზე უკეთ ზრუნვისთვის".
მაია ვორდერსტრასი - პოპულარულმა ბლოგერმა და ორი წლის ზოისა და 1 წლის ჰეიზელის დედამ, თავი გაითქვა სოც. ქსელში თავისი სასაცილო გზავნილებით დედობრივ მიზიდულობასთან დაკავშირებით. აგვისტოში მაიამ გამოაქვეყნა ფოტო მორიგი გზავნილით. ამჯერად, ის ეხებოდა დედობრივ "დანაშაულს":
"მას ტყვედ ვყავდი, მაგრამ დღეს თავისუფალი ვარ".
19 თვის მანძილზე ქალმა არ მისცა თავს უფლება სალონში სტილისტთან წასულიყო. "მთელი ამ ხნის მანძილზე მიზეზებს ვეძებდი, თუ რატომ არ შემეძლო თმის შეჭრა. სინამდვილეში კი მენანებოდა ჩემთვის დრო, ფული და ძალისხმევა", - წერს მაია. მოკლედ, მაიამ თავის თავს დაჰპირდა, რომ შეეცდებოდა ხშირად იმის გაკეთებას, რაც სიამოვნებას მოჰგვრიდა. შეხვდრა მეგობრებთან, გიტარაზე დაკვრა და დანაშაულის გრძნობის მოშორება. მისმა პოსტმა 12 000 მოწონება და 500 კომენტარი დააგროვა. დედები წერდნენ, რომ კარგად ესმოდათ ყველა მისი ემოცია, რასაც პოსტში აღწერდა.
მსგავს სიტუაციაში მყოფ დედებს კენედიმ მოუწოდა, შეწყვიტონ თავის დადანაშაულება იმის გამო, რომ ასეთი არჩევანი გააკეთეს. დედობა ხომ ქალის ერთადერთი მოწოდება არ არის.
სიტყვების მაგივრად - "ვალდებული ვარ", "უნდა გავაკეთო" გამოიყენეთ: "მინდა", "მომწონს", "ვიღებ სიხარულს და სიამოვნებას".