"რა საშინელებაა, რომ "ვერ გავსაღდი", ვიღაც თვლის, რომ ჯადოს მსხვერპლია და ამიტომ ჩაეკეტა ბედი"
საქართველოში მცხოვრებ არაერთ დაუოჯახებელ, უფრო მეტად კი 25 წელს გადაცილებულ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მუდმივად უწევთ პასუხის გაცემა თუ არა მოსმენა მაინც კითხვების - რატომ არ თხოვდები? რას ელოდები ? თუ რა გზავნილები შეიძლება დავინახოთ, ამ ტიპის შეკითხვების მიღმა, გვესაუბრება ფსიქოლოგი ნინო თოფურია:
- აღნიშნულ საკითხთან არსებულ კითხვებზე პასუხების ძებნა ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საზოგადოება არის დოგმატური და როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები ზრდიდნენ შვილებს, ისე უნდათ გაგვზარდონ ჩვენმა მშობლებმა და აუცილებელია, რომ დავემორჩილოთ დიდი ხნით ადრე დამკვიდრებულ წესებსა და ნორმებს. მეორე საკითხია ვინ იზიარებს და ითავისებს უკვე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპულ წარმოდგენებს. მაგალითისთვის, გავიხსენეთოთ თუ როგორ გვახსენებდნენ იმას, თუ რომელი ასაკიდან არის მიღებული ოჯახის შექმნა. რომელ ასაკიდან ითვლება ოჯახის შექმნა დაგვიანებულად და ა.შ. მსგავსი მიდგომებით, ფაქტობრივად ნაადრევი ასაკიდანვე ვართ დროში ლიმიტირებული. შესაბამისად, გვიჩნდება სურვილი ყველაფერი მოვასწროთ და არ გავცდეთ ჩარჩოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვხდებით "თავდასხმის" ობოექტი ჩვენ გარშემო მყოფების მხრიდან, რასაც საბოლოოდ მივყავართ თვითშეფასების დაქვეითებამდე, რომ თითქოს რაღაც გვჭირს, რა საშინელებაა, რომ "ვერ გავსაღდი", ვიღაც თვლის, რომ ჯადოს მსხვერპლია და ამიტომ ჩაეკეტა ბედი. დაახლოებით ვხვდებით ხომ, რა შედეგამდე შეიძლება მივიყვანოთ ადამიანი, რომელსაც ჩავჩიჩინებთ, იმას, რომ უკვე დროა გათხოვდეს, ან როგორ დააგვიანდა პარტნიორის შერჩევა. უფრო მეტიც, შესაძლოა, თქვენ ზემოთ რა კითხვებიც დასვით, ამის საპასუხოდ დაგროვდეს ძალიან დიდი აგრესია იმ ადამიანების მიმართ, ვინც მუდმივად გვახსენებენ, რომ ოჯახის შექმნა უნდა მოვასწროთ. გარდა იმისა, რომ ეს არის ჩვენ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, მსგავსი ქმდების მიღმა არ არის გამორიცხული, რომ დავინახოთ ზრუნვის, მხარდაჭერის მომენტი, თუმცა ამ ტიპის სოლიდარობა, არ უნდა გადაიზარდოს დისკრიმინაციაში და ჩაგვრაში. არაერთხელ მომისმენია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან და უთქვამთ ჩემთვის, რომ მათ ჩემი ბედნიერება კი არ აღელვებთ, როცა მეკითხებიან, როდის ვთხოვდები. პირიქით, მახსენებენ, რომ ჯერ კიდევ ვერ დავოჯახდი და ეს რა კატასტროფა ხდება თურმე. მსგავსი შეკითხვები უფრო ემსახურება ხშირ შემთხვევაში იმ კონკრეტული ქალის ნების უგულვებელყოფას და დაკნინებას, რომელმაც თავისთავად უკეთ იცის, რა ხდება მის თავს და რატომ არ ან ვერ ქმნის ოჯახს, რატომ ვერ არჩევს სასურველ პარტნიორს. ამ ტიპის დამოკიდებულება არის წარსული გადმონაშთი და ასეთი შეკითხვები არის ძალიან შემაწუხებელი.
- ვთქვათ გოგონა რომ დაამთავრებდა სკოლას, თუ ის სწავლას არ აგრძელებდა უმაღლეს სასწავლებელში, აუცილებლად უნდა გათხოვილიყო. ფაქტობრივად ფსიქოლოგიური კონტექსტი დაგვრჩა იგივე, რაც წარსული გამოცდილებიდან არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, ის, რომ უნდა მიგვითითონ, რა ითვლება ნორმად. თან მაშინ ქალთა უფლებები წინა პლანზე არ იყო იმდენად წამოწეული წინ, როგორც ახლა არის. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ჩამოყალიბებული შეხედულებები იმაზე, რა ასაკში რა გააკეთოს ქალმა, ვიღაცებისთის დღემდე აქტუალური და კარნახის საფუძველია, არაფერს ნიშნავს იმ ქალებისთვის, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავის რეალიზებისთვის, უკეთესი მომავლისთის. აქვე იმასაც დავამატებ, რომ შემდგარი ქალბატონები მსგავს კითხვებს ადვილად იგერიებენ და მოჰყავთ სურვილის შემთხვევაში არაერთი არგუმენტი, რის გამოც არ ან ვერ ქმნიან ოჯახს.
რატომ ყოფენ ცხვირს სხვა ადამიანები ჩვენს ლოგინებსა და სამზარეულოებში?!
- გარდა იმისა, რომ გამუდმებულ და შემაწუხებელ შეკითხვებს დასასრული არ უჩანს, მსგავსი მიდგომა სერიოზულად არყევს ადამიანის ფსიქიკას. ფაქტობრივად, შეიძლება იქამდეც კი მივიდეს ადამიანი, რომ პიროვნულად ჩამოიშალოს. მაგალითად მოვიხმოთ ქალი, რომელმაც მთელი ენერგია და ძალისხმევა ჩადო საკუთარი თავის რეალიზებაში და მას მსგავსი ტიპის შეძახილებით მიანიშნებ, რომ არაფერს წარმოადგენს, ყველაფერი ფუჭი და ამაოა იმასთან შედარებით, რასაც ოჯახის შექმნა ჰქვია. ჩვენ ვაიგნორებთ მის სულიერ მდგომარეობას, როცა კატეგორიული ხდება ჩვენი ტონი და მოთხოვნები. გააზრებული გვაქვს, მან რა გამოიარა? ვიცით, სცადა თუ არა პირადი ცხოვრების აწყობა? დარწმუნებული ვართ, რომ პრობლემა მაინცდამაინც მასშია და არა სხვა გარემოებებში? ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია, გვახსსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალური არსებაა და შაბლონებისა და სტერეოტიპული სიტუაციების მორგება არ გამოგვადგება, მით უმეტეს, როცა საქმე ოჯახის შექმნას ეხება. მხოლოდ ასაკი არ შეიძლება იყოს განმსაზღვრელი, ამისთვის ფსიქოლოგიური მზაობაა საჭირო. რამდენად არის მზად, ამ შემთხვევაში ქალებზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ აიღოს ოჯახის შექმნით გამოწვეული პასუხისმგებლობა და ა.შ. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვის არ უნდა, რომ ეს საკითხი მოგვარებული ჰქონდეს? ალბათ ძალიან ცოტა მოიძებნება ისეთი ქალი, რომელიც ოჯახის შექმნაზე არ ოცნებობს. ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი მოთხოვნილებები, ურთიერთობებიც გვინდა, თვითრეალიზებაც, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ამას თავად წყვეტენ ადამიანები. თუ დავაკვირდებით, მსგავსი შეკითხვების ადრესატი ქალბატონები იჭყლიტებიან საკუთარ სურვილებსა და საზოგადოების სურვილებს, ახლობლების, მეგობრების, თუ სხვათა მოთხოვნებს შორის. მათ უჩნდებათ განცდა, რომ მოლოდინები ვერ გაამართლეს.
- რა თქმა უნდა, პოზიტივიც შეიძლება დავინახოთ, თუ იმის მოტივაციას გავუჩენთ ადამიანს, რომ შექმნას ოჯახი. როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც სჭირდება წახალისება და მოტივირება, თუმცა გააჩნია, რა ფორმით ხდება ეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანს არ უნდა დააძალოთ საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლა. ჩვენ შეგვიძლია პოზიტიურ აქცენტებზე გავუმახვილოთ ყურადღება, რომ ოჯახის შექმნის, პასუხისმგელობის აღების არ უნდა შეგეშინდეს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჩვენ გვინდა ადამიანის განწყობაზე სასიკეთოდ ვიქმოქმედოთ, გზას აუცილებლად გამოვნახავთ.
- ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ქალები არიან ერთმანეთის მიმართ მსგავსი განწყობის, უბრალოდ ამ ტიპის კატეგორიაში მოვიაზროთ ადამიანები განურჩევლად სქესისა. ესენი შეიძლება იყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ასევე არარეალიზებული ადამიანები, რომლებსაც თავად არა აქვთ საკუთარი თავი და ადგილი ნაპოვნი ცხოვრებაში. ვთქვათ არის ქალბატონი, რომელსაც არ აქვს რაიმე კონკრეტული პროფესია და სახლში საქმიანობით არის დაკავებული და კომპენსირებას ახდენს იმით, რომ სხვაც უნდა მის მდგომარეობაში აღმოჩნდეს და წააქეზოს. ეს არის განცა იმის, მე რომ რაღაცას ვერ მივაღწიე, არ მინდა სხვამ მიაღწიოს სასურველს. ადამიანურ ენაზე ამას შურს ვეძახით და აქვე კიდევ მინდა დავამატო ის ფაქტორი, რაზეც ერთხელ უკვე ვისაუბრე, რაც მას გონებაში ჩაუბეჭდეს, უნდა, რომ სხვამაც იგივე გაიზიაროს.
- ამ შემთხვევაში აღზრდის არასწორ მეთოდებთან გვაქვს საქმე, როცა ოჯახის წევრს ტვირთად მივიჩნევთ, მიუხედავად იმისა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ჩვენ გარშემო უხვად მოიძებნება, როცა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი სახლში დარჩენილი გაუთხოვარი ქალია. აქ არაფერს ვამბობ იმაზე, რომელი მხარე იწვევს კონფლიქტის პროვოცირებას. რაც შეეხება კითხვის გაგრძელებას, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვს პატარა ასაკიდანვე მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი განათლების მიღება, ცოდნის დაგროვება, საკუთარი თავის რეალიზება. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ არიან ქართულ რეალობაში ისეთი ოჯახები, რომლებიც გოგო შვილს მხოლოდ გათხოვებისთვის იმეტებენ, ან უფრო უკიდურესი შემთხვევა, როცა თავად გოგონას არ აქვს სხვა ინტერესი გარდა გათხოვებისა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ის ფსიქოლოგიურად, თუ ოჯახს დროულად ვერ შექმნის. სწორედ დაბალი თვითშეფასება და არასწორი აღზრდის მეთოდები ხდება ნაადრევი ქორწინების საფუძველი ხშირ შემთხვევაში. შვილები უნდა მივაჩვიოთ დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ბრძოლას, რათა მათთვის კატასტროფა არ აღმოჩნდეს პარტნიორის გარეშე, მეორე ნახევრის გარეშე ყოფნა. არა არის აუცილებელი უმაღლესი განთლება ჰქონდეს, რაღაც ხელსაქმეს მაინც უნდა დაეუფლოს, რაღაც ისეთ ჩაეჭიდოს რაც თავის გატანაში დაეხმარება.
რუსკა კილასონია