როგორც არ უნდა ვინანოთ საკუთარი შეცდომა, როგორი უარყოფითი ემოციებიც არ უნდა გვქონდეს, ცხოვრებაში სჯობს მათი დაშვება „როგორ შემეშალა?...“ - აღმოგვხდება ხოლმე მაშინ, როდესაც დაუფიქრებელ, წინდაუხედავ შეცდომას წავაწყდებით. როგორც არ უნდა ვინანოთ საკუთარი შეცდომა, როგორი უარყოფითი ემოციებიც არ უნდა გვქონდეს, ცხოვრებაში სჯობს მათი დაშვება. რომელი?
1. ეს ის მამაკაცი არ არის
მაგალითი: სანამ თვალებში დაფრინავენ ვარდისფერი პეპლები, მუხლები გიკანკალებს და ბედნიერებისაგან სული გეხუთება, გიჭირს შემჩნევა, რომ პრინცი შორსაა შენი სტანდარტებისგან (კბილებს იჩიჩქნის, მოხუცებს "ბაბაიაგებს" უწოდებს, რაც საერთოდ არ არის სასაცილო). ურთიერთობები, რომლებიც განწირულია, გვეხმარება განვსაზღვროთ საკუთარი საზღვრები: რა გვინდა და რას ველით საყვარელი მამაკაცისგან, რას ვერ აპატიებთ ვერავითარ შემთხვევაში. მნიშვნელოვანი ნიუანსი: ეს შეცდომა ერთხელ მაინც უნდა დაუშვათ იმ პირობით, რომ არ იქნებით სამუდამოდ "შეუფერებელი" მამაკაცის გვერდით იმ იმედით, რომ დადებითისკენ შეიცვლება თქვენი ურთიერთობა მანამ, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ უბედური ქორწინებისგან.
2. შეუფერებელი სამსახური / პროფესია
პროფესიის არჩევის საკითხი საკმაოდ რთული საკითხია. ამიტომ ზოგჯერ მიმართულების შეცვლა - ნორმალურია.
3. ის არ არის ჩემი მეგობარი
დაქალი: "ძალიან გიხდება წითელი კაბა" (თავისთვის კი გაიფიქრებს: "ნამდვილ პომიდორს ჰგავხარ!" "მართალია, ქმართან ერთად სეიშელზე რომ მიდიხარ?" – "კი, მართალია" - "მომილოცავს!" (გულში კი ფიქრობს: "კრაბებით დამხრჩვალი მენახეთ ორივე"). ასე ხდება, სანამ ნამდვილ მეგობარს იპოვი. ისეთს, რომელსაც უპირობოდ ეყვარები, სიმართლეს გეტყვის, წითელ კაბაში პომიდორს რომ გავხარ... იპოვი და გაუფრთხილდები თვალის ჩინივით...
4. ეს ის ოცნება არ არის
სხვისი ოცნების უშედეგოდ ახდენა. გესმოდეს, რომ ტყუილად ირჯებოდი და საერთოდ არ იღებ სიამოვნებას. მაგრამ სანამ სხვის ოცნებებს ვასრულებთ, შევიძენთ სასარგებლო უნარებს და ნაცნობებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდებით სასურველ ოცნებას.
5. ის თმის ფერი არ არის
თუ ჯერ არ გქონიათ შემთხვევა, რომ სილამაზის სალონიდან ლილუსავით გამოსულხართ (მე-5 ელემენტიდან), მაშინ თქვენ გაგიმართლათ! და მაინც, წარუმატებელ თმის შეღებვასაც შეიძლება წარმატებული შედეგი ჰქონდეს: 1) თქვენ დაბლოკავთ არაპროფესიონალ ხელოსანს; 2) ახლებურად შეხედავთ თქვენს გარშემო მყოფებს (რამდენად გულწრფელები იქნებიან თქვენი ახალი იმიჯის მიმართ); 3) თქვენ უფრო თამამი გახდებით (მწვანე, იასამნისფერ ან ცეცხლოვან-წითელი თმის ფერით) და ბოლოს, შესაძლოა სულაც ძალიან მოგეწონოთ და შეგიყვარდეთ თქვენი თმის ფერი ისე, რომ ერთიანად შეისყიდოთ საღებავი.
პროფესიონალი და ხელმისაწვდომი სტილისტებისა თუ კოსმეტოლოგების მოსაძებნად ეწვიეთ ამ ბმულს
როგორ ვიპოვოთ შეცდომაში სარგებელი
თუ ძალიან გაგიმართლებთ, ასეთ შეცდომებს ცხოვრებაში ერთხელ დაუშვებთ. შეიძლება შეცდომები ყოველ მოსახვევში შეგვხვდეს. მთავარია, შეცდომა ტრაგედიად არ მივიღოთ და მასში სარგებელი დავინახოთ.
მაგალითად: ქსელურ მანიაკებად ვიქცევით … მაგრამ სამაგიეროდ ვიღებთ "მოწონებების" რაოდენოას, გაზიარებებს და კომენტარებს. ასევე, ვგებულობთ სიახლეებს, ვეკონტაქტებით მეგობრებს.
ფსიქოლოგები და ქოუჩები ირწმუნებიან, რომ შეცდომები გვეხმარებიან ზრდაში, ცხოვრების გაუმჯობესებაში და შიშის დაძლევაში. საკუთარი გამოცდილებით ვხვდებით, რომ ცხოვრება არ მთავრდება განქორწინების შტამპით ან სამსახურიდან გათავისუფლების ხელმოწერით. ფილმ "ოტელ მერი გოლდის" ბრძენი გმირი ამბობს:" ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კარგად იქნება და თუ არ იქნება კარგად, ეს კიდევ არ ნიშნავს დასასრულს".
წყარო