დავუბრუნდეთ დედებს. გთავაზობთ რამდენიმე გაფრთხილებას
ფსიქოლოგი პოლინა ვოლოშინა:
- ახლახანს დედების ჯგუფში ერთ-ერთმა დედამ აღიარა: "თავი ვერ შევიკავე და რამდენჯერმე მოვარტყი ბავშვს", - წუთიერი დუმილის შემდეგ, პირად შეტყობინებაში დაიწყეს დამამშვიდებელი ტექსტების წერა: "თავს ნუ იდანაშაულებ" და მსგავსი ტიპის გზავნილები.
მეც, როგორც ფსიქოლოგმა გამოვხატე მისდამი თანაგრძნობა, რადგან ვიცი, თუ რა არის ნერვული აფეთქება: ამ მდგომარეობაში ადამიანი ვერ აკონტროლებს თავის ქცევას. ბოლო ხმაზე მტირალ ბავშვზე მორტყმა იმ მიზნით, რომ გაჩუმდეს - უშედეგოა, რადგან ის უფრო მეტად, ხმამაღლა და ხანგრძლივად დაიწყებს ტირილს.
გამუდმებული გადაღლა, უძილობა, ოჯახის წევრების მხრიდან თანაგრძნობის არარსებობა - წარმოშობს ნერვული აფეთქების საშიშროებას. პირად შეტყობინებაში გოგონამ აღიარა, რომ ასეთი ნერვული აფეთქება არ ხდებოდა პირველად, რომ ეს უკვე ჩვევაში გადაუვიდა.
უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ დანაშაულის გრძნობა საკმაოდ საზიანოა. მაგრამ არის თუ არა მასში რაიმე სასარგებლო?
იმას, რასაც ვერ ვაპატიებთ ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანს - ვაპატიებთ ავადმყოფს. ასევე, რასაც ვერ ვაპატიებთ ფხიზელ ადამიანს, ვაპატიებთ - მთვრალს. მკვლელობაც, რომელიც აფექტის მდგომარეობაშია ჩადენილი, კლასიფიცირდება როგორც არაგანზრახ და წინასწარ დაუგეგმავ დანაშაულად.
”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი
დავუბრუნდეთ დედებს. გთავაზობთ რამდენიმე გაფრთხილებას:
1. არავითარ შემთხვევაში არ ვადანაშაულებ ქალებს, რომლებიც ფეთქდებიან და შემდეგ რცხვენიათ თავიანთი ქმედებების. დედობა - ქალის ყველაზე რთული მდგომარეობაა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და მენტალური გადმოსახედიდან. თუ ახალგაზრდა დედას ოჯახის წევრების მხრიდან არ აქვს თანადგომა, თანაგრძნობა და დახმარება, მაშინ დედობა შეიძლება შევადაროთ ხანგრძლივი დროით წამებას, რომლის შედეგი ნებისმიერი სახის ნერვული აფეთქება შეიძლება იყოს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას: დაიცავით და დაეხმარეთ დედებს.
2. მოიშორეთ დანაშაულის შეგრძნება. დედა, რომელსაც გამუდმებული დანაშაულის გრძნობა აქვს, ნერვული აშლილობის კანდიდატია.
ბავშვს, რომელსაც დედა სცემს, არ შეუძლია პროტესტის გამოხატვა, ფეისბუქზე პოსტის დაწერა, ან კამპანიის წამოწყება #დედაარმცემო. ამ დროს ბავშვი დაუცველია. ვინ დაიცავს მას?
ახალბედა დედების დედებო და მამებო, ბებიებო და ბაბუებო, და-ძმებო, თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი "ახალბედა დედა" ხშირად ტირის, უჩივის გადაღლას, უძილობას, ყოველი დღის რუტინად ქცევას - ეს ნორმალური და ბუნებრივია.
თუ შეესწარით სცენას, რომ დედა უყვირის და სცემს პატარა ბავშვს - ეს განგაშის სიგნალია.
პრობლემა სწრაფად უნდა გადაიჭრას. გასაგებია, რომ არავითარი საუბრები საქმეს არ უშველის. საჭიროა დედის სხვა რამეზე გადართვა და განტვირთვა. მიეცით საშუალება გამოოძინოს, გაისეირნოს, განიტვიროს...
ძვირფასო დედებო! თუ თქვენი ბრაზი, გადაღლა და უძილობა ბავშვზე გადაგაქვთ, უყვირით და სცემთ მას, წააკითხეთ ეს სტატია თქვენს ახლობლებს და ოჯახის წევრებს.
გახსოვდეთ, რომ თქვენი პატარა აბსოლუტურად უსუსური და დაუცველია და ის იმიტომ არ ტირის, რომ წყობიდან გამოგიყვანოთ (არადა სწორედ ასე ჩანს ნერვული აფეთქების დროს).
გახსოვდეთ, რომ ამ არსებას ყველაზე მეტად უყვარხართ მაშინაც კი, როდესაც მას მოარტყამთ.
შეწყვიტეთ! აღარ მოექცეთ ასე! ნუ გაჩუმდებით! შემოჰკარით განგაშის ზარებს, გაარღვიეთ ყველა კარი, იყვირეთ და ითხოვეთ დახმარება. თუ ოჯახში არაჯანსაღი გარემო გაქვთ, მიმართეთ მეგობრებს, ნათესავებს, ვისაც გნებავთ, ოღონდ არ გადააფრქვიოთ თქვენი აგრესია ბავშვზე. თქვენ არ ხართ დამნაშავე იმაში, რომ დაიღალეთ, გეძინებათ, ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. მაგრამ იმაში, რომ თქვენ ხელი აწიეთ ბავშვზე - თქვენთან ერთად ყველა დამნაშავეა ვინც არ დაგეხმარათ, ხელი არ შეგაშველათ, არ გითანაგრძნოთ და არ იზრუნა თქვენზე.
აღარ მოიქცეთ ასე!!!