იდეალური დედა არ არსებობს რა მოვიმოქმედოთ, თუ ძალა აღარ გაქვათ "დედური" მოვალეობებისთვის, დასვენება კი ჯერ არსად ჩანს. ერთხელ აღმოაჩენთ, რომ ემალებით ბავშვის ტირილს სააბაზანოში: ჯერ კიდევ გუშინ ცდილობდით ყოფილიყავით "სწრაფად მორეაგირე" დედა. დღეს კი ძალა აღარ გაქვთ. სამაგიეროდ, გაქვთ პანიკა და ბრაზი. ემოციური გადაღლილობა. დედა ისე ცდილობს ყველაფრის კეთებას, ჰგონია, რომ მისი რესურსები უსასრულოა. საპასუხო მადლიერება მზრუნველობისათვის ბავშვებისგან, რა თქმა უნდა, არ აქვს. ახლობლები კი ვერ ამჩნევენ ვერაფერს, ყველას უჭირს, ბავშვები ხომ რთულები არიან ზოგადად! თანდათან ემოციონურად იფიტებით... გადის დრო, ბავშვები ელვის სისწრაფით იზრდებიან და შესაბამისად ტანსაცმელიც მალევე უპატარავდებათ. მოზარდი ორგანიზმი დიდი რაოდენობით საკვებს მოითხოვს. ამას ემატება რეპეტიტორები, წრეები, სექციები...
ერთადერთი მეთოდი ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად - ბევრი მუშაობაა. შედეგად ხდება გადაღლა: მაღლა იწევს წნევა, გინდა ტირილი, ყვირილი ან რაიმეს აფეთქება. რისთვის აკეთებთ ამას? ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხია: "ო! რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის! წავალ, კიდევ ვიმუშავებ". "მუშაობ, ვმუშაობ და არავინ მიფასებს. ეჰ! აბა, მაჩვენეთ დღიურები!" "ერთი მაგათი... თვითონ გაარკვიონ"...
თითოეული პასუხი შეესაბამება გადაღლის სამ სტადიას:
დაძაბულობა - გრძნობთ, რომ ძალები გამოგელიათ, მაგრამ მოტივაცია ჯერ კიდევ გაქვთ.
წინააღმდეგობა - თქვენ ირჩევთ დაძაბულობის ობიექტს და მიმართავთ მისკენ თქვენს უარყოფით ემოციებს: წყენას, გაბრაზებას, გაღიზიანებას...
არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც როდესაც ხედავენ გადაღლილ ადამიანს, ცდილობენ თვთდამკვიდრებას იმის ხარჯზე. ეს შესაძლოა გამოიხატოს ბულინგით, მეზობლების დემონსტრატიული გარჩევებით და ზეწოლით მასწავლებლების მხრიდან. მსხვერპლს არწმუნებენ საკუთარ უსუსურობაში, რომ ის უღირსი და ცუდი დედაა და ეს უკანასკნელიც თანდათან იჯერებს ყველაფერს, რასაც მასზე უცხო და ბოროტი ხალხი საუბრობს. ვარდება დეპრესიაში და მუდმივი თვითკრიტიკის ობიექტი ხდება. ვის იბარებენ ყველაზე ხშირად სკოლაში ? - მარტოხელა, დროებით უმუშევარ დედებს. ეს ხდება არა იმის გამო, რომ მათი ბავშვი სხვა ბავშვებზე ცუდად იქცევა, არამედ იმიტომ, რომ თავად ასეთი გადაღლილი და დაჩაგრული დედებისათვის ძნელია სიტუაციის რეალურად შეფასება, საკუთარი თავის და შვილის დაცვა. ასეთ დროს მასწავლებელს შესაძლებლობა ექმნება დაჩაგროს ჯერ ბავშვი და ზედ მისი ცოცხალმკვდარი დედაც მიაყოლოს, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ აქვს შერჩენილი.
აი, ერთი ასეთი დედის მონათხრობი:
"სამედიცინო შეცდომის გამო მეუღლე 2 თვე კომაში იყო და მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. მთელი ჩემი ძალები მისი გადარჩენისათვის იყო მობილიზებული და როცა მასწავლებელს ვთხოვე, არ დაეტვირთა დამატებითი დავალებებით ჩემი პატარა შვილი, მან ეს თავდასხმაზე გადმოსასვლად გამოიყენა.
ბავშვი ყოველთვის გიპოვით სუსტ წერტილს - რატომ არ გამოგვდის იდეალური დედობა
ერთი კვირის შემდეგ ბავშვმა პირველი ორიანები მოიტანა. მე ვეღარ მოვითმინე და პედაგოგი გამოვლანძღე. იმ მომენტში მე ამის მეტი ვერაფერი შევძელი. შემდეგ კი იმიტომ გამომიძახეს სკოლაში, რომ ბავშვმა სპორტის გაკვეთილზე ბურთი მოისროლა, რომელიც არავის მოხვედრია და არც რაიმე გაუტეხია. მე ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ ჩემგან, მაგრამ კამათის და წინააღმდეგობის თავი აღარ მქონდა. მათ ვუსმენდი, ყველაფერზე თავს ვუქნევდი და "ზომების მიღებას" ვპირდებოდი. შემდეგ მასწავლებელმა რვეულების დახევა დაიწყო და თან ბავშვის გასაგონად ქირქილებდა: "იქნებ ახლა მაინც მოვიდეს დედაშენი სკოლაშიო".
მე ვტიროდი და პატარას ვეჩხუბებოდი ცუდი კალიგრაფიის გამო. სკოლაში მისვლას ვერ ვახერხებდი - მე საავადმყოფოში გავრბოდი და მეუღლის გადასარჩენად ვიბრძოდი. როდესაც ჩემმა ბიჭმა გოგონას ფანქარი ესროლა და დირექტორთან დამიბარეს, მე თავად მოვითხოვე ფსიქო-სამედიცინო-პედაგოგიური კომისიის მოწვევა, რადგან პედაგოგი მის საშიშ ფსიქოპათობაზე და დაქვეითებულ ინტელექტზე "მიამბობდა". სწორედ ამ ფსიქო-სამედიცინო-პედაგოგიური კომისიის წევრებმა ამიხსნეს, რომ ბავშვი ჯანმრთელი და კარგად განვითარებული იყო, მაგრამ საშინელი პრესის ქვეშ იმყოფებოდა. ეს დიდი ბედნიერება იყო, რომ აგრესია მხოლოდ ბურთის და ფანქრის მოსროლით გამოიხატა. ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც მასწავლებლებისგან პრესს განიცდის, აგრესიას საკუთარი თავის მიმართ გამოხატავენ: იკვნეტენ ფრჩხილებს, იპუტავენ თმებს, ისერავენ ხელებს და აქვთ უნებლიე ღამის შარდვა.
ზამთარში უკვე დიდი ბიჭის გამო გამომიძახეს სკოლაში. მისი დანაშაული სპორტის გაკვეთილზე აზიდვებში გამოიხატა. შემდეგი გამოძახება კონსტიტუციის დარღვევაში - ხაზზე დგომის დროს ცხვირის მოწმენდაში გამოიხატა, მაგრამ ამ დროისათვის ჩემი მეუღლე უკვე გამოჯანსაღებული და საავადმყოფოდან გამოწერილი იყო. მე საღ გონებაზე გახლდით და "პედაგოგებსაც" საკადრისი პასუხი გავეცი. ავუხსენი, რომ სხვა დროისთვის ჩემი გამოძახება და მიზეზი წერილობით გამოეგზავნათ... ამის შემდეგ აღარავის შევუწუხებივარ".
მართლაც, ცხოვრებაში უამრავი საინტერესო როლია. მოზარდების ასაკობრივი წინააღმდეგობების აღკვეთა საკმაოდ ძნელია, მაგრამ მის სათავეში ჩადგომა შესაძლებელია. ბავშვებს თავისუფლება ჰაერივით სჭირდებათ და ეს არც უნდა დავუშალოთ. თავდაპირველად (როცა ძალა აღარ გაქვთ, მაგრამ მოტივაცია ჯერ კიდევ ფეთქავს) იყავით გულწრფელი და გამოუტყდით, რომ "ძალა აღარ შეგწევთ, მაგრამ მზად ხართ რეპეტიტორების ფული გადაიხადოთ - თუკი ამას აზრი აქვს". გახსოვდეთ: ბავშვებთან ნერვიულობის გარდა მეგობრობაცაა შესაძლებელი.
ემოციური გადატვირთვის ნიშნებია:
თქვენ ხშირად სრულიად უბრალო რამეზეც კი ღიზიანდებით და რაც უფრო ცდილობთ ამ გაღიზიანების საკუთარ თავში ჩახშობას, მით უფრო ცუდად იქცევა ბავშვი. ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ ყველა ჩვეულებრივ ქმედებას ავტომატურად აკეთებთ და ზოგჯერ არც გახსოვთ ამის შესახებ. თქვენ მუდმივ დაღლილობას გრძნობთ, რომელიც არც კარგი გამოძინების და თუნდაც სეირნობის შემდეგადაც არ გადის. თქვენ მუდმივად უმიზეზოდ ნერვიულობთ და შიშობთ, რომ ბავშვს რაიმე არ მოუვიდეს. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ცუდი დედა ხართ, ვერ უნაწილებთ ბავშვს საკმარის სიყვარულს და ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობთ.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ იდეალური დედა არ არსებობს ბუნებაში. ის უნდა იყოს მომთმენი, ნახულობდეს დროს ბავშვებისათვის და მათი მოთხოვნებისადმი ყოველთვის გულახდილი იყოს, ყველაფერს ასრულებდეს ზედმიწევნით... ასეთი რამ მუდმივ რეჟიმში შეუძლებელია. თანაც, სინამდვილეში ბავშვს იდეალური დედა არ სჭირდება. მისთვის მთავარი ისაა, რომ მოსიყვარულე და მზრუნველი მშობელი ჰყავს, რომელიც ხანდახან, რა თქმა უნდა, იღლება და ბავშვი ამასაც ადეკვატურად გაიგებს, თუ სწორად მივაწვდით.