არა საფენებს - ბავშვების აღზრდის 5 უცნაური მეთოდი ვარსკვლავებისგან
არა საფენებს - ბავშვების აღზრდის 5 უცნაური მეთოდი ვარსკვლავებისგან
ვარსკვლავების ერთი ნაწილი მიჰყვება ბავშვის ტრადიციული აღზრდის მეთოდებს, ნაწილი კი ცდილობს იპოვოს არასტანდარტული მეთოდები: მაგალითად უარს ამბობს აცრებზე, საფენებზე და ა.შ. გაგაცნობთ ვარსკვლავევების ბავშვების აღზრდის მეთოდებს.

ანჯელინა ჯოლი: თავისუფლება შეზღუდვების გარეშე

სულ ახლახან ანჯელინა სამაგალითო დედად მიიჩნეოდა. თუმცა, ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ პრესაში გამოჩნდა ანჯელინას აღზრდის შესახებ ისეთი დეტალები, რაც ადრე უცნობი იყო საზოგადოებისათვის. ძიძამ მოყვა, რომ ბავშვები სრული თავისუფლების პირობებში იზრდებოდნენ. მათ არაფერს უშლიდნენ. მაგალითად, ბიჭები - პაქსი და მედოკსი გამუდმებით ანჯელინას დანების კოლექციით თამაშობდნენ. გარდა ამისა, ანჯელინას შვილები არ დადიოდნენ
სკოლაში. მათთან სახლში მოდიოდნენ რეპეტიტორები. თუ ბავშვებიდან რომელიმე არ იყო მეცადინეობის ხასიათზე, დედა სხვა დროისთვის იბარებდა მასწავლებელს. სასწავლო დისციპლინების არჩევანის უფლებაც თავისუფალი ჰქონდათ. გინდა მათემატიკის სწავლა? - კი ბატონო. არ გინდა? - ნუ ისწავლი... არც სწრაფი კვების პროდუქტზე ჰქონდათ არანაირი შეზღუდვა.
mshoblebi

კიმ კარდაშიანი

რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი გეგმავს თავისი გოგონა ზეადამიანი გაზარდოს. რამდენიმე წლის წინგამოქვეყნდა 2 წლის ნორტის კვირის განრიგი. აღმოჩნდა, რომ 2 წლის ბავშვს პრაქტიკულად არ ჰქონდა თავისუფალი დრო. გოგონა ძალიან გაღიზიანებული და ხშირად გამოუძინებელი იყო.

კიმს სურს, რომ მისმა შვილებმა (მას უკვე სამი შვილი ჰყავს) ყველაფერი იცოდნენ, რათა მომავალში კონკურენტუნარიანები იყვნენ.
mshoblebi

ჰაიდი კლუმი

43-წლის სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი 4 ბავშვს ზრდის. წლების წინ ვარსკვლავმა აღიარა, რომ სახლში სრულიად შიშველი დადის და ამაში არაფერ ცუდს არ ხედავს. ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თვითონაც ასეთ სიტუაციაში გაიზარდა. მის მშობლებსაც არ რცხვენოდათ შვილების თადასწრებით ტანსაცმლის გარეშე სიარულის.
mshoblebi

ჟიზელ ბიუნდჰენი

სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენიც გამოირჩევა განსხვავებული დამოკიდებულებით ბავშვების აღზრდისადმი. შვილის დაბადებისას ყველა გააოცა, როცა უარი განაცხადა პამპერსზე. ძირითადი მიზეზი პამპერსის უარყოფისა ეკოლოგიაზე ზრუნვა იყო. სამაგიეროდ, ჟიზელის სიტყვებით, მისი 6 თვის შვილი უკვე ითხოვდა ღამის ქოთანზე დაჯდომას. ამის მისაღწევად მას დიდი მოთმინება და ძალისხმევა დასჭირდა.
mshoblebi

ალისია სილვერსტოუნი

მსახიობი ალისია სილვერსტოუნი ცნობილია არა მხოლოდ კინოში როლებით, არამედ ცხოველების დაცვითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით. ის გამუდმებით მოუწოდებს თავის გულშემატკივრებსა და მეგობრებს ახლოს იყვნენ ბუნებასთან. ეს კარგად აისახება მისი ბიჭის აღზრდაზეც. თავიდან, ისევე როგორც ჟიზელმა, ალისიამაც უარი განაცხადა საფენებზე. ამის შემდეგ, მშობიარობიდან 11 თვის შემდეგ, მან ისევ გააოცა საზოგადოება: ის უღეჭავდა შვილს საკვებს, შემდეგ პირიდანვე აჭმევდა. ბავშვი კი ყლაპავდა.
მსახიობი თვლის, რომ ამაში არაფერია უცნაური და რომ ეს მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვის ორგანიზმისთვის. ასევე ალისია ვაქცინაციის მოწინააღმდეგეა.
mshoblebi
2117
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```