გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ მეოთხე ბავშვი დედას ყოფას უმარტივებს
გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ მეოთხე ბავშვი დედას ყოფას უმარტივებს
ასეთი მოულოდნელი შედეგი მიიღო TODAY Parents-მა, როდესაც 7 000 ამერიკელი დედა გამოკითხა.

დედები ბევრ რამეზე ფიქრობენ - ფინანსებზე, იმაზე თუ როგორ დაამყარონ ბალანსი სამსახურსა და სახლს შორის. ამასთან, ზოგჯერ ქმარს აღიქვამენ კიდევ ერთ დიდ ბავშვად, რომელიც ბავშვივით მოითხოვს ზრუნვასა და ყურადღებას.

ექსპერიმენტში მონაწილე ქალთა 46%-ს ქმარი უფრო მეტ სტრესს აყენებს, ვიდრე შვილები.

დედების 72% აღიარებს, რომ ოჯახური ცხოვრება დიდ ნერვებსა და ძალისხმევას მოითხოვს. მონაწილეთა 75%-ს სურს, რომ სხვა დედების თვალში "სუპერ დედად" გამოჩნდეს. 60% გამუდმებით ღელავს იმის გამო, რომ ვერაფერს
ასწრებს. 90% სტრესშია იმის გამო, რომ არ არის საკმარისად სპორტული და მიმზიდველი.

ეს პერფექციონიზმი ტანჯავს დედებს, რომლებსაც 1 ან 2 შვილი ჰყავთ. პიკს კი აღწევენ, როდესაც ბავშვების რაოდენობა ხდება 3.

სწორედ სამი შვილის დედებმა აღიარეს, რომ ნერვული გამოფიტვის პიკზე იმყოფებიან.
mshoblebi
გასაოცარია, როდესაც ოჯახში მესამე ბავშვი ჩნდება, დედას აღარ აქვს მისწრაფება იყოს იდეალური.

ნიუიორკელი ფსიქიატრი ჯანეტ ტეილორი, 4 შვილის დედა ეთანხმება იმას, რომ სამი ბავშვი რთულია, მაგრამ 4-თან უკვე იოლია ცხოვრება.

"როდესაც ოჯახში ბევრი ბავშვია, პერფექციონიზმისთვის აღარ გცალია, ამ დროს გადარჩენაა მთავარი" - იცინის ტეილორი. მაგალითად, მეოთხე ბავშვზე შეწყვიტა ისტერიული დალაგებები. მისი აზრით, როდესაც
ბავშვების რაოდენობა 3-ზე მეტია, უკვე ხვდებით, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა. რა არის პრიორიტეტული მოცემულ სიტუაციაში, უფრო მეტად ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ა. შ.

ტეილორის სიტყვებით, დედობის სტრესი არის პრობლემა, რასაც თავის პრაქტიკაში ის ხშირად ხვდება. "საჭიროა ისწავლო უარი უთხრა ბავშვს, ქმარს, ზოგჯერ მეგობრებსაც, რაც ხშირად უჭირთ დედებს. იმის მაგივრად, რომ მოუმზადოთ შვილებს იდეალური სადილი, გაისეირნეთ თუნდაც 10 წუთით. ამოისუნთქეთ ღრმად და დაფიქრდით თუ რა გინდათ სინამდვილეში".

ალბათ, ასევე უნდა მოიქცეს სამი შვილის დედა, კემბრიჯის ჰერცოგინია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღიარა, რომ დედობა რთული მისიაა. პრინც უილიამთან ერთად ღირს დაფიქრება იმაზე, რომ მეოთხე შვილიც გააჩინონ, რის შემდეგაც ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება.
წყარო
10681
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მაიკო
0
პიკი წინ მქონია. :)
18:20 / 04-02-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```