"ძალიან მიჭირდა იმის გადატანა, რომ დაბალი ვიყავი" - თეა წულუკიანი ბავშვობასა და დედაობაზე
"იმედის დღეში" იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა თავის ბავშვობაზე, დედობაზე, მეორე ნახევარზე, ტანმორჩილობასა და სხვა თემებზე. რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ ამ სიუჟეტიდან.

"მერიკო არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი... ჩემს მეუღლესთან ერთად, რა თქმა უნდა... მერიკოს დაბადებამ ყველა შეგვცვალა... ვცდილობ, მის ცხოვრებას ავეწყო... საღამოს სულ მასთან ერთად ვარ, შაბათ-კვირასაც ვცდილობ, რომ სულ მასთან გავატარო. ისიც მოვახერხე პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, რომ ორი თვე ვყოფილიყავი დეკრეტულ შვებულებაში. იმიტომ, რომ დაბადებიდან პირველი კვირები განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, დედამ და შვილმა ერთად გაატარონ. ეს ქმნის ურყევ ბმულს, კავშირს, რაც მერე გვეხმარება, როცა ვერ ვხედავთ ერთმანეთს... " - აღნიშნა მინისტრმა დედობაზე საუბრისას. 

იხილეთ თეა წულუკიანის საოჯახო ალბომი

alt"ჩემი შვილი რომ გოგოა, ძალიან მიხარია... ბევრი გოგო სჭირდება ჩვენს ქვეყანას" - თეა წულუკიანი პატარა მერიკოს შესახებ



4894
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
საქმე აკეთეთ თქვენი სიმაღლე და სილამაზე არავის სჭირდება თქვენს გარდა ალბათ
03:30 / 15-04-2019
ტოტო
2
მერე რა ,რომ დაბალი ხართ,სამაგიეროდ ინტელექტი და განათლება გაქვთ ზოგიერთებისაგან განსხვავებით...
09:40 / 31-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```