"იმედის დღეში" იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა თავის ბავშვობაზე, დედობაზე, მეორე ნახევარზე, ტანმორჩილობასა და სხვა თემებზე. რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ ამ სიუჟეტიდან.
"მერიკო არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი... ჩემს მეუღლესთან ერთად, რა თქმა უნდა... მერიკოს დაბადებამ ყველა შეგვცვალა... ვცდილობ, მის ცხოვრებას ავეწყო... საღამოს სულ მასთან ერთად ვარ, შაბათ-კვირასაც ვცდილობ, რომ სულ მასთან გავატარო. ისიც მოვახერხე პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, რომ ორი თვე ვყოფილიყავი დეკრეტულ შვებულებაში. იმიტომ, რომ დაბადებიდან პირველი კვირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დედამ და შვილმა ერთად გაატარონ. ეს ქმნის ურყევ ბმულს, კავშირს, რაც მერე გვეხმარება, როცა ვერ ვხედავთ ერთმანეთს... " - აღნიშნა მინისტრმა დედობაზე საუბრისას.
იხილეთ თეა წულუკიანის საოჯახო ალბომი