„არ ჭამს და არ უნდა - ეს ის თემაა, რომელსაც ვერ დავეთანხმები...“ - ცნობილი დედები შვილების კვების პრობლემებზე
„არ ჭამს და არ უნდა - ეს ის თემაა, რომელსაც ვერ დავეთანხმები...“ - ცნობილი დედები შვილების კვების პრობლემებზე
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ბავშვის გამოკვება ჩვენი დროის ერთ-ერთი რთული საკითხია. ერთია ის, რომ არსებულ ბაზარზე იპოვო ჯანსაღი პროდუქტი და მეორე ის, რამდენად მოგყვება ბავშვი, მიიღოს ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი საკვები. თუ პატარასთან ჭამის პრობლემა არ გაქვთ, ეს ფუფუნებაა, უჭმელი ბავშვების დედებს ნამდვილად დიდი გარჯა სჭირდებათ, რომ მათმა შვილებმა თუნდაც ერთი ულუფა წვნიანი მიირთვან. ჯანსაღი კვების საკითხზე ჩვენ ირინა ონაშვილსა და ანი გიუნტერს ვესაუბრეთ, ორივე ერთხმად აღიარებს, რომ „არ უყვარს და არ უნდა“ - ეს თემა მათთვის მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ შვილებთან ჭამის
პრობლემა მეტ-ნაკლებად არცე რთს არ აქვს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი პატარების რაციონი ჯანსაღი პროდუქტებით იყოს გაჯერებული.

ირინა ონაშვილი:

- ყველანაირად ვცდილობ, ჩემმა შვილებმა ჯანსაღი საკვები მიიღონ. რაციონში აუცილებლად აქვთ თევზი, ბოსტნეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ხილი და ა.შ. გაზიან სასმელებს ძალიან იშვიათად სვამენ, ვცდილობ, ასევე მოვარიდო ტკბილეულს. თავიდანვე მივაჩვიე იმას, რომ სადილად უნდა მიირთვან  წვნიანი. ვერ ვიტყვი რომ უჭმელი ბავშვები მყავს, თუმცა ხანდახან მაინც მჭირდებოდა ხოლმე სხვადასხვა ხერხის გამოყენება, რომ სასურველი კერძი მიიღონ. დათი შედარებით მარტივად გამოსაკვებია, შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ამ საკითხზე პრობლემა არ მაქვს. საბა გაიზარდა და ნელ-ნელა აქვს არაჯანსაღი პროდუქტის მოთხოვნილება,

თუმცა მაინც ვაბალანსებ. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ რაც შეიძლება გვიან გაესინჯათ არაჯანსაღი პროდუქტი, მაგრამ დროთა განმავლობაში უჩნდებათ ინტერესი, მიგყავს დაბადების დღეებზე, უწევთ დაგემოვნება და სურვილიც ჩნდება, სულ ყველაფერს ვერ მოაშორებ და ასე ყველაფრისგან ვერ დაიცავ.

mshoblebi

-  სკოლის სასადილოთი თუ სარგებლობს სანდრო და რამდენად სანდოა მათი საკვები?

- კი, სანდრო კერძო სკოლაში დადის და იქ ბალანსირებული, პროფესიონალის მიერ შერჩეული კვება აქვთ, რომელიც ასევე გაჯერებულია ჯანსაღი პროდუქტით, მე ამ თემას დიდ ყურადრებას ვაქცევ და თავიდანვე გამოვარკვიე, ასე რომ, ვენდობი მათ ამ საკითხში.


- პროდუქტს სად ყიდულობთ და როგორ იკვლვევთ მისი ვარგისინაობის საკითხს? სარგებლობთ ადგილობრივი ბაზრით და მარკეტებით?

- კი, არსებობს თბილისში ისეთი აგრონომიული მარკეტი, სადაც ვიცი, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს, აქვთ საკუთარი ფერმა, თავადვე მოჰყავთ ბოსტნეული და ა.შ. განსაკუთრებით დიდ გამოკვლევას ვაწარმოებ ხოლმე ხორცის ყიდვისას. ყველანაირად ვცდილობ, რომ პრემიქსზე გაზრდილი საქონლის ხორცით არ ვკვებო ბავშვები. დღესდღეობით თავად გლეხებიც კი ვერ უძლებენ ცდუნებას და იყენებენ სასუქს მეურნეობაში, პრემიქსს და მის მსგავსს ვიტამინებს - მეცხოველეობაში. ძროხა, რომელსაც მხოლოდ ბალახს აჭმევ, შეიძლება 100 კგ გაიზარდოს, მაშინ როცა იმავე დროში პრემიქსით 250 კგ-საც შეიძლება მიაღწიოს. ბუნებრივია, გლეხიც ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე გაზარდოს დიდი წონის და აძლევს ვიტამინს. აქედან გამომდინარე, ასე ბრმად გლეხისგანაც არ შეიძლება ყიდვა, მასაც ვერ გაამტყუნებს ადამიანი. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს ეკოლოგიის მხრივ, ჯერ რა ჰაერს ვსუნთქვათ და ამის ფონზე, კიდევ რომ დაბინძურებული პროდუქტი მივიღოთ, საერთოდ რა შედეგები გვექნება, არ ვიცი. დაკვირვებული ვარ, როცა ბავშვები ქალაქიდანა გამყავს, სულ სხვანაირები არიან. ზაფხულობით თვეობით მივდივართ მთაში დასასვენებლად, იქ სულ სხვანაირი ჰაერი და ჟანგბადია, ბავშვებიც სხვანაირები არიან, მადაც კარგი აქვთ, ძილიც, რეჟიმიც. სუფთა ჰაერს რომ სუნთაქვენ, კარგადაც ეძინებათ, ეს ყველაფერი მოქმედებს, როგორც რეჟიმზე, ასევე კვებაზე. ჩამოვდივართ თბილისში და იწყება პრობლემები რეჟიმთან დაკავშირებითაც და ძილის მხრივაც. ჰაერს ძალიან დიდი მნიშვენელობა აქვს და ჩვენთან ეს საკითხი ძალიან პრობლემურია.

- როგორც მივხვდი, თქვენს შვილებთან კვების საკითხი მეტნაკელბად მაინც მოგვარებული გაქვთ, თუმცა, საინტერესოა, რას ურჩევთ მშობლებს, ვისაც უჭმელი შვილები ჰყავთ და პრობლმები აქვთ ჯანსაღი საკვების მიღებაზე...

- ჩემი შვილები პატარაობიდნავე მივაჩვიე კვების სწორ რეჟიმს, მდიდარ რაციონს და შეიძლება ესეცაა მიზეზი იმისა, რომ დღეს ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. თუმცა, ძალიან რთულია, როცა ბავშვი უჭმელია. ჩემს ირგვლივ ჰყავთ ასეთი პატარები, ვისაც არ უყვარს და ვერ აჭმევენ წვნიანს, ბოსტნეულს, ჯანსაღ პროდუქტს. მაგრამ „არ უყვარს“ და „არ უნდა“ - ეს გამოსავალი არ არის, თუმცა ამ მხრივ რჩევის მიცემა ძალიან რთულია. ალბათ სხვადასხვა ხერხით და სხვადახსვა გზით უნდა მოხერხდეს ბავშვებისთვის ჯანსაღი პროდუქტის მიწოდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძნელია რჩევის მიცემაც კი, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვანაირია მიდგომა სჭირდება.

ანი გიუნტერი:

- ვცდილობ რომ ჯანსაღად ვკვებო ბავშვები და ისინიც მომყვებიან, ფაფა დილის აუცილებელია მენიუა, ხანდახან ვანაცვლებთ ომლეტით, ბროკოლით ან რამე მსგავსით. ვერ ვიტყვი, რომ ფასთფუდი სულ ამოღებული აქვთ მენიუდან, ხან მეგობართან მოხვდება, ხან დაბადების დღეზე და თეთრი ყვავივით ვერ დასვამ და ყველაფერს ვერ აუკრძალავ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, სახლში ჯანსაღად იკვებონ, რომ რაღაცანაირად დავაბალანსოთ. იციან, რა არის მავნებელი, რა - ჯასნაღი და ცდილობენ, დაიმსახურონ არაჯანსაღი სასუსნავი. შესაბამისი თამაშები აქვთ მოგონილი, შემდეგი კონცეფციით: იმისთვის რომ ვჭამოთ კანფეტი, უნდა შევასრულოთ ეს დავალება, რაც უფრო რთულია დავალება, მით უსარგებლო რამეს მიირთმევენ.

mshoblebi

- დაგიძალებია ბავშვებისთვის საჭმელი, ყველაზე პრობლემური მაინც წვნიანის მირთმევაა ხოლმე..

- დაძალება არა, მაგრამ რაღაც ალტერნატიული გზა უნდა მოინახოს ამ დროს. არ ჭამს და არ უნდა - ეს ის თემაა, რომელსაც ვერ დავეთანხმები. ძალადობას არ ვემხრობი, მაგრამ რა გზას არ მივმართავდი, რომ ჯასნაღი პროდუქტი მიეღოთ. გარე სივრცეში უფრო მომხიბვლელი იყო ხოლმე მათთვის ჭამა, არის ისეთი ადგილები, რომელსაც ვენდობი და სადაც ჯანსაღი პროდუქტი აქვთ, იქ მიმყავდა და ვაჭმევდი მაგალითად, ჩიას, ესაა მარცვლოვანი და ძალიან სასარგებლო პროდუქტი. მაშო ამას წინათ ამბობდა, კინაღამ ვიტირე, როცა მთხოვე და ის ჩიის სალათა გავსინჯეო. ეს რომ თქვა მეც კინაღამ ვიტირე, მაგრამ მიცდია ასეთი ხერხიც, როცა არ ჭამდა იმას, რაც საჭირო იყო. მე სუპების მოყვარული ვარ და ვცდილობ, ჩემს შვილებსაც შევაყვარო.

mshoblebi

- ანი, ადგილობრივი ბაზრით სარგებლობ თუ ცდილობ, ვინმეს დააბარო და სოფლის პროდუქტი ჩამოატანინო?

- ბებო ზრუნავს ბავშვებზე და ხშირად სოფლიდანაც ჩამოაქვთ პროდუქტი, მაგრამ ბუნებრივია აქც ვყიდულობ ვადების და ეტიკეტის კარგად გაცნობის შემდეგ. ზოგადად, ვცდილობ, ჩემი შვილები ყველანაირ გემოსთან იყვნენ მეგობრულად განწყობილები, მიდგომა - ეს ჩემს შვილებს არ გაუსინჯავთ და არც უნდათ - ცოტა არ მესმის. დაგემოვნების კულტურა ბავშობიდან მოდის, გემოსთან გაუცხოვება არ მაქვს, ყველანაირი გემო მისაღებია ჩემთვის ბავშვობიდანვე და ასეთივე დამოკიდებულება მაქვს ბავშვებთან. არის ხალხი, რომელიც არ სინჯავს უცხო საჭმელს, რაც ჩეთვის გაუგებარია.

- ფასთფუდს როგორ უვლით გვერდს?

- ვერ ვუვლით, იმიტომ რომ "მაკდონალდსის" გვერდით ვცხოვრობთ, გამონაკლისის სახით ესეც არსებობს ჩემი შვილების ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ შემყვას მსგავს დაწესებულებებში, თუმცა ვცდილობ, ნაკლებად მიირთვან ასეთი საკვები.


ციცი ომანიძე

7474
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```