ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ბავშვის გამოკვება ჩვენი დროის ერთ-ერთი რთული საკითხია. ერთია ის, რომ არსებულ ბაზარზე იპოვო ჯანსაღი პროდუქტი და მეორე ის, რამდენად მოგყვება ბავშვი, მიიღოს ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი საკვები. თუ პატარასთან ჭამის პრობლემა არ გაქვთ, ეს ფუფუნებაა, უჭმელი ბავშვების დედებს ნამდვილად დიდი გარჯა სჭირდებათ, რომ მათმა შვილებმა თუნდაც ერთი ულუფა წვნიანი მიირთვან. ჯანსაღი კვების საკითხზე ჩვენ ირინა ონაშვილსა და ანი გიუნტერს ვესაუბრეთ, ორივე ერთხმად აღიარებს, რომ „არ უყვარს და არ უნდა“ - ეს თემა მათთვის მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ შვილებთან ჭამის პრობლემა მეტ-ნაკლებად არცე რთს არ აქვს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი პატარების რაციონი ჯანსაღი პროდუქტებით იყოს გაჯერებული.
- ყველანაირად ვცდილობ, ჩემმა შვილებმა ჯანსაღი საკვები მიიღონ. რაციონში აუცილებლად აქვთ თევზი, ბოსტნეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ხილი და ა.შ. გაზიან სასმელებს ძალიან იშვიათად სვამენ, ვცდილობ, ასევე მოვარიდო ტკბილეულს. თავიდანვე მივაჩვიე იმას, რომ სადილად უნდა მიირთვან წვნიანი. ვერ ვიტყვი რომ უჭმელი ბავშვები მყავს, თუმცა ხანდახან მაინც მჭირდებოდა ხოლმე სხვადასხვა ხერხის გამოყენება, რომ სასურველი კერძი მიიღონ. დათი შედარებით მარტივად გამოსაკვებია, შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ამ საკითხზე პრობლემა არ მაქვს. საბა გაიზარდა და ნელ-ნელა აქვს არაჯანსაღი პროდუქტის მოთხოვნილება, თუმცა მაინც ვაბალანსებ. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ რაც შეიძლება გვიან გაესინჯათ არაჯანსაღი პროდუქტი, მაგრამ დროთა განმავლობაში უჩნდებათ ინტერესი, მიგყავს დაბადების დღეებზე, უწევთ დაგემოვნება და სურვილიც ჩნდება, სულ ყველაფერს ვერ მოაშორებ და ასე ყველაფრისგან ვერ დაიცავ.
- კი, სანდრო კერძო სკოლაში დადის და იქ ბალანსირებული, პროფესიონალის მიერ შერჩეული კვება აქვთ, რომელიც ასევე გაჯერებულია ჯანსაღი პროდუქტით, მე ამ თემას დიდ ყურადრებას ვაქცევ და თავიდანვე გამოვარკვიე, ასე რომ, ვენდობი მათ ამ საკითხში.
- ჩემი შვილები პატარაობიდნავე მივაჩვიე კვების სწორ რეჟიმს, მდიდარ რაციონს და შეიძლება ესეცაა მიზეზი იმისა, რომ დღეს ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. თუმცა, ძალიან რთულია, როცა ბავშვი უჭმელია. ჩემს ირგვლივ ჰყავთ ასეთი პატარები, ვისაც არ უყვარს და ვერ აჭმევენ წვნიანს, ბოსტნეულს, ჯანსაღ პროდუქტს. მაგრამ „არ უყვარს“ და „არ უნდა“ - ეს გამოსავალი არ არის, თუმცა ამ მხრივ რჩევის მიცემა ძალიან რთულია. ალბათ სხვადასხვა ხერხით და სხვადახსვა გზით უნდა მოხერხდეს ბავშვებისთვის ჯანსაღი პროდუქტის მიწოდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძნელია რჩევის მიცემაც კი, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვანაირია მიდგომა სჭირდება.
- ვცდილობ რომ ჯანსაღად ვკვებო ბავშვები და ისინიც მომყვებიან, ფაფა დილის აუცილებელია მენიუა, ხანდახან ვანაცვლებთ ომლეტით, ბროკოლით ან რამე მსგავსით. ვერ ვიტყვი, რომ ფასთფუდი სულ ამოღებული აქვთ მენიუდან, ხან მეგობართან მოხვდება, ხან დაბადების დღეზე და თეთრი ყვავივით ვერ დასვამ და ყველაფერს ვერ აუკრძალავ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, სახლში ჯანსაღად იკვებონ, რომ რაღაცანაირად დავაბალანსოთ. იციან, რა არის მავნებელი, რა - ჯასნაღი და ცდილობენ, დაიმსახურონ არაჯანსაღი სასუსნავი. შესაბამისი თამაშები აქვთ მოგონილი, შემდეგი კონცეფციით: იმისთვის რომ ვჭამოთ კანფეტი, უნდა შევასრულოთ ეს დავალება, რაც უფრო რთულია დავალება, მით უსარგებლო რამეს მიირთმევენ.
- დაძალება არა, მაგრამ რაღაც ალტერნატიული გზა უნდა მოინახოს ამ დროს. არ ჭამს და არ უნდა - ეს ის თემაა, რომელსაც ვერ დავეთანხმები. ძალადობას არ ვემხრობი, მაგრამ რა გზას არ მივმართავდი, რომ ჯასნაღი პროდუქტი მიეღოთ. გარე სივრცეში უფრო მომხიბვლელი იყო ხოლმე მათთვის ჭამა, არის ისეთი ადგილები, რომელსაც ვენდობი და სადაც ჯანსაღი პროდუქტი აქვთ, იქ მიმყავდა და ვაჭმევდი მაგალითად, ჩიას, ესაა მარცვლოვანი და ძალიან სასარგებლო პროდუქტი. მაშო ამას წინათ ამბობდა, კინაღამ ვიტირე, როცა მთხოვე და ის ჩიის სალათა გავსინჯეო. ეს რომ თქვა მეც კინაღამ ვიტირე, მაგრამ მიცდია ასეთი ხერხიც, როცა არ ჭამდა იმას, რაც საჭირო იყო. მე სუპების მოყვარული ვარ და ვცდილობ, ჩემს შვილებსაც შევაყვარო.
- ბებო ზრუნავს ბავშვებზე და ხშირად სოფლიდანაც ჩამოაქვთ პროდუქტი, მაგრამ ბუნებრივია აქც ვყიდულობ ვადების და ეტიკეტის კარგად გაცნობის შემდეგ. ზოგადად, ვცდილობ, ჩემი შვილები ყველანაირ გემოსთან იყვნენ მეგობრულად განწყობილები, მიდგომა - ეს ჩემს შვილებს არ გაუსინჯავთ და არც უნდათ - ცოტა არ მესმის. დაგემოვნების კულტურა ბავშობიდან მოდის, გემოსთან გაუცხოვება არ მაქვს, ყველანაირი გემო მისაღებია ჩემთვის ბავშვობიდანვე და ასეთივე დამოკიდებულება მაქვს ბავშვებთან. არის ხალხი, რომელიც არ სინჯავს უცხო საჭმელს, რაც ჩეთვის გაუგებარია.
- ვერ ვუვლით, იმიტომ რომ "მაკდონალდსის" გვერდით ვცხოვრობთ, გამონაკლისის სახით ესეც არსებობს ჩემი შვილების ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ შემყვას მსგავს დაწესებულებებში, თუმცა ვცდილობ, ნაკლებად მიირთვან ასეთი საკვები.
ციცი ომანიძე