ბავშვის კვება, ასევე ვირუსები და მათთან ბრძოლა ყველა მშობლის გულისტკივილია. გვანცა დარასელია 2 შვილის დედაა. საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და დავინტერესდით, რა პრობლემებს ხვდება, როგორც დედა, როგორ ებრძვის ვირუსებს, თუ უკეთებს ბავშვებს გრიპის ვაქცინაციას და ა.შ.
- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გრიპს და ვირუსებს ძალიან მშვიდად ვხვდები, რაღაც პერიოდულობით ბავშვები ხდებიან ავად და ამას ნორმალურ მოვლენად აღვიქვამ, იმიტომ, რომ დადიან სკოლაში, ბაღში და ა.შ. და ეს გრადაუვალია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვებრძვი, მთავარი ბრძოლა მაქვს შვილებთან, რომ ხშირად დაიბანონ ხელები, რადგან ესაა ყველაზე ეფექტური გზა ნაკლებად დაიფინცირებისა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია განიავება, ჰიგიენა და სველი წესით დალაგება. სკოლაში ძალიან აქცევენ ამ ყველაფერს ყურადღებას, ხშირად ანიავებენ, ხდება სველი წესით დალაგება, ეპიდემიის დროს კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღეს ამ მხრივ, მოავადე ბავშვები არ ხვდებოდნენ სკოლაში, შესაბამისად გადადების ფაქტებიც ნაკლები იყო. სახლშიც ანალოგიურად ვიცავთ წესებს: ოთახებს დილა-საღამოს ვანიავებთ, ვწმენდთ და ა.შ. ანტივირუსულ პრეპარატებს არ ვაძლევ, იმუნიტეტის ასამაღლებელ კურსებს არ ვუტარებ ბავშვებს.
- არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ პატარას იმ პერიოდში განემორებითი აცრა მოუწია, მალევე აღარ მინდოდა, გამეწვალებინა და ისე მოხდა, რომ არ გავუკეთე. ზოგადად, ვაქცინაციის მომხრე ვარ და ვაპირებ, მომავლ წელს გავუკეთო, იმიტომ, რომ სექტემბრიდან პატარაც ბაღში შევა და მგონია, რომ გარკვეული ტიპის ვირუსებისგან და გრიპის რაღაცა შტამისგან მაინც დაიცავს.
- პედიატრს თავიდავნე არ ვრთავ, რადგან ვიცი, რომ სიცხე 3-5 დღე შესაბამისი სიმპტომებით ნორმალურია. თუ აქვს ისეთი მაღალი ტემპერატურა, რომ ვერ ვუგდებ ვერანაირად, ან მოკლე შუალადებში დამწევის ფონზე ისევ მაღლა ასდის, ვურეკავ პედიატრს. როდესაც სიცხის დამწევი არ მოქმედებს, მერე უკვე ვცდილობ, სიცხე სხვა გზით დავუგდო, ვაგრილებ, ვზელ გრილი წყლით, თუ კიდურები ცივი აქვს, თბილ წყალში ვაყოფინებ და ა.შ. მაგრამ თუ ეწყება სუნთვის გაძნელება, სპაზმურად ახველებს, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ვრთავ პედიატრს და დანიშნულ მკურნალობას ვუტარებ.
- ძალიან იშვიათად. სიმართლე რომ გითხრათ, პატარას 1 წლის წინ ზამთარში მივეცი ექიმის რეკომენდაციით, უფროსსაც ასევე ძალიან იშვიათად. ერთხელ ჰქონდა ძალიან მძიმე პნევმონია და რასაკვირველია, მოგვიწია ანტიბიოტიკის მიღება, საავადმყოფოშიც ვიწექით, მაგრამ როგორც წესი, გრიპზე და სამდღიან ვირუსზე არასდროს არ ვაძლევ ანტიბიოტიკს.
- ყოველდღიური საკვების მიღებაც ცოტა წუწუნისა და ჯიჯღინის საგანია და რამე ნაყენი და ნაზავი რომ გავუკეთო, საერთოდ არ მიეკარებიან. ვცდილობ ხოლმე გავუკეთო ახალ-ახალი კომპოტები - ვაშლის, კომშის, მიიღონ თაფლი, ლიმონი. ცაცხვის ჩაის ვასმევ ხოლმე, როცა გაციებულები არიან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ C ვიტამინს შეიცავს და სასარგებლოა. საბედნიეროდ, ჩემს შვილებს, ორივეს უყვართ ხილიც, რძის პროდუქტებიც და სუპებიც. დანარჩენს დიდად არ ვაძალებ, თუ არ უნდათ, თეფში ბოლომდე უნდა დაამთავრო - ასეთი მიდგომა არ მაქვს. მაწონს, ხაჭოს, რძეს, ფაფებს მიირთმევენ, ერეკლე კარგად ჭამს შემწვარ თევზსაც. იყო მომენტი, როცა ერეკელეს ანემია ჰქონდა, მაგ დროს ცოტა გვიჭირდა, რადგან არ უნდოდა ყოველდღიურად ხორცი. სხვა მხრივ, მაინც იღებენ იმას, რაც საჭიროა. თუმცა ყოველდღიური ბრძოლა გვაქვს ტკბილეულის და „ჯანქფუდის“ წინააღმდეგ, მაგრამ არ დავნებდები. როდესაც სტუმრად მივდივარ, არასდროს არ მიმაქვს ბავშვთან ტკბილეული, რადგან ვთვლი, რომ ეს არის დათვური სამსახური. სტუმარს რომ მოაქვს ტკბილეული, ბუნებრივია, ბავშვს უხარია და ჭამს. ჩემმა მეგობრებმა იციან, მირჩევნია, ერთი 10-თეთრიანი ბუშტი მოუტანონ, ან საერთოდ არაფერი, ვიდრე ის ტკბილეული, რომელიც ძალიან საზიანოა ბავშვის ორგანიზმისთვის. კიდევ ვიმეორებ, მე არასდროს მიმაქვს ტკბილეული ბავშვებთან და ოჯახის წევრებთანაც სულ მაქვს ამაზე კამათი. როცა სადმე მივდივარ, მირჩევნია, ელემენტარული, თუნდაც 5-ლარიანი სათამაშოთი გავახარო ბავშვი, ვიდრე სასუსნავებით. ბავშვს სადღაც მაინც მოუწევს ასეთი, არაჯანსაღი ტკიბლეულის ჭამა, ყველაფრისგან ვერ დაიცავ, მაგრამ კიდევ დამატებით მიცემა, არ მიმაჩნია სწორად. ძალიან ბევრ ცუდ ნივთიერებას შეიცავს და ჯობია, რომ მაქსიმალურად მოვარიდოთ შვილები, თუ ამას ყველა გაითვალისწინებს, კარგი იქნება.
ციცი ომანიძე
"ბავშვმა უმეტესი დრო სოფელში უნდა გაატაროს" - გვანცა დარასელია ბავშვებს ჩვეულებრივ სოფელში ასვენებს