ლარისა სურკოვა - ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგია - მრავალწლიანი გამოცდილებით (ბავშვთა აღზრდის საკითხებში). 16 წიგნის ავტორია, პოპულარული ბლოგერი (მას ინსტაგრამზე 1,5 მილიონი გამომწერი ჰყავს), 20-წლიანი ბედნიერი ქორწინება აქვს და 5 შვილის დედაა. თავისი ოჯახით ქალაქგარეთ ცხოვრობს. მათთან ერთად ცხოვრობს 5 ძაღლი, 4 კატა, ლოკოკინები, ხვლიკები, ქათმები და თევზები. ლარისა ყველაფერს ასწრებს და სრული იდილია აქვს ოჯახში.
1. ისწავლეთ დამშვიდება
ოჯახში დედის ხასიათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: რაც უფრო მშვიდია ის, მით ნაკლები უსიამოვნებებია სახლში. მაგრამ ცხოვრება ხომ იდეალური არ არის და არც ჩვენ ვართ რობოტები. ლარისა სურკოვა გვირჩევს სტრესის დროს ვისუნთქოთ ციკლებით: 3 ღრმა ჩასუნთქვა და 3 ღრმა ამოსუნთქვა. ამასთან, აუცილებელია ხმამაღლა სუნთქვა. ან სცადეთ ღეჭოთ ნებისმიერი რამ (საღეჭი რეზინა ან რაიმე საკვები), მთავარია აკეთოთ ღეჭვითი მოძრაობები: ეს საუკეთესო მეთოდია ყურადღება გადაატანინოთ ტვინს სხვა რამეზე. ასევე გამოივლეთ პირში ცივი წყალი ან იხტუნეთ ასკინკილით ხან ერთ, ხან მეორე ფეხზე. ეს მეთოდები დაგეხმარებათ იმაში, რომ არ წამოგცდეთ რაიმე ზედმეტი.
2. ხშირად უთხარით ბავშვს, რომ გიყვართ
ხშირად გვგონია, რომ ჩვენს უპირობო სიყვარულს ისედაც გრძნობს ბავშვი. მაგრამ ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, ესმოდეს, რომ ის უყვართ. ეს არასდროს არ არის ზედმეტი. მითუმეტეს აქტუალურია ეს ფრაზა მაშინ, როდესაც ოჯახში მეორე ბავშვი ჩნდება. ამ დროს მას მშობლის ყურადღება აკლდება და თავს იჩენს ეჭვიანობა.
3. ნუ გაარჩევთ ბავშვის ცუდ საქციელს ძილის წინ
ძალიან რთულია შეიკავო ემოციები, როდესაც ბავშვი გაგაბრაზებს. მაგრამ რაც არ უნდა რთული შემხვევა იყოს, ეცადეთ საუბარი დილისთვის გადაიტანოთ. ძილის წინ "გარჩევები" ბავშვში იწვევს დაუცველობის და სიმარტოვის შეგრძნებებს. მოზარდებს კი ძილის წინ შეიძლება ათასი სისულელე მოუვიდეთ თავში, რაც შეიძლება დილით განახორციელონ.
4. არ მიუძღვნათ მთელი ცხოვრება ბავშვებს
იყო მშობელი - ერთ-ერთი მთავარი როლია ცხოვრებაში, ოღონდ არა ერთადერთი. არ დაივიწყთ საკუთარი თავი: არ გადადოთ თქვენი სურვილები სკივრში, ნუ დაელოდებით უკეთეს დროს, იცხოვრეთ სავსე ცხოვრებით შვილებთან ერთად. ჩაეწერეთ ცეკვის წრეზე, იარეთ აუზზე, წაიკითხეთ საყვარელი წიგნი, მეგობრებთან ერთად წადით კაფეში, გააკეთეთ საყვარელი საქმე. ნუ გექნებათ სინდისის ქენჯნა, დატკბით ცხოვრებით, რადგან ბედნიერ დედას ბედნიერი შვილები ეყოლება.
5. მიეცით უფლება სწავლაზე თვითონ იყოს პასუხისმგებელი
გამუდმებულ კონტროლს ინფანტილიზმამდე მიჰყავს ბავშვი და არ აძლევს საშუალება მიეჩვიოს დამოუკიდებლობას. უნდა ავუხსნათ, რომ სწავლა პირველ რიგში მას ესაჭიროება. მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს მეტი თავისუფლება და სჯეროდეს, რომ მას ყველაფერი გამოუვა.
6. გამოხატეთ გრძნობები ბავშვების თანდასწრებით
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მშობლების არა მხოლოდ დედისა და მამის როლში ყურება. ისინი უნდა ხედავდნენ მოსიყვარულე ცოლ-ქმარს, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი. ხშირად ჩაეხუტეთ, აკოცეთ და გაუკეთეთ ერთმანეთს საჩუქრები. როდესაც ბავშვი უყურებს ბედნიერ მშობლებს, ისიც ბედნიერია.
7. ბიჭებს მიეცით საშუალება გამოხატონ ემოციები
ბიჭების აღზრდაში წამყვანი როლი მამას მიუძღვის. მაგრამ დედაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხშირად სთხოვეთ დახმარება თქვანს ბიჭს. აგრძნობინეთ, რომ სიამოვნებას განიჭებთ მისი დახმარება. ეს აუცილებლად მოეწონება მასაც. არ აუკრძალოთ ბიჭებს ტირილი და ემოციების გამოხატვა. ნუ შეადარებთ გოგონებს. ასწავლეთ საოჯახო საქმეების კეთება: ეს გახდის უფრო თვითდაჯერებულს და მომავალში დაეხმარება იპოვოს საყვარელი ადამიანი და არა მოსამსახურე.
8. კი არ დასაჯოთ არამედ, წაახალისეთ
ბავშვებს ძალიან მოსწონთ ემოციური დასაჩუქრებები - თევზაობა, პიკნიკზე წასვლა. ასეთი აქტივობები სწავლის მოტივაციას აძლევს ბავშვებს, ასევე მიიღებენ უამრავ დადებით შთაბეჭდილებას, რომლებიც დაამახსოვრდებათ მთელი ცხოვრება.
ნუ დაუყვირებთ, გამორიცხეთ ფიზიკური დასჯის მეთოდები, რაც ნეგატიური ემოციების და ნევროზის განვითარებას შეუწყობს ხელს.
9. დაგეგმეთ თქვენი და ბავშვის დრო
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი, არამედ ბავშვის თავისუფალი დროის დაგეგმვაც. ასევე დაგეგმეთ დრო, რომელსაც ერთად გაატარებთ.
10. თუ ბავშვი იტყუება, გაიგეთ მიზეზი
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები იტყუებიან. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიაქციოთ, მაგრამ არ არის პანიკის საფუძველი. ჯერ გაიგეთ ტყუილის მიზეზი და შემდეგ იმოქმედეთ. ტყუილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი დასჯის შიშია. ამიტომ ხშირად ესაუბრეთ, შეაქეთ სიმართლისა და გამბედაობისთვის, რომ არ თქვეს ტყუილი დასჯის შიშით.
ყველაზე მთავარი კი არის საკუთარი ღირსეული მაგალითის მიცემაა.