როგორ დასაჯა სალომე გოგიაშვილმა ისინი, ვინც მის შვილს აბულინგებდნენ - "განსაკუთრებულად რთული ყოფილა თინეიჯერი გოგოს დედობა..."
როგორ დასაჯა სალომე გოგიაშვილმა ისინი, ვინც მის შვილს აბულინგებდნენ - "განსაკუთრებულად რთული ყოფილა თინეიჯერი გოგოს დედობა..."
სალომე გოგიაშვილი ოთხი შვლის დედაა. მისი უფროსი გოგო - მაშო უკვე თინეიჯერია. ყველამ ვიცით, რომ ეს ასაკი განსაკუთრებულად საფრთხილო და საყურადღებოა, წვრილმანი ნიუანსიც კი შესაძლოა, დიდი პრობლემის მანიშნებელი გახდეს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსგავსი დეტალები არ გამორჩეს მშობელს, არ დაშორდეს შვილს, ჰქონდეს მასთან მეგობრული ურთიერთობა და არ შეექმნას პრობლემები, ამ კითხვებით სალომე გოგიაშვილს, როგორც თინეიჯერის დედას მივმართეთ.

- განსაკუთრებულად რთული ყოფილა თინეიჯერი გოგოს დედობა, რადგან მას კიდევ სხვანაირი ყურადღება

სჭირდება. მივხვდი ერთ რამეს, რომ ყველაფერს უნდა მოეკიდო გაგებით, არ შეიძლება ჯიბრში ჩადგომა, გაპრობლემება, იმიტომ, რომ ასეთ დროს გოგო უფრო გეწინააღმდეგება, ვიდრე ბიჭი. რაღაცების თავიდან აცილების მიზნით ვცდილობ, უფრო გაგებით მოვეკიდო მის პრობელმებს და შეხედულებებსაც. ამას წინათ თავადაც აღნიშნა, ასეთი ახლო ურთიერთობა აქამდე ჩვენ არ გვქონიაო, ვუხსნი, რომ მაშინ პატარა იყო და ვერ აღიქვამდა რაღაცებს სათანადოდ. 24 საათის განმავლობაში ვცდილობ მასთან ვიყო, იმიტომ კი არა, რომ არ ვენდობი, ან ვაკონტროლებ, მგონია, არ ვარ იმ ასაკში, რომ არ ესიამოვნოს ჩემთან ერთად სიარული და ეს ყურადღებაც არ აღიზიანებს.


- ხასიათი თუ შეეცვალა? ან თუ არის თემები, რომლებზეც ადრე უფრო მეტად გიყვებოდათ, ვიდრე - ახლა?

- არა,

პირიქით, ახლა უფრო გაიხსნა ჩემთან. მეც ვცდილობ, ველაპარაკო ისეთ თემებზე, რომლებზეც ვხვდები, რომ თვითომ ერიდება საუბარი.


- ეს ეხება პირად თემებს, თაყვანისმეცმლებს და ა.შ?

- ყველაფერს აბსოლუტურად. ვსაუბრობთ და ვჭორაობთ ყველაფერზე, რაზეც შეიძლება გოგოებმა იჭორაონ. ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებას და სულ ვეუბნები, მე სააშკარაოზე იმიტომ გამომაქვს ყველაფერი, რომ ეს იყოს შენთვის კარგი მაგალითი და გაიაზრო, როგორ უნდა მოიქცე, ან არ უნდა მოიქცე იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რის გათვალისწინებით უნდა გააკეთო არჩევანი-თქო. მე საკმაო პირადი გამოცდილება მაქვს და ეს უნდა გამოიყენოს. მაშკა ძალიან აზრიანი ბავშვია, ჩემთან შედარებით ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში და საბედნიეროდ, ჩემს შეცდომებს და გამოცდილებას უკვე იყენებს. ამბობს ხოლმე, მე ამას არ გავაკეთებდი და ვერ ვხვდები, შენ რატომ გააკეთეო. გარკვეულწილად მადლობელი ვარ ღმერთის იმ ნეგატიური გამოცდილების გამოც. თუ ეს ჩემს შვილს აარიდებს იმავე პრობლემებს თავიდან, რაც მე მქონდა, მზად ვარ, კიდევ ბევრი გადავიტანო ჩემს თავზე, ოღონდ ეს ბავშვებს არ შეეხოთ.


- სახლიდან გვიან გასვლას, ან პირიქით გვიან დაბრუნებას თუ უკონტროლებ, ან თუ ზღუდავ ამ საკითხში?

- არა, პირიქით, სულ ვეუბნები, გადი სადმე-თქო, არ უყვარს სახლიდან გასვლა, მეგობრები მოდიან ხოლმე და ძირითადად სახლში არიან. მე კიდევ მინდა, გავიდეს, უფრო აქტიური იყოს. ბოლო პერიოდში დაიწყო სიარული, სულ მირეკავს და მეკითება, მოვიდე? იმის ნაცვლად, რომ ვეუბნებოდე, მოდი-თქო, პირქიით, იყავი-თქო - ვპასუხობ.


- ანუ არ აქვს შეზღუდული დრო, რომ ვთქვათ, 12 საათზე სახლში უდა იყოს?

- არა, 12-ზე სულ სახლშია და იცის, რომ უნდა იყოს კიდეც. სამეგობროც არ ჰყავს ისეთი, ვინც გადიან და აღარ შემოდიან სახლში. რასაკვირველია, მის ყველა მეგობარს ვიცნობ, მეტიც - ვემეგობრები და რომ მოდიან, ერთად ვჭორაობთ. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მათთან ახლო ურთიერთობა მქონდეს.

mshoblebi

- რამდენად ხარ ჩართული მაშკას სასკოლო ცხოვრებაში, პრობლემებში, მასწავლებლებთან ურთიერთობაში და ა.შ.

- კარგ სკოლაში სწავლობს, ფანტასტიკური დამრიგებელი ჰყავს, რომელთანაც პირდაპირ კონტაქტზე ვარ. თუმცა იყო პერიოდი, როცა მაშას ჰქონდა პრობლემები და ისე გადავჭერი, რომ ჩემმა ბიჭმა მითხრა, მე თუ პრობლემა შემექმნება, შენ არ გეტყვი, მირჩვენია, მე თვითონ მოვაგვაროო (იცინის).


- იქნებ გვითხრა, რა პრობლემასთან გქოდა საქმე... ეს ერთგვარი გამოცდილება იქნება მკითხველისთვის...

- მაშკა იყო ბულინგის მსხვერპლი, რაც მე მოგვიანებით გავიგე, არ მეუბნებოდა თვითონ. მაგრამ მერე ისე გადავჭერი პრობლემა, რომ დარწმუნებული ვარ, ის ბავშვები არასდროს, აღარავის დააბულინგებენ. გარკვეულწილად მიხარია, ეს ყველაფერი რონ ნახა ჩემმა შვილმა, რადგან ახლა ჩემი იმხელა იმედი აქვს, რომ ხუმრობს კიდეც, ვინმემ არ მაწყენინოს, თორე დედაჩემი ისეთს უზამსო... მთავარია, მშობელმა პრობლემის არსებობა თავის დროზე შეიტყოს და რომ გაიგებს, არ უნდა დაავალოს შვილს, რომ თვითონ მოაგვაროს პრობლემა, რადგან თუ ბავშვი უკვე ბულინგის მსხვერპლია, ის ამ საკითხს ვერ მოაგვარებს. თვითონ მშობელი უნდა მივიდეს და ისე უნდა „დასაჯოს“, რომ მეორედ ამის გაკეთების სურვილი არ გაუჩნდეთ. დასჯა ალბათ ცუდი სიტყვაა, მაგრამ მე ასე მოვიქეცი. ბევრი ბავშვის თვალწინ, ზუსტად იმავე სიტუაციაში ჩავაყენე ისინი, ვინც მაშკას აბულგებდნენ, როგორშიც ჩემი შვილი იყო, საკმაოდ უხეშად ვესაუბრე, ანუ ისე, როგორც თავად საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, არ მოეწონათ, მაგრამ მერე ავუხსენი, რომ ზუსტად ისევე არ მოსწონთ ბავშვებს ასეთი საქციელი, როგორც თქვენ არ გესიამოვნათ ჩემგან-თქო. მოგვიანებით გაირკვა, რომ თურმე ის ბავშვები წლებია ამ საქმით, ანუ ბულინგით არიან დაკავებულები და ბევრი ყოფილა მათი მსხვერპლი. ჩემს შემთხვევაში ამ ხერხმა გაამართლა. რომ გითხრა, დიდად ვიფიქრე რა უნდა მექნა და მერე ვიმოქმედე-მეთქი, ტყუილი იქნება. როცა ჩემს შვილებს ეხებათ საქმე, აფექტში ვვარდები და მაქსიმალურად ვეცადე, ისე მოვქცეულიყავი, როგორც მშობელს შეეფერება. მაგალითი ვერ იქნება ჩემი ქმედება, მაგრამ ასეთი იყო ჩემი შემთხვევა.

mshoblebi

- მაშკამ არ გააპროტესტა, რომ დედა უნდა ჩარეულიყო მის საქმეში?

- არა, იმიტომ რომ მაშა იმ დროს იყო პატარა და იმდენად სტრესი ჰქონდა და იმდენად ინერვიულა, ვეღარ აღიქვამდა რა მოხდა. ერთადერთი, რაც გავაკეთე ამის შემდეგ იყო ის, რომ იმ სკოლიდან გადავიყვანე და მანდ დამთავრდა ყველაფერი. დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალ კლასელებთან, ფანტასტიურ გარემოში.


- თქვი, რომ ბულინგის ფაქტის შესახებ თვითონ არაფერს გეუბნებოდა, როგორ გაიგეთ?

- მე თვითონ შევამჩინე, იმიტომ, რომ ყოველ დილას მისი სკოლაში წასვლა იყო ტირილი, ისტერიკა, არ მინდაო იძახდა, არადა მსგავსი რამ არ ახასიათებს. გახდა უფრო ჩაკეტილი, ტიროდა უმიზეზოდ. ვიფიქრე, ეს ვინმეს გამო ხომ არ ხდებოდა, დავიწყე გამოძიება, ვკითხე დამრიგებელს, რომელმაც არაფერი იცოდა, მეგობრებიც არ მეუბნებოდნენ. ერთ დღეს სკოლაში ცოტა ადრე მივაკითხე და დავინახე, რომ იდგა სკოლასთან და ტიროდა და აი, მანდ უკვე ყვალაფერი გაცხადდა.


- რაც შეეხება სოციალურ ქსელს, ინტერნეტს, ამ მხრივ როგორ ახერხებ, რომ გააკონტროლო?

- არ აქვს სოციალური ქსელი, სულ ახლახან მე თვითონ გავუკეთე ინსტაგრამი, ფეისბუქზე არ არის და ეს ძალიან მახარებს. აქვს ინსტაგრამი და დებს ფოტოებს, თან არაფერს მიმალავს. სულ ვუხსნი, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მე შენს გვერდით ვიქნები, რაც არ უნდა იყოს-თქო. იცის, რომ მართლა ასე იქნება და არაფერს მიმალავს. თან ის მაგალითი, რაც გვქონდა, ამის დასტური იყო და ალბათ კიდევ უფრო განუმტკიცდა ნდობაც.

ციცი ომანიძე
30430
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
zuka
5
სალომე გოგიასვილი ძალიან კარგი გოგოა და ერთადერთი ვინც ჩვენ დამპალ ტელევიზიებში და არა მარტო, პედოკრაატიას აღუდგა წინ და დაისაჯა ამის გამო. აი შენ ვინ შაშა კოლა ხარ?
20:00 / 17-04-2019
???
35
და სალომე გოგიაშვილი ვინ არის? ძალიან "ძვირფასი" გამოცდილება კი გაგვიზიარა ბულინგთან დაკავშირებით
14:35 / 17-04-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```