"ძალიან მომბეზრდა „გმირი დედის“ არაოფიციალური ტიტული. ყოველთვის ვამბობ, რომ მამაც არანაკლები „გმირია" - მრავალშვილიანი ქართველი დედის გულახდილი ინტერვიუ
"ძალიან მომბეზრდა „გმირი დედის“ არაოფიციალური ტიტული. ყოველთვის ვამბობ, რომ მამაც არანაკლები „გმირია" - მრავალშვილიანი ქართველი დედის გულახდილი ინტერვიუ
თეონა ჟორჟოლიანი პროფესიით თეატრის კოსტიუმის მხატვარი, სცენოგრაფია. იტაცებს ფოტოგრაფია და ამ მიმართულებით პერიოდულად მუშაობს კიდეც. ასევე მეგობართან ერთად დააფუძნა საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი და დღემდე აქტიურად უძღვება. ჰყავს ხუთი შვილი და არის იდეალური დედა, მეუღლე. როგორ ანაწილებს დროს, როგორ უძღვება საქმეს და ოჯახს ერთდროულად, ამის შესახებ თეონა თავად მოგვიყვება.

- პირველი შვილი 23 წლისას გამიჩნდა. არასდროს მიფიქრია, რომ ბევრი შვილი მეყოლებოდა. ჩემს ბავშვობაში ოჯახებში ძირითადად ორ-ორი შვილი იყო და ეს მეგონა

ჩვეულებრივ ნორმად და ვფიქრობდი მეც ასე, ორი შვილი მეყოლებოდა. თუმცა ასე არ მოხდა.


- რას ნიშნავს თქვენთვის მრავალშვილიანი დედის სტატუსი?

- გულწრფელად, რომ გითხრათ არ ვიცი რა გიპასუხოთ. ცოტა არ მიყვარს ჩემი გაცნობის შემდეგ ამას რომ უსვამენ ხაზს და გაოცებას გამოთქვამენ. დღეს ეს არ არის იშვიათობა და ბევრს გაცილებით მეტი შვილი ჰყავს. ასევე ძალიან მომბეზრდა „გმირი დედის“ არაოფიციალური ტიტული. ყოველთვის ვამბობ, რომ მამაც არანაკლები „გმირია“ ბებიები და ბაბუებიც გმირები არიან ამ დროს. ზოგადად „გმირი“ ოჯახი უფრო ვართ, ვიდრე ცალკე დედა.

mshoblebi

- შვილების აღზრდაში ვინ გეხმარებათ?

- პირველ რიგში ჩემი მეუღლე, მერე ბებია, ბაბუები, ძიძა (და უკვე მეგობარი). მე და ჩემი მეუღლე ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას,

რომ ვინმე დავიხმაროთ (იღიმის). ალბათ სწორედ იმიტომაც არ მიმაჩნია გმირობად ხუთი ბავშვის აღზრდა, რომ შრომა ყველაზე თანაბრად ნაწილდება. მე უფრო 2,5 ბავშვის დედა ვარ.


- შვილების სიმრავლეს თქვენთვის ხელი არ შეუშლია გეზრუნათ კარიერაზე, გქონოდათ საკუთარი საქმე. როდის გაგიჩნდათ სურვილი შეგექმნათ საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი?

- მე და მარიკა ჩაჩანიძემ გადავწყვიტეთ დაგვეწყო საქმე, რომელიც გააერთიანებდა ჩვენს უნარებს, სურვილებს, ენერგიას და ჩვენს შვილებს გახდიდა უფრო ბედნიერებს, მხიარულებს, ლამაზებს. ასე დაიბადა ჩვენი ბრენდი - ჯანსაღი მასალისგან დამზადებული, სუფთად და ჭკვიანურად შეკერილი ტანსაცმელი, რომელიც აბედნიერებს ბავშვებს. ოთხი წლის წინ მსგავსი ბიზნესი მხოლოდ ერთი იყო, თუმცა ის რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რის გაკეთებასაც ჩვენ ვგეგმავდით. ორ თვეში ფეისბუქ გვერდზე ჩვენი პირველი მცირე კოლექცია დავდეთ. ბიზნეს განათლების არქონის მიუხედავად, აღმოგვაჩნდა ბევრი საჭირო უნარი. დანარჩენი ბევრი კონსულტაციით და გამოცდილებით შევივსეთ.

mshoblebi

- როგორ უთავსებთ ოჯახს და საქმიანობას ერთმანეთს?

- ო, აი ეს არის ყველაზე რთული თემაა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, ბევრი რამე სპონტანურად ხდებოდა, და დროის განაწილება არ ემთხვეოდა წინასწარ დაგეგმილს. უბრალოდ, პრიორიტეტები როგორც კი დავალაგე, მაშინვე მეტნაკლებად მოწესრიგდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში, მოვრჩი დარდს და აღარ მაქვს სინანულის განცდა, რომ ოჯახს ან საქმეს რამე დავაკელი. ყველაფერს თავისი ადგილი და ყურადღების პროცენტული წილი ხვდა.


- წარმატების მისაღწევად რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის თანადგომა?

- ძალიან მნიშვნელოვანია, მოტივაციის და ხელშეწყობის გარეშე ჩემნაირი მრავალშვილიანი დედისთვის დროის გამონახვა არ იქნებოდა ადვილი. მიხარია, რომ გვერდით მყავს მეგობარი, თვითონაც გაცილებით დაკავებული ადამიანი, რომელიც ხვდება რა გამხდის ბედნიერს და ამის გასაკეთებლად ყოველდღიურად მიბიძგებს და რჩევებს მაძლევს. მადლობა „გმირ მამას“ ამისთვის.


- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- გეგმები უამრავია, იმედია ერთი ცხოვრება მეყოფა, რომ ნაწილი მაინც განვახორციელო. მინდა ბავშვები გაიზარდონ დამოუკიდებლები, ჭკვიანები და თავდაჯერებულები, სითბოში და სიყვარულში. და ბევრი ფოტო გადავიღო, ისეთი, რომ ადამიანებს მოვაწონო და გონებაში ჩემი დაჭერილი კადრები დავამახსოვრო.

mshoblebi
მერი ბლიაძე
1449
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მარინა ჯაფარიძე
0
წარმატებებს გისურვებ ყველა საქმეში.
11:38 / 02-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```