"ბევრი წელი 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით... ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - ვერა ქობალიას გულახდილი ინტერვიუ
"ბევრი წელი 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით... ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - ვერა ქობალიას გულახდილი ინტერვიუ
"თუ პოზიტიურად უყურებ შენ ირგვლივ სამყაროს და ცდილობ, უფრო მეტი კარგი დაინახო, ეს ყველაფერზე აისახება - სახის კანზე, თმაზე, მიმიკაზე და ასე შემდეგ... ამიტომ, რაც უნდა რთული გარემო იყოს, მაინც უნდა შევეცადოთ ოპტიმისტებად დავრჩეთ...", - ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, სილამაზით ცნობილი ვერა ქობალია... დღეს ის კანადაში ცხოვრობს, კანადის მთავრობის მრჩევლის თანამდებობა უჭირავს და მიუხედავად ცხოვრებაში გადატანილი მრავალი ბარიერისა, შეუდარებლად გამოიყურება.


- რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- რამდენიმე

ფაქტორი... ერთ-ერთი გადამწყვეტია გარემო, სადაც ადამიანი იზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურად იდეალურ გარემოს ვგულისხმობ! მწერლებში არსებობს გამოთქმა, - სადმე ურთულეს პირობებში წავალ, რათა იქ გენიალური აზრები მოვიდეს და კარგი ნაწარმოები დავწეროო... ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობები იყო საქართველოში 90-იან წლებში და ზუსტად იმ პერიოდმა შექმნა ძალიან კარგი ხელოვანები, საუკეთესო თაობა... ვთვლი, რომ ინტელექტს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში...


- ბავშვობაში რომელი მწერლები და ნაწარმოებები იყო თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი?

- შეიძლება საზოგადოებას გაუკვირდეს, მაგრამ ბავშვობიდანვე ინტროვენტული ადამიანი ვიყავი... ყოველთვის მერჩივნა დრო ახლობელ ადამიანებთან და წიგნებთან გამეტარებინა. ამიტომაც, პატარაობიდანვე

ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ახლაც მაქვს თვისება: რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩავიდე, ყველგან ძალიან ბევრ წიგნს ვყიდულობ და მერე აღარ ვიცი ხოლმე, ამდენი წიგნი სად დავალაგო... ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც ვიპოვიდი, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დავიბადე და სასურველი წიგნების შოვნა მარტივი არ იყო. 8-9 წლის ასაკში განსაკუთრებულად მიყვარდა მაინ რიდი... მახსოვს, ამერიკაში პირველად რომ წავედი და იქ ვთქვი, - ჩემი საყვარელი მწერალი მაინ რიდია-მეთქი, გაუკვირდათ, რადგან ასეთი მწერალი თუ არსებობდა, არც იცოდნენ. ამერიკაში არ იყო ალბათ იმდენად ცნობილი და ჩვენთან, რადგან ნათარგმნი იყო რუსულად თუ ქართულად, ბავშვების უმეტესობას გვიყვარდა და იქ იყო ჩვენი თვალით დანახული ამერიკა... ვინაიდან ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია წიგნების მეშვეობით კონკრეტულ ქვეყნებზე გავიგოთ, ამიტომაც ვცდილობ აზიელი ან აფრიკელი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვას...


- გამოგიცდიათ სიღარიბე?

- ჩვენ აფხაზეთიდან მანქანით წამოვედით და როგორც კი თბილისში ჩამოვედით, ამ ავტომობილის გაყიდვა მოგვიხდა, რადგან "კაპიკიც" არ გვქონდა... ბევრი წლის განმავლობაში, 12 ადამიანი ერთსაძინებლიან ბინაში ვცხოვრობდით. ჩემს ოჯახს რამდენჯერმე მოუხდა ყველაფრის ნულიდან დაწყება. ბებიაჩემი, რომელიც სკოლაში წარმატებული პედაგოგი იყო, 90-იან წლებში ნამცხვრების ცხობით და ტკბილეულის ბაზრობაზე გატანით ცდილობდა ოჯახის გადარჩენას... ყველაფერი გავიარეთ, მაგრამ თუ კარგისკენ სწრაფვა, ამის ინტერესი და სურვილი გაქვს ადამიანს, ყველა სირთულის გადალახვას შეძლებ. მთავარია, არ მოვდუნდეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ მიზნების მისაღწევად! განაგრძეთ კითხვა

4584
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```