მეცნიერების დასკვნა - ბებიები, რომლებიც შვილიშვილებს უვლიან, 10 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ
მეცნიერების დასკვნა - ბებიები, რომლებიც შვილიშვილებს უვლიან, 10 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ
ალბათ ყველა ბებია-პაპისთვის შვილიშვილებთან ერთად დროის გატარება, დიდი სიამოვნებაა. თუმცა აღმოჩნდა, რომ შვილიშვილებზე ზრუნვით თურმე ხანდაზმული ადამიანები სიცოცხლესაც იხანგრძლივებენ და ჯანმრთელობასაც იუმჯობესებენ.

ჟურნალში Evolution and Human Behavior გამოქვეყნდა კვლევის შედეგი, რომლის დროსაც 70 წელზე უფროსი, გერმანიაში მცხოვრები 500 ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს. კვლევის შედეგების მიხედვით, ის ხანდაზმულები, რომლებიც შვილიშვილების მოვლაში ეხმარებოდნენ შვილებს, გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და სიკვდილის თუ სერიოზული დაავადებების ნაკლები რისკი აღმოაჩნდათ უახლოესი 20 წლის განმავლობაში, ვიდრე სხვა ხანდაზმულები, რომლებსაც
არ ჰქონდათ ეს გამოცდილება.

დასკვნა ასეთია - შვილიშვილებს მოუარე და დიდხანს იცოცხლებ. 

თანაც, მეცნიერების თქმით, ამ შემთხვევაში საუბარია არა უბრალოდ ბავშვების მეთვალყურეობაზე, არამედ მეურვეობაზე, აღზრდაზე - როცა ფიზიკურად და გონებრივად არიან ჩართულები ხანდაზმულები ბავშვების აღზრდის პროცესში და ძიძების ფუნქციებს ითავსებენ. 

ექიმი რონან ფაქტორა ამბობს, რომ პირდაპირი კავშირია ბავშვებზე ზრუნვასა და სტრესის დონის შემცირებას შორის. ხანდაზმულებისთვის ასაკით პატარა ადამიანებთან ურთიერთობა მხოლოდ დადებითის მომტანი შეიძლება იყოს. ისინი ფიზიკურ მხნეობასაც ინარჩუნებენ, აქტიურ მდგომარეობაში არიან
და ბევრი მათგანი გონებრივადაც აქტიურადაა ჩართული - უკითხავს, ხსნის, ასწავლის და ა.შ., რაც ასევე დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. 

ასე რომ, ბებიებო და ბაბუებო, აქტიურად ჩაერთეთ ბავშვების აღზრდის პროცესში, ეთამაშეთ, ისწავლეთ მათთან ერთად და გაერთეთ, გაიხანგრძლივეთ ცხოვრება.

altკანადაში "მოხუცებულთა თავშესაფარი" და "ბავშვთა სახლი" გააერთიანეს - შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა


10496
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
3- Svilis deda
1
ვინც წინაპრებს არ სცემს პატივს, განსაკუთრებით ხანშიშესულემს, იმათგან რა ადამიანი უნდა დადგეს. სკოლებში, რომ ასწავლიან ავტობუსში ახვალ მოხუცს არ უნდა დაუთმო ადგილი და ასევე ფეხმძიმეს, იმიტომ, რომ ბილეთში ფული გადაიხადე. აი ასე გაზრდილები შეიძლება ნორმალურები გაიზარდო?. ბებიები და ბაბუები ზუსტადაც ზრდილობას და მოხუცების პატივისცემას ასწავლიდნენ .პატაროიბიდანვე და იმიტომაც იყვნენ მორიდებულები და ზრდილობიანები. ეხლა რას ვხედავთ; ზღვარს გადასული სითამამე, უზრდელობა, და რაც მთავარია კაცი კაცს აღარ გავს და ქალი ქალს. ვისაც ესეთი თაობა მოგწონთ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.
11:57 / 05-05-2019
qarTveli
0
ხოდა ამ "ინსტიტუტის" მოშლა უნდათ ლიბერასტებს! ყველანარაიდად, რომ უტევენ ოჯახურ ტრადიციებს. ბავშვები ბებიების და ბაბუების ხელში გაზრდილები უფრო ადამიანურები არიან ვიდრე პირიქით. რის ევროპული ღირებულებები, რომელსაც დედა1-ლი და დედა 2-ორე, რომ ქვიათ? ხოდა შეინახონ თავიანთვის ეს ღირებულებები, მაგრად შეინახონ არსად დაეკარგოთ. მთავარია შორს ჩვენგან მაგათი ლიბერასტი ხელები.
11:44 / 05-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```