მსახიობ მილა იოვოვიჩს ორი ქალიშვილი ჰყავს და ერთ-ერთ სამაგალითო დედად მიიჩნევა ვარსკვლავ დედებს შორის. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, დედობის სირთულეებზე და საკმაოდ მწვავე პრობლემაზე ესაუბრა, რაც დედობას სდევს თან.
ჯორჯია აშშ-ის მეექვსე შტატი გახდა, სანაც კანონი მიიღეს აბორტის აკრძალვის შესახებ, 6 კვირაზე მეტი ორსულობის ვადაზე, როცა სავარაუდოდ ბავშვს გულისცემა ესინჯება.
კანონის მოწინააღმდეგეებს შეუერთდა მილაც, რომელმაც თავისი მწარე გამოცდილების შესახებაც უამბო საზოგადოებას და ბევრი ქალიც აატირა მისმა ვიდეომ, სადაც ამის შესახებ საუბრობს.
მსახიობი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში, რომელიც ამაყობს ადამიანის არჩევანისა და ქმედების თავისუფლებით, ქალს უზღუდავენ უსაფრთხოების განცდას და უფლებებს. მილა ამბობს, რომ ნებისმიერი ქალისთვის უმძიმესია, წაართვა უფლება, ჰქონდეს მხარდაჭერისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უფლება ასეთ დროს.
"ჩვენი, ქალების უფლებები, უსაფრთხოდ მოხდეს ორსულობის შეწყვეტა გამოცდილი ექიმების მიერ, კვლავ სასწორზეა. მიიღეს დრაკონული კანონპროექტი, რომელიც ქალს უკრძალავს აბორტს 6 კვირის ვადის შემდეგ. არადა, ქალების დიდი ნაწილი ამ პერიოდში ვერც კი აცნობიერებს, რომ საერთოდ ორსულადაა. აკრძალვა მოქმედებს გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევებშიც კი...
მე თვითონ გადავიტანე სასწრაფო და აუცილებელი აბორტი 2 წლის წინ. აღმოსავლეთ ევროპაში ვიყავი გადაღებებზე, 4 თვის ორსული... ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელი ჩემს ცხოვრებაში. დღემდე კოშმარებს ვხედავ ამაზე..." - ამბობს მილა.
ამ შემთხვევის შემდეგ მას ისეთი დეპრესია ჰქონდა, კონტრაქტი გაწყვიტა და რამდენიმე თვე საზოგადოებაშიც არ გამოჩენილა.
"მებაღეობა მაშინ დავიწყე, ჯანსაღი საკვებით ვიკვებებოდი და ყოველდღე სპორტდარბაზში დავდიოდი, რადგან არ მინდოდა ანტიდეპრესანტების მიღება... კიდევ კარგი, ვიპოვე გამოსავალი ამ პირადი ჯოჯოხეთიდან, წამლების გარეშე. მაგრამ ეს მოგონება მთელი ცხოვრება დარჩება ჩემთან. აბორტი სრული კოშმარია. არც ერთი ქალი ნებით არ გადის ამ ჯოჯოხეთს... არავისთან არ მსურდა ამაზე საუბარი, მაგრამ ვერ გავჩუმდები ახლა, როცა ამდენი რამაა სასწორზე..."
მსახიობმა ისაუბრა, რომ ქალს თვითონ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რას უზამს თავის სხეულს. გაიხსენა ასევე აიოვას შტატში მომხდარი შემთხვევა, როცა 11 წლის გოგონა 26 წლის კაცმა გაიტაცა და არაერთხელ გააუპატიურა. გოგონა დაორსულდა. ამ კანონის თანახმად, ასეთი შემთხვევების მსხვერპლთაც არ აქვთ აბორტის გაკეთების უფლება.
ყველას თავისებური შეხედულება აქვს ამ საკითხზე და საკმაოდ საკამათო თემაა.
ცნობისათვის, საქართველოში აბორტი 12 კვირის ვადამდეა დასაშვები, სამედიცინო აუცილებლობით, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ამ საკითხს სხვადასხვაგვარად წყვეტენ.
მილა იოვოვიჩის 11 წლის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც საოცრად ჰგავს დედას (ფოტოები)