"აქ კერძო დაზღვევის არსებობას აზრი ეკარგება, რადგან ადამიანი არის სრულიად დაცული" - ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი დედის საინტერესო ინტერვიუ
"აქ კერძო დაზღვევის არსებობას აზრი ეკარგება, რადგან ადამიანი არის სრულიად დაცული" - ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი დედის საინტერესო ინტერვიუ
თეა სურმავა ქართველი დედაა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში გააჩინა პატარა. ის სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, თავისი გვერდის საშუალებით, საჭირო ინფორმაციას უზიარებს ხოლმე ქართველ დედებს. აქვს თუ არა დიდ ბრიტანეთში დაბადებულ ბავშვს დაზღვევა, როგორი დეკრეტული პირობები დედებისთვის, რამდენია საშუალო ანაზღაურება, როგორ ხდება ბაღებში მიღება, ამ და სხვა საინტერესო თემებზე პასუხები შეგიძლიათ ჩვენს ინტერვიუში წაიკითხოთ:

- დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მათთვის ვინც ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში, განურჩევლად ასაკისა, აქვს სრულიად უფასო სამედიცინო მომსახურება. აქ არ

იგულისხმება კბილების გაკეთება, თუმცა დაორსულებიდან 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ზრუნავს კბილების მოწესრიგებაზე. შესაბამისად კერძო დაზღვევის არსებობას აზრი ეკარგება, რადგან ადამიანი არის სრულიად დაცული და იცის, რომ თუ მას დასჭირდა სამედიცინო მომსახურება, ის მას უფასოდ მიიღებს.


- ეხმარება თუ არა სახელმწიფო ოჯახებს ფინანსურად?

- სახელმწიფო რა თქმა უნდა განიხილავს ოჯახების ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ჰქვია "UC" (Universal Credit), რაც დაოჯახებული წყვილისთვის გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მარტოხელა დედებისთვის. დახმარების თანხა თქვენს შემოსავალზეა დამოკიდებული. პატარას აქვს ფიქსირებული 80 ფუნტი სტერლინგი, ორი შვილის შემთხვევაში - 150, ხოლო 3 შვილი და ზემოთ მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა.


- რას გვეტყვით საბავშვო ბაღებზე?

- რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის არის ფასიანი,
ღირებულება თვეში 1300-1500 ფუნტამდე მერყეობს, რაც საკმაოდ რთული გადასახდელია მინიმალური ხელფასის ფონზე. რაც შეეხება 3-დან 4 წლამდე, 15 საათი კვირაში არის უფასო, ხოლო 4 წლის ზემოთ კვირაში უფასო 30 საათია გამოყოფილი. ბრიტანეთის სახელმწიფოს განცხადებით, 2019-2020 წლებში 3 წლის ზემოთ პატარებისთვის კვირაში 30 უფასო საათის გამოყოფაა დაგეგმილი. საქართველოში ამ მხრივ ბევრად უკეთესი სიტუაციაა.

- დეკრეტის რა პირობები აქვს დედას, რომელსაც ბავშვი ყავს?

- დეკრეტულ შვებულებას რაც შეეხება, მე არ გამომიყენებია, ამიტომ დეტალურად არ ვფლობ ინფორმაციას ამ საკითხზე. თუმცა თუკი ადამიანს გააჩნია მუდმივი სამუშაო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია 3-დან 6 თვემდე მისცეს პიროვნებას ფასიანი შვებულება. დანარჩენ შემთხვევაში არსებობს "Maternity allowance" - ე.წ. დედის დახმარება, რაც განისაზღვრება იმით, თუ რამდენი ხანი მუშაობდით და რამდენი იყო თქვენი შემოსავალი.


- სახელმწიფო რამდენად ეხმარება მრავალშვლიან ოჯახებს?

- სახელმწიფო ზრუნავს მრავალშვილიან ოჯახებზე რომლებსაც აქვთ მწირი შემოსავალი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავთ, ე.წ. "child allowance" ანუ ეს არის ბავშვის დახმარება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მრავალშვილიან მარტოხელა დედებს.


- როგორი ეკოლოგიური მდგომარეობაა ქვეყანაში და ზოგადად რამდენად ხშირია ონკოლოგიური დაავადებები ბავშვებში?

- ეკოლოგიური მდგომარეობა დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია რასაც ქვეყანა მკაცრად აკონტროლებს სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით. ონკოლოგიური დაავადებები, რა თქმა უნდა, არის თუმცა მისი მაღალი მაჩვენებელი არ არის ბავშვებში.


- რამდენია საშუალო ხელფასი და რამდენად საკმარისია ის ოჯახისთვის?

- დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის მინიმალური ხელფასი საათში 8.21 ფუნტს შეადგენს, რაც წარმოადგენს მინიმუმი საჭიროებისთვის საჭირო თანხას. ამ თანხით მოახერხებთ ოთახის ქირაობას, კვებას, ჩაცმას და საჭირო ნივთების შეძენას, თუმცა თანხას ვერ შეაგროვებთ.

სალომე გორგოშიძე
618
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
.
0
სრულიად დაცული ადამიანი არსად არაა!!
15:50 / 14-07-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```