"6 თვიდან დავიწყეთ შვილის ტარება მთაში..." - ქართველი ცოლ-ქმარი წლებია, შვილთან ერთად მოგზაურობს
"6 თვიდან დავიწყეთ შვილის ტარება მთაში..." - ქართველი ცოლ-ქმარი წლებია, შვილთან ერთად მოგზაურობს
საქართველოში დღითი დღე ვითარდება ტურიზმის სფერო და აქტუალური ხდება სხვადასხვა მიმართულება. ბევრი ადამიანია გატაცებული ლაშქრობით, თუმცა ცოტა თუ მოგზაურობს ოთხი წლის ბავშვთან ერთად მთაში. ლელა წიკლაური უკვე წლებია მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ლაშქრობებში დადის. მათი ისტორია, თავგადასავლები შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და განსაკუთრებულია.

- ბავშვობიდან მიზიდავდა მოგზაურობა. უამრავ წიგნს ვკითხულობდი და ფილმებს ვუყურებდი მოგზაურობის თემაზე. ძალიან მინდოდა ერთ დღეს მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა. თუმცა ჯერ მხოლოდ საქართველო მოვიარე და სხვათა შორის მაინც

ბევრი დამრჩა სანახავი. საქართველო ამოუწურავია, თანაც ისეთია, ერთხელ რომ ნახავ, კიდევ გინდა იმ ადგილს ბევრჯერ ესტუმრო. ამ ჩვენს პატარა ქვეყანას, დიდი გული აქვს.

mshoblebi

- ვინ არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც მოგზაურობთ?

- 2012 წელს შევქმენი მოლაშქრეთა კლუბი, ავიყოლიე უამრავი ადამიანი, რომლებმაც ცხოვრების წესად გაიხადეს ყოველ შაბათ-კვირას სადმე წასვლა და ამით სიცოცხლე უფრო საინტერესო გახდა მათთვის. ახალი ადგილები, საქართველოს სხვაგვარად შეცნობა ყველაზე მაგარი ემოციაა. მეუღლეც მოგზაურობის მოყვარული შემხვ

და, ის თავის მეგობრებთან ერთად დადიოდა მანამდე. 2014 წელს გავიცანით ერთმანეთი სვანეთში. ჯერ ჩემს მიერ მოწყობილ ლაშქრობებზე დაიწყო აქტიური სიარული, შემდეგ უკვე ერთობლივად ვაწყობდით.
ბუნებრივად, დაუგეგმავად მივიღეთ დაქორწინების გადაწყვეტილება. ტურიდან ვბრუნდებოდით და გზაში შევხვდი ჩემს დაბადების დღეს, 11 ნოემბერს და თბილისში რომ ჩამოვედით, იმ ღამესვე გავიპარეთ ისევ მთაში.


- დღეს თქვენს პატარასთან ერთად მოგზაურობთ. რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მცირეწლოვანი შვილიც გამხდარიყო თქვენი მეგზური?

- ორსულობის პერიოდი არ გავჩერებულვარ, კლუბს ისევ ვხელმძღანელობდი, დავდიოდი ლაშქრობებში, თენგო მეხმარებოდა ყველანაირად. ტვირთს ის ატარებდა, მე მსუბუქად დავდიოდი. სანამ თაია დაიბადებოდა, ორი კვირით ადრეც კარავში მეძინა, საუკეთესო ორსულობა მქონდა და არც არაფრის მეშინოდა. რომ დაიბადა თაია, ესეც ბუნებრივად მოხდა, არ გვქონია დაგეგმილი, რომ აუცილებლად ისიც თან უნდა გვეტარებინა, მაგრამ ვუყურებდი უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც სპეციალური ჩანთით დაჰყავდათ პატარები და ამის მერე სატარებელი ჩანთა ჩვენც გამოვიწერეთ, რადგან საქართველოში არ იყო მსგავსი და 6 თვიდან დავიწყეთ შვილის ტარება მთაში.

mshoblebi

- თქვენ და თქვენი მეუღლე როლებს და ფუნქციებს როგორ ინაწილებთ ლაშქრობის დროს?

- არასდროს ვგეგმავთ წინასწარ, ვისაც რა მოგვიწევს და მოგვიხერხდება, იმას ვაკეთებთ. თაია ორივესთან ბედნიერად გრძნობს თავს. ხოლო როცა თაიას გარეშე მივდივართ ლაშქრობაში და მიგვყავს ჯგუფი, მე ვარ ჩამკეტი, ანუ ადამიანი, რომელიც ჯგუფის ბოლოს დგას და აკონტროლებს უკან არავინ ჩამოგვრჩეს, ან ცუდად არავინ გახდეს და თან ფოტოებს ვიღებ, თენგო კი გზირი, ანუ წინამძღოლია, რომელიც წინ მიდის და მას მიჰყვება ხალხი. ან ეს ყველაფერი პირიქითაა. როგორც მოგვიხერხდება, ისე.


- თქვით, რომ ლაშქრობაში ექვსი თვიდან დაგყავთ. რა ხნის იყო თქვენი პატარა პირველად, რომ წაიყვანეთ ბუნებაში?

- სულ პირველად ჯვარზე ავიყვანეთ, მაშინ ერთი თვის იყო. ნოემბერი იყო. ამის მერე უკვე აღარც მახსოვს, თითქმის ყველგან თან დაგვყავდა.

mshoblebi

- რა უნარ-ჩვევები უვითარდება ამ დროს ბავშვს და რატომ არის მისი ბუნებასთან კონტაქტი აუცილებელი?

- პირველ რიგში საკვები და ძილი. აღმოვაჩინე, რომ ბუნებიდან დაბრუნებული ბავშვი ისე გემრიელად იძინებდა და იქ ისე გემრიელად მიირთმევდა, რომ სახლში ყოფნისას ასე არ იყო. გარეთ ვაძინებდი, კარავში, სუფთა ჰაერზე.
ასევე აქტიურად ვართ ჩართული ლამაზი ადგილების დასუფთავებაში, თაიაც გვეხმარება უკვე, ნაგავს ვაგროვებთ ხოლმე და სათანადო ადგილას ვყრით. ვფიქრობ, ეს დადებითად აისახება მასზე.


- როგორ იქცევით ლაშქრობის დროს, რომ მისთვის მოსაწყენი და დამღლელი არ იყოს ეს პროცესი?

- ის არასოდეს არ იწყენს. მარშუტკაში უყვარდა უცხო ადამიანების თვალიერება და ახლა ძალიან კონტაქტურია, 5 წუთში შედის ადამიანებთან კონტაქტში. ყველას წამში აყვარებს თავს, უშუალოა და მხიარული. ახალი შაბათ-კვირა რომ მოდის, სულ გვეკითხება, ახლა სად მივდივართო. ჯერჯერობით მოსწონს და თუ ისე მოხდა, რომ ერთ დღეს აღარ მოუნდება, ჩვენ ძალით არსად წავიყვანთ, მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

mshoblebi

- ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რომელი მოგზაურობა გახსენდებათ თქვენს შვილთან ერთად?

- ორი წლის იყო, როცა ჯავახეთიდან დავიწყეთ მოგზაურობა და დავასრულეთ სარფში. ბოლოს ბათუმში სანაპიროზე გავშალეთ კარავი და ორი დღე ვიცხოვრეთ იქ. ზღვის ტალღებს ისე ეთამაშებოდა თაია, როგორც მოანა მულტფილმიდან და ძალიან საყვარელი სცენა იყო. ხუთ დღიანი მოგზაურობა გამოგვივიდა.ზღვა და წყალიც ძალიან უყვარს, მდინარეებსაც სადაც ვნახავთ, ყოველთვის შეგვყავს და ვაბანავებთ.


- რა მარშრუტს და რა სირთულის ლაშქრობას არჩევთ, როცა ბავშვთან ერთად აპირებთ გამგზავრებას?

- სატარებლით რთულ ადგილებშიც წაგვიყვანია, ხან თენგო ატარებდა, ხან მე. ახლა უკვე თავის ფეხითაც დადის, სატარებელი ძალიან იშვიათად გვჭირდება უკვე. მაგალითად, თუ ტურზე ბევრი ხალხი მიგვყავს, ამ დროს თაია არ მიგვყავს, რადგან ყურადღების განაწილება გვიჭირს, როცა მცირე ჯგუფია, მაშინ ყველგან ჩვენთან ერთად არის. ყველაზე რთული ჯერჯერობით იყო ზამთრის ფიტარეთი, ყინავდა და ცოტა გაგვიჭირდა ბავშვით 17 კილომეტრის გავლა.

mshoblebi

- რა ხიფათებთან არის დაკავშირებული მცირეწლოვანი ბავშვის ლაშქრობაში წაყვანა და როგორ უნდა დავიცვათ თავი პრობლემებისგან?

- ხიფათს თეორიულად ყველგან შეიძლება შევეყაროთ, თუმცა ამის არც ერთი ფაქტი არ მახსენდება საბედნიეროდ. ვიცით ჩვენი საქმე, ვიცით ჩვენი შესაძლებლობები, ვართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უფალი ჩვენთანაა.


- რა ინვენტარი, რა სახის საკვები მიგაქვთ, როცა ბავშვთან ერთად მიდიხართ?

- კარავი, საძილე ტომრები, ძისდასაფენი ლეიბი. ასევე მიგვაქვს სალაშქრო გაზქურა, რომელზეც ყველანაირი საკვების მომზადებაა შესაძლებელი. წვნიანსაც ადგილზე ვუკეთებ, წინასწარ ვამზადებ სახლში, გასუფთავებული ბოსტნეული და სხვა ინგრედიენტები წინასწარ მაქვს მზად. რაც უყვარს, არც ბუნებაში არ აკლია და ამიტომაც პრობლემაც არაფერია.

mshoblebi

- რას ეტყვით ჩვენს მკითხველს, რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში და რით არის ჩვენი ქვეყანა გამორჩეული?

- ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც არ აქვს საკუთარი სამშობლო ნანახი, თუმცა მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო. ესეც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მეც ძალიან მინდა რამდენიმე ქვეყნის ნახვა, მაგრამ ჯერ უნდა იცნობდე საკუთარ ქვეყანას, ჯერ შენი ქვეყანა უნდა შეიყვარო და შემდეგ დაიწყო სხვა ქვეყნების აღმოჩენა, ასე მწამს მე. ამ პატარა საქართველოს ყველაფერი აქვს, გვაქვს მრავალფეროვანი ბუნება, საოცარი მთები, ალპური ტბები, ჩანჩქერები კიდევ უფრო მეტი, მდინარეები, გვაქვს უდაბნოც, ზღვაც, მუდმივად თოვლიანი მწვერვალები და კიდევ რა ჩამოთვლის... საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი, ალბათ მაინც იპოვიდა ჩემი სული ამ ქვეყანას და მაინც მოვივლიდი ყველა კუთხე-კუნჭულს, თანაც ფეხით...
mshoblebi
მერი ბლიაძე

alt ქართველი დედა, რომელმაც შვილი კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან ლაშქრობებით "განკურნა"


altახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმარი, რომელიც 3 წლის ბავშვთან ერთად მოგზაურობს და საოცარ ვიდეოებს იღებს (ფოტო+ვიდეო)


 

3215
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მერაბი
0
მართლაც რომ სანიმუშო წყვილი და მშობლები ხართ.მიხარია, რომ მეც მხვდა პატივი თქვენი წინამძღოლობით მენახა საქართველოს ზოგიერთი ადგილი.აქ რაც წავიკითხე სრული სიმართლეა.
10:56 / 16-07-2019
natuka
0
ყოჩაღ მშობლებო, რომ პატარაობიდანვე აყვარებთ დედაბუნებას თქვენს პატარას. ჯერ შენი სამშობლო უნდა გიყვარდეს ! ვერ წარმომიდგენია ასეთი სილამაზე როგირიც არის ჩვენი საქართველო არ გიყვარდეს და არ აფასებდე. უბრალოდ გული მტკივა ქართველები გადიან უცხოეთში და აქ შემოდიან ათასი გაურკვეველი ჯურის ტომები რომლებიც აქ მკვიდდრებიან. ამის გაფიქრებაც კი მზარავს და მაშინებს. შენს მთას და ბარს თუ ჩვენ არ მივხედავთ და არ მოვუვლით და არა პირიქით , რომ უცხო ტომები დაეპატრონონ ,მაშინ რაზეა ლაპარაკი. მე პირადად ჩემი ოჯახით ვაპირებთ მაღალმთიან სოფელში დამკვიდრებას! მიუხედავად იმისა, რომ ვართ თბილისელები. შევავსოთ ჩვენი მთა ბარი, თორე მერე გვიან იქნება.
17:33 / 14-07-2019
მსგავსი სიახლეები
```