"დრო ძალიან სწრაფად გარბის... ისე, რომ გააზრებას ვერც ასწრებ..." - როგორია ჩვილის დედობა
"დრო ძალიან სწრაფად გარბის... ისე, რომ გააზრებას ვერც ასწრებ..." - როგორია ჩვილის დედობა
„რამდენიმე დღის წინ დაქალის პაწაწინა ბავშვი ავიყვანე ხელში, ჩვილის საყვარელი სურნელი მეცა და მუცელში პეპლები ამიფარფატდნენ. ბავშვის საოცარი, ტკბილი სუნი... ზუსტად ასეთი სურნელი ჰქონდათ ჩემს შვილებს, როცა პატარები იყვნენ. მართლა ძალიან მაგარია, როცა პაწაწინა ბავშვის დედა ხარ... რა თქმა უნდა, ძალიან სანერვიულოა, მაგრამ კარგია...

თავიდან ელოდები... ელოდები, რომ დაიბადოს. იმიტომ, რომ უკვე დაგავიწყდა, როგორია მუცელზე ძილი ან ზოგადად, როგორია მშვიდად ძილი. იმიტომ, რომ მუცელში ნამდვილი ფეხბურთის მატჩია. ყველაზე უსიამოვნო მომენტში
შეიძლება ფეხი მოგარტყას. "ფეხბურთელს" არ აინტერესებს, რა ადგილზე გირტყამს ფეხს ან გტკივა თუ არა, მთავარია საჭირო სივრცე ჰქონდეს. საღამოს, უყურებ მუცელს, რომელშიც ვიღაც დარბის. რეალურად, დარბის კი? ხან ხელს მოგარტყამს, ხან მუხლს, კვლავ გოლი და... ისევ ტუალეტი.

mshoblebi

მაშინაც ელოდები, როცა უკვე ყველაფერი მორჩა და დაიბადა. პატარა, წითელი არსება შენს წინაშეა.
ახლა უკვე ისე აგრძელებ ცხოვრებას, როგორც სხვები. გამოწყობილი ხართ კომბინიზონსა და ქუდში, როგორც ადრე. უყურებ, როგორ იზრდება, დაცოცავს, დადის ხელებით და ფეხებით, ზის, 4 კბილი აქვს და იღიმება. გადის დრო და უკვე 2 ფეხზე დგება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არ იცი, რა გააკეთო. უყვირო, რომ არ წაიქცეს, თუ შორიდან უყურო, როგორ დადის და
გაუღიმო.

შემდეგ უკვე სირბილსა და ლაპარაკს იწყებს, მიდის ბაღში, მერე სკოლაში...

დრო ძალიან სწრაფად გარბის. ისე, რომ გააზრებას ვერც ასწრებ. მოდის ახალი წელი და იწყებ საჩუქარზე ფიქრს, რადგან თოვლის ბაბუა ხარ.

არის ერთი დიდი პლუსი - როცა პატარაა, შეგიძლიათ ის უყიდო, რაც გინდა. სათამაშო თვითმფრინავი და მანქანა, საბავშვო წიგნები, ბარბი, მოზაიკა, ჭადრაკი, ნებისმიერი რამ, რაც მოგეწონება. მაგრამ, ნელ-ნელა ის წერას სწავლობს და თოვლის ბაბუას თავისი სურვილით სწერს ნივთებს. ითხოვს, შეუსრულო ყველა დაპირებული სურვილი. ამ დროს შენ პრეზიდენტს ჰგავხარ, რომელიც ელექტორატს ჰპირდება რაღაცებს.

ხანდახან მისი სურვილების შესრულება რთულია. "თოვლის ბაბუა, მომიყვანე ცოცხალი კუ, დედას კომპასი მოუტანე, სულ იკარგება, ხოლო ბებიას ძალა აჩუქე, მოხუცია და უკვე ძალიან სჭირდება", - სწერს ის თოვლის ბაბუას.
ერთ დღესაც გაიღვიძებ და დაინახავთ, რომ ძაღლი სადღაც საწოლის ქვეშ დარბის, თავს კი შვილი გადგას და გეუბნება: "დედიკო, გაიღვიძე! შენთვის საუზმე მზადაა"... და დამიჯერეთ, ამაზე სასიამოვნო გრძნობა არ არსებობს.

mshoblebi
დაინახავ, როგორ უხარია პირველი თოვლი, როგორ არ უნდა სახლში შემოსვლა. ამ დროს, ანგელოზს ჰგავს თეთრ თოვლზე. ყოველ ღამით, ძილის წინ, წიგნს უკითხავ და ასე გრძელდება ბევრი დღე. უყურებ, როგორ იძინებს და უკვე შეგიძლია საკუთარ თავსაც მიაქციო ყურადღება. ხშირად მის დასაძინებლად დიდი ძალისხმევა გჭირდება, ზოგჯერ კი სწრაფად და უპირობოდ, თავისით იძინებს.

დილით ბალიშის ქვეშ აღმოაჩენ მდნარ შოკოლადს, რომელიც მან შენთვის დამალა...

რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება: კვება, სკოლა, ორიანები და ჩხუბი, მოწყენილობა, ახალი ქუდისა და ნივთების დაკარგვა...

მაგრამ, იცი რა? ეს ყველაფერი მალე გაივლის და ვერც კი გაიგებ, როგორ გახდება შენი შვილი ზრდასრული და როგორ დაიწყებს საქმეების დამოუკიდებლად მოგვარებას... სულ მალე ორმეტრიანი დგას შენ წინ და ბოხი ხმით ამბობს: „კარგად, დე“ - თან თავის ზრდასრულ საქმეებზე გარბის.

შენ კი ყნოსავ დაქალის პატარა ბავშვის კისერს, ხანდახან უყურებ შენი შვილის ბავშვობის ფოტოებსა და ვიდეოებს და აცნობიერებ, რომ ისინი უკვე გაიზარდნენ... დრო ძალიან სწრაფად გარბის, ყოველი წუთი და წამი დააფასეთ და აქციეთ ბედნიერ მოგონებად".


alt”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი


2116
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?