ბევრი ადამიანის პირველი რეაქცია, როდესაც საზოგადოებრივ ადგილზე ბავშვის ტირილის ხმას გავიგონებთ, მოშორებით მივდივართ, რათა ნერვები არ მოგვეშალოს. თუ მანევრი უშედეგო გამოდგა და ნერვები და ყურები იმ არეალში მოექცა, იწყება მე-2 ეტაპი - აღშფოთება. ამ ეტაპზე ადამიანები ცდილობენ კომენტარი გააკეთონ ბავშვის მშობლების მისამართით. თუკი თქვენ მაინც აღმოჩნდით პატარას გვერდით, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი ფორმით ცდილობს თავისი უკმაყოფილების გამოხატვას, თავი შეიკავეთ, რადგან მის ქცევას აქვს რამდენიმე მიზეზი.
ზოგჯერ რთულია ბავშვების დამშვიდება
3-4 წლის ბავშვები ხშირად კარგად, გამართულად ვერ საუბრობენ და ვერ გადმოგვცემენ თავიანთი უკმაყოფილებისა და ცრემლების მიზეზს. მიზეზი კი მილიონი შეიძლება იყოს... ჩახუთული ტრასპორტი, სიცხე, სიცივე, უძილობა, გაღიზიანება, სიცხე, მოშიება, ტკივილია და ათასი რამ...
ისინი გრძნობენ გარშემო მყოფთა ხასიათს
რაც მეტ დროს ართმევთ დედას შენიშვნებით, მით გვიან დამშვიდდება ბავშვი.
ყველაზე მეტად ბავშვის მშობლები განიცდიან სტრესს
როდესაც ბავშვი ტირის, რა თქმა უნდა არაკომფორტული სიტუაცია ექმნება იქ მყოფთ. თუ ბავშვი თქვენი არ არის, შეგიძლიათ გაერიდოთ იმ ადგილს, გაიკეთოთ ყურსასმენები. მაგრამ ბავშვის მშობლები ხომ ვერსად წავლენ. ცრემლები, ყვირილი და კიდევ ამას დამატებული გარშემო მყოთა შენიშვნები და მითითებები უფრო მეტად ამძიმებს მშობლების მდგომარეობას.
მათ ხომ ისედაც უჭირთ
ბავშვის დაბადება ყველაფერს ცვლის. ხშირად ახალგაზრდა მშობლებს ეხმარებიან ოჯახის წევრები, ზოგჯერ ძიძა, მაგრამ მთავარი სიმძიმე მაინც მშობლებზეა. თუ მთელ დღეებს ბავშვის გვერდით გაატარებთ, არ შეხვდებით მეგობრებს, არ გაისეირნებთ ქალაქში, შეიძლება გაგიჟდეთ ერთფეროვნებისაგან. ასე რომ, ნუ მოსთხოვთ ახალგაზრდა დედას მყისიერ რეაქციას. ამ მდგომარეობას "სოციალური იზოლაცია ჰქვია", რომელშიც ახალნამშობიარევი ქალი ხვდება. უძილობა, ჰორმონალური ცვალებადობა, საკვების შეზღუდვა ძუძუთი კვების დროს, გამუდმებული ღელვა სწორად გაუკეთა თუ არა ესა თუ ის თავის პატარას - ეს სირთულეების მხოლოდ ნაწილია.
ამიტომ მიახვედრე, რომ ყველაფერი წესრიგშია
პატარა ბავშვისთვის ტირილი ხომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის მთავარი საშუალებაა, ტირილი მისთვის ჩვეული მდგომარეობაა. ასე რომ, არ ღირს სიტუაციის დაძაბვა. შეიკავეთ გაღიზიანება, გაიკეთეთ ყურსასმენები და მოუსმინეთ მუსიკას. დაუთმეთ რიგი, ადგილი ტრანსპორტში, ან უბრალოდ გაუღიმეთ და ასეთი ქმედებებით აგრძნობინეთ, რომ უცნობმა ადამიანებმაც შეიძლება თანადგომა და თანაგრძნობა გამოხატონ თქვენს მიმართ. და რომ ის ერთადერთი არაა, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილა და სხვასაც ჰქონია მსგავსი რთული მომენტები შვილთან ერთად - ტრანსპორტში, ქუჩაში და ა.შ. ამ დროს მშობელი მადლიერებით და სითბოთი ივსება.
ხშირად გესმით ბავშვის ტირილის ხმა საზოგადოებრივ ადგილებში? როგორ იქცევით ამ დროს?