"ჩემი შვილი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 17 ერთობლივი ზაფხული გვაქვს კიდევ წინ"- დედის ემოციური წერილი
"ჩემი შვილი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 17 ერთობლივი ზაფხული გვაქვს კიდევ წინ"- დედის ემოციური წერილი
სოციალურ ქსელში 2 წლის ბავშვის დედა აქვეყნებს ემოციურ წერილს:

"თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეინახეთ მობილურები. უკეთესია, ეს ახლავე გააკეთოთ.

რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა ასეთი რამ მითხრა: "ჩვენ მხოლოდ 18 ზაფხულის გატარება შეგვიძლია შვილებთან ერთად." სუნთქვა შემეკრა.

ჩემი შვილი მხოლოდ ორი წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 17 წელი და ზაფხული დაგვრჩა ერთად გასატარებლად. ოჯახში ყოფნის, სამოგზაუროდ წასვლის, ქვიშაზე თამაშისა და პლაჟიდან წყალში ქვების სროლის 17 შანსი.

ჩვიდმეტი წელი, რომ ვისიამოვნოთ
კვირა დილის ძილით, ერთად გავექცეთ აგვისტოს ცხელ დღეებს და თავი გრილ ადგილს შევაფაროთ.

ბავშვობის ჩვიდმეტი წელი, როცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ, როცა არა მხოლოდ ბავშვები იზრდებიან, არამედ ჩვენც, მათთან ერთად, და როდესაც ერთად ვცდილობთ ცხოვრების აზრის გაგებას.

მსოფლიოს შეცნობისა და ახალი ადგილების აღოჩენის ჩვიდმეტი წელი, ისეთებისიც კი, რომლებიც ჩვენს ქალაქშია, მაგრამ იქამდე არ ვიცოდით.

ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ბუნებაში სენდვიჩთან, საზამთროსთან და სხვადასხვა ტკბილეულთან ერთად ხეტიალი.

ჩვიდმეტი წელი, როცა ბავშვი ჯერ კიდევ შენია, ვიდრე ზრდასრული გახდება და საკუთარ გზას დაადგება, იპოვნის დამოუკიდებლად მეგობრებსა და ადამიანებს, რომლებსაც დაუკავშირებს მომავალ ცხოვრებას.

ჩვიდმეტი წელი მანქანით სასეირნოდ, თვითმფრინავით საფრენად და სხვადასხვა ადგილზე სამოგზაუროდ.

ჩვიდმეტი წელი ატრაქციონებისათვის, ლიმონათისა და ტკბილეულისთვის.

ჩვიდმეტი წელი ტყეში ერთად წასასვლელად და კოცონის დასანთებად.

ჩვიდმეტი წელი, ვიდრე ის გაიზრდება, დატოვებს სახლს და შეიძენს ახალ მეგობრებს. ვიდრე მათთან ერთად გაატარებს მთელ ზაფხულს და სახლში მხოლოდ შეტყობინებებს გამოაგზავნის, რომ დროს შესანიშნავად ატარებს.

არ მინდა დროის დაკარგვა და ვეცდები, ყველა ბედნიერი დღე და წუთი დავიმახსოვრო, ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, რადგან დრო ძალიან სწრაფად გარბის, ათ წელს თხუთმეტი მოჰყვება და მერე მისგან მოვისმენ: " დაგირეკავ დედა, გპირდები."

ასე, რომ ვიდრე დრო გვაქვს, გამოვიყენოთ, წავიდეთ ერთად ტყეში, დავანთოთ კოცონი, ბევრი ვიცინოთ, ვიმოგზაუროთ. გამოვრთოთ მობილურები და ერთად ვისეირნოთ, რადგან ჩვიდმეტი წელი, ჩვიდმეტი ზაფხული დაგვრჩა ერთად გასატარებლად. ეს კი ძალია ბევრია."

1192
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?