ქალი, რომელმაც პირობა დადო, რომ მეტ ბავშვს აღარ გააჩენდა, 22-ე შვილზეა ორსულად
ქალი, რომელმაც პირობა დადო, რომ მეტ ბავშვს აღარ გააჩენდა, 22-ე შვილზეა ორსულად
სიუმ და ნოელმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადეს, რომ შეწყვეტდნენ ბავშვების გაჩენას. მიუხედავად ამისა, ახლახანს სიუმ განაცხადა, რომ ორსულადაა. მათ ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაიცნეს ერთმანეთი. სიუ 14 წლის ასაკში შემთხვევით დაორსულდა ნოელისგან.
mshoblebi
მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, წყვილმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ბავშვი. ორივე მშობლების გარეშე იზრდებოდა და ოცნებობდნენ ბედნიერ ოჯახზე.
mshoblebi
სამი წლის შემდეგ, სიუმ ისევ გააჩინა ბავშვი, შემდეგ ისევ, ისევ, და ისევ... შარშან 43 წლის ქალმა მეუღლეს 21-ე შვილი აჩუქა. ოჯახი ყოველთვის იყო საზოგადოების
ყურადღების ქვეშ. ახლა სიუს და ნოელს საკუთარი იუთუბ-არხი აქვთ, სადაც ყვებიან, თუ როგორ უვლიან მრავალრიცხოვან ოჯახს.
mshoblebi
ერთ-ერთ ვიდეობლოგში სიუმ განაცხადა, რომ აღარ დაორსულდებოდა.
mshoblebi
თუმცა, ახლახანს წყვილმა თავისი არხის მიმდევრებს აუწყა 22-ე ბავშვის თაობაზე. დიდი ბრიტანეთის ყველაზე მრავალშვილიანი დედა, სიუ რედფორდი 22-ე შვილს ელოდება. წყვილმა ბავშვის სქესი ჯერ არ იცის. დიუ იმედოვნებს, რომ ბიჭი იქნება, რადგან ამჟამად 11 გოგონა და 10 ბიჭი ჰყავს. სურს, რომ გათანაბრდეს მათი რიცხვი. რედფორდები კარგ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. მაგრამ ამხელა გუნდს უფრო მეტი ესაჭიროება აღზრდისათვის. ამიტომ ნოელი დაკავებულია კულინარიული ბიზნესით. ასევე აქვს პურის საცხობი. მისი მეუღლე აქტიურად არის ჩართული ვიდეობლოგის მართვაში. მათ 140 000 გამომწერი ჰყავთ.


altგაიცანით სოფო კვაშილავა,

რომელიც 41 წლის ასაკში მე-11 შვილის დედა გახდა


1397
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ოპააა
0
სახელმწიფოს ხარჯზე კარგია ცხოვრება .))))) საინტერესოა რამდენ ოთახიანში ცხოვრობს და რამდენ საწოლიანი სახლი აქვს ან საწოლი აქვს ???? ან ვანა ტვალეტი რამდენი აქვთ რამდენ საათუანიმლოდინი სჭირდებათ ბანაობისას თიდოეულ წევრებს ?)))) კატასავით მარტშია ხოლმე ატეხილი ეტყობა ))))))))
04:25 / 07-11-2019
nana
0
ქალბატონო სიუ,სხვა საინტერესო რამეებიც არსებობს ცხოვრებაში და გირჩევთ სხვა საქმიანობითაც დაკავდეთ:)))
14:57 / 03-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?