სიუმ და ნოელმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადეს, რომ შეწყვეტდნენ ბავშვების გაჩენას. მიუხედავად ამისა, ახლახანს სიუმ განაცხადა, რომ ორსულადაა. მათ ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაიცნეს ერთმანეთი. სიუ 14 წლის ასაკში შემთხვევით დაორსულდა ნოელისგან.
მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, წყვილმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ბავშვი. ორივე მშობლების გარეშე იზრდებოდა და ოცნებობდნენ ბედნიერ ოჯახზე.
სამი წლის შემდეგ, სიუმ ისევ გააჩინა ბავშვი, შემდეგ ისევ, ისევ, და ისევ... შარშან 43 წლის ქალმა მეუღლეს 21-ე შვილი აჩუქა. ოჯახი ყოველთვის იყო საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ახლა სიუს და ნოელს საკუთარი იუთუბ-არხი აქვთ, სადაც ყვებიან, თუ როგორ უვლიან მრავალრიცხოვან ოჯახს.
ერთ-ერთ ვიდეობლოგში სიუმ განაცხადა, რომ აღარ დაორსულდებოდა.
თუმცა, ახლახანს წყვილმა თავისი არხის მიმდევრებს აუწყა 22-ე ბავშვის თაობაზე. დიდი ბრიტანეთის ყველაზე მრავალშვილიანი დედა, სიუ რედფორდი 22-ე შვილს ელოდება. წყვილმა ბავშვის სქესი ჯერ არ იცის. დიუ იმედოვნებს, რომ ბიჭი იქნება, რადგან ამჟამად 11 გოგონა და 10 ბიჭი ჰყავს. სურს, რომ გათანაბრდეს მათი რიცხვი. რედფორდები კარგ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. მაგრამ ამხელა გუნდს უფრო მეტი ესაჭიროება აღზრდისათვის. ამიტომ ნოელი დაკავებულია კულინარიული ბიზნესით. ასევე აქვს პურის საცხობი. მისი მეუღლე აქტიურად არის ჩართული ვიდეობლოგის მართვაში. მათ 140 000 გამომწერი ჰყავთ.
გაიცანით სოფო კვაშილავა, რომელიც 41 წლის ასაკში მე-11 შვილის დედა გახდა