"ორივე ბავშვი ავად მყავს მაღალი სიცხით. სამწუხაროდ, არ ამიცრია და ძალიან ვნანობ" - მშობლები

"ორივე ბავშვი ავად მყავს მაღალი სიცხით. სამწუხაროდ, არ ამიცრია და ძალიან ვნანობ"

2019-12-12 08:49:54+04:00

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად ეწევა გრიპის სეზონური ვირუსის ვაქცინაციის რეკლამას, მაინც ხდება ისე, რომ ბევრი მშობელი ბავშს არ ცრის. მათ შორის, გამონაკლისები არც ცნობილი სახეები არიან. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი თანხმდება რომ კარგია აცრა, წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდა ქვეყანაში ახალი, ოთხშტამიანი ვაქცინის შემოტანას, მაგრამ „ვაქსიგრიპი“ ქსელში ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა და შარშანდელთან შედარებით საკმაოდ გაძვირებული და დეფიციტურიც გახლავთ.

გვანცა დარასელია:

mshoblebi

- ახლა ორივე ბავშვი მყავს ავად, მაღალი სიცხით. სამწუხაროდ, არ ამიცრია და ძალიან ვნანობ, ვფიქრობ, რომ გამოჯანმრთელდებიან, აუცილებლად ავცრი. უფროსს შეხვდა სავარაუდოდ სკოლაში და შემდეგ პატარას გადაედო. მაღალი სიცხეები აქვთ, ცხელება, დიდს უკვე სამი დღეა და პატარას - მეორე დღეა. არც შარშან ამიცრია და წელს მქონდა ერთხელ შანსი და რატომღაც თავი შევიკავე. ახლა აუცილებლად ვაპირებ, რომ ავცრა, თებერვლისკენ მეორე ტალღა რომ დაიწყება, ვაქცინაციით მინდა, რომ დავიცვა.

ირინა ონაშვილი:

mshoblebi

- კიდევ იმაზეა საუბარი, რომ ვაქცინები რამეს იწვევს და არ ცრიან ბავშვებს? - ექიმი გვაფრთხილებს, რომ თუ წლის განმავლობაში ბავშვი 3-4-ჯერ ავადობს, არ არის აცრა აუცილებელი, თუ მეტად, მაშინ არის საჭირო. აცრების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ისე მოხდა, რომ არ ამიცრია ჯერ. უფროს შვილზე, ბაღის პერიოდი გვქონდა ძალიან რთული, მთელი წლის მანძილზე ყოველთვე ავადობდა. არც მაშინ მყავდა აცრილი, იმიტომ არა, რომ წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, რომ გგონია, რომ გადააგორებ. რაც სკოლაში შევიდა, აღარ გვქონდა პრობლემა. პატარასაც არ უწევს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. ყოველწლიურად ორი სამი ავადობის გამო არ მოვინდომე, თუმცა ნამდვილად მომხრე ვარ, რომ ავცრათ ბავშვები.

ხატია სიჭინავა:

mshoblebi

- მე აცრებს დიდად არ ვემხრობი. რომ გითხრათ რომ გრიპის აცრები რაც შემოსულია, ვცრი ბავშვებს - არა. მხოლოდ გეგმიურ აცრებს ვუკეთებ. სამი შვილი მყავს და ერთს თუ შეხვდა, დანარჩენ ორსაც გადაედება ხოლმე. ყოველწლიურად ვაძლევ ვიტამინს და ძალიან მშველის. წელსაც ჯერჯერობით არ გაციებულან, არც კი დაუხველებიათ.

- არ ხართ აცრების მომხრე...

- არ გამიკეთებია გეგმიურის გარდა არაფერი. ვერ გეტყვით, რომ დიდად ვემხრობი, თან ჩვენს ქვეყანაში რა ტიპის აცრა შემოდის, არც ვიცი, რამდენად ხარისხიანია. ერთადერთი აცრა, რაზეც დავფიქრდ, არის მენინგოკოკის აცრა, რომელიც წელს შემოვიდა და უნდა გამოვიკითხო დეტალები, რა ასაკში შეიძლება გაუკეთდეს ბავშვს. რაც შეეხება გრიპს, ისეთი სეზონია, რომ აცრაგაკეთებული ბავშვებიც მინახავს გაციებული. თუ გადასატანი აქვს ვირუსი, მირჩევნია მათთან ერთად გადავიტანო.

- გავიგეთ, რომ მეოთხე შვილს ელოდები, ამ შემთხვევაში ვაჟს.

- თუ რაიმე სიახლე იქნება, გავიგებთ, არ დაიმალება (იცინის)... მალე გავიგებთ, ალბათ.

თიკა ჯამბურია:

mshoblebi

- გეგმიურ აცრებს ყოველთვის ვუკეთებ და ყველა სეზონზე განსაკუთრებულად ყურადღებით ვარ, რომ არ გაცივდეს, რადგან სუსტი ფილტვები აქვს. რაც შეეხება გრიპზე აცრას, რასაც პედიატრი მირჩევს, ისე ვიქცევი და არ ურჩევია. ძირითადად უფრო სკოლიდან მოაქვს ვირუსები. წელს, არ გაციებულა და ძალიან მიხარია, რომ გადავრჩით, პირველი წელია, რომ აქამდე არ გაციებულა.

სოფო ბედია:

mshoblebi

- უფროსს უკვე ორჯერ შეხვდა ამ სენზონზე ვირუსი, რაც შეეხება პატარას, აცრა ვერ მოვასწარით, რომელიც ერთ წელზე კეთდება და ჩუტყვავილა მოიხადა უკვე. ძალიან მარტივად ჩაიარა ყველაფერმა, კარგად ვუმასპინძლეთ „ბატონებს“. რაც შეეხება გრიპზე ვაქცინაციას, არასოდეს გამიკეთებია, თუ მეცოდინება, რომ ღორის ან ქათმის გრიპზე იქნება, აუცილებლად გავუკეთებდი.

- ოთხშტამიანი ვაქცინა სწორედ მაგ ტიპის ვირუსებზეა.

- არ ვიცოდი, მაშინ აუცილებლად ავცრი, მოვიკითხავ. მეორე შვილის დაბადების გამო, სრულიად გამოთიშული ვარ. უფროსი შვილი ხშირად არ ცივდება ხოლმე, მაგრამ ურთულდება. მე კიდევ ძალიან არ მიყვარს, როცა ანტიბიოტიკების მიღება უწევს.

- ბავშვს ვირუსიანი სტუმრებისგან როგორ იცავ?

- ვინც ახლობელია, ყოველთვის ვეკითხები, ხომ არ არის გაციებული ან ვირუსი ხომ არ აქვს, რადგან ძალიან მეშინია გადადების. ზოგადად თავადაც არავინ მივა პატარასთან სტუმრად, თუ ამ მდგომარეობაშია.

ნინო გიგიშვილი