შვილის მოვლა რომ გაგიადვილდეთ – თანამედროვეობის საოცარი აღმოჩენები მშობლებისთვის
შვილის მოვლა რომ გაგიადვილდეთ – თანამედროვეობის საოცარი აღმოჩენები მშობლებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მშობლობა საკმაოდ დიდი სტრესი და დაძაბულობაა, თანამედროვე მიღწევებმა, ტექნოლოგიებმა თუ უბრალო ლაიფჰაკებმა ბავშვის მოვლა გაცილებით მარტივი გახადა, ვიდრე ეს იყო თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა ბავშვების საფენებს ხელით რეცხავდნენ ან არ არსებობდა კენგურუ, ელექტროთერმომეტრი და ა.შ.
სწორედ ის რამდენიმე მიღწევა გავიხსენოთ, რამაც ახალგაზრდა მშობლების ყოველდღიური ცხოვრება, ბავშვების მოვლა ცოტათი გააიოლა და დაუტოვა მეტი დრო სხვა საქმეების გასაკეთებლად და რაც ყველაზე მთავარია, პატარასთან სათამაშოდ თუ საურთიერთოდ.

ბავშვის ბანაობა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია და ხშირად, უსიამოვნო ბავშვისთვის. ეს
ქუდი საუკეთესო გამოსავალია, რომ წყალი თვალებში არ ჩაუვიდეს და ამით დისკომფორტი არ შეექმნას.
mshoblebi

ეს ბოთლი-კოვზი მართლაც შესანიშნავი გამოგონებაა, ისევე როგორც სპეციალური პიპეტები წამლისთვის, რაც მშობლისთვისაც მოსახერხებელია და ბავშვისთვისაც.
mshoblebi

მსგავსი სამაგრებით კარებში ბავშვის თითების მოყოლის არ შეგეშინდებათ. ასეთივე სამაგრები შეგიძლიათ იყიდოთ მაგიდის თუ სხვა ავეჯის კუთხეებისთვის, რომელსაც ახალფეხადგმული ბავშვი ხშირად ეჯახება ხოლმე თავით.
mshoblebi

ბავშვის საფენი ალბათ ერთ-ერთი რევოლუციური გამოგონებაა, რომელმაც მსოფლიოს ყველა მშობელს ცხოვრება გაუმარტივა. თუმცა მწარმოებლები ამაზე არ გაჩერებულან და მუდმივად ხვეწენ საფენის დიზაინს, ფუნქციებს და ა.შ., რომ რაც შეიძლება კომფორტული იყოს ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც. სულ ბოლოს იაპონური საფენი "მერისი" აღმოჩნდა საყოველთაო ყურადღების
ცენტრში, რომელიც, სხვათა შორის, ქართულ ბაზარზეც აქტიურად დამკვიდრდა.
mshoblebi
იაპონელებმა, როგორც ყოველთვის, ყველას გაუსწრეს - მათ მიერ შექმნილი საფენები 3-ფენიანი ჰაერგამტარი სისტემისგან შედგება. პირველი ფენა შედგება მსუბუქად ტალღოვანი ბადისგან, რომელიც კანს დასველებისგან იცავს და ქმნის დამცავ ბარიერს კანსა და საფენს შორის. მეორე ფენა არის მთავარი ფენა, რომელიც სითხეს შთანთქავს. მესამე ფენა არის სრულიად ჰაერგამტარი და ის გარეთ უშვებს ტენიანობასა და სიმხურვალეს. "მერისის" საფენები ისეა შექმნილი, რომ პატარას ტანს იდეალურად მოერგოს და ჩვილმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ძალიან ელასტიური რეზინი აქვს გვერდით და მაქსიმალურად კომფორტულია გასაკეთებლადაც და გამოსაყენებლადაც. რასაკვირველია, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ ტიპის საფენსაც თავისი წესები აქვს. ამ წესების დაცვის შემდეგ მისი ყველა უპირატესობა სხვა საფენებთან შედარებით, თვალსაჩინო გახდება. მაშ ასე, უნდა ჩააცვათ ასე: მუხლის ზემოთ უნდა აუწიოთ პირველ ფეხზე, რომ მოძრაობისას არ გაიხადოს, სანამ მეორე ფეხზე ამოაცმევთ და ჭიპიდან აუცილებლად 2 სანტიმეტრით ზემოთ უნდა იყოს საფენი თუ ტრუსი. არსებობს ტრუსების ფორმების, რომელიც მხიარული დიზაინით გამოირჩევა და განსაკუთრებით მარტივად სახმარია. და კიდევ, საფენი სხვა მხრივაც ინოვაციურია - მას სისველის ინდიკატორი აქვს, ფერს იცვლის, როდესაც უკვე გამოსაცვლელია ენისგან გადაჩვევა არ იქცეს მისთვის სერიოზულ ტრავმად. ყველაფერი უნდა მოხდეს მშვიდად, თამაშ-თამაშით, დაძალების და ჩხუბის გარეშე.
mshoblebi

და კიდევ გთავაზობთ ასეთი, მხიარული, ძალიან საჭირო და კრეატიული გამოგონებების ფოტოებს:
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
4836
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?