ყველა დედას აქვს თავისი საიდუმლოები, რომლებიც ეხმარება ბავშვის აღზრდაში. ეს სხვადასხვა დედის გამოცდილებაა, ერთად შეკრებილი, რომელიც თქვენს ცხოვრებას პატარასთან ერთად უფრო მხიარულსა და ბედნიერს გახდის:
ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვი ხელში გიჭირავთ, თქვენ გამოტოვებთ ბევრ სასარგებლო დროს, თუ არ გამოიყენებთ ამ მომენტებს ურთიერთობისთვის. რამდენი რამ შეიძლება მოუყვეთ და აჩვენოთ თქვენს პატარას! მიეცით საშუალება თვალყური ადევნოს თქვენს მიმიკებს, ტუჩების მოძრაობას, რაც დაეხმარება მას სწრაფად აითვისოს ლაპარაკის უნარი. თუ თქვენს შვილს უჭირს დილით გაღვიძება - ყოველ ჯერზე ჩაურთეთ თავისი საყვარელი სიმღერები. აჰყევით სიმღერას და თან ჩააცვით. ბევრ ბავშვს არ უყვარს ჩაცმის პროცესი, უარს ამბობს საბავშვო ბაღში წასვლაზე. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჰკითხოთ: როგორ გინდა გამოიყურებოდე დღეს? რას აირჩევ - კაბას თუ შარვალს? რომელი ფერი უფრო მოგწონს - წითელი თუ მწვანე? თუ ბავშვს ექნება საშუალება, თავად აირჩიოს სამოსი, აღარ გააპროტესტებს ჩაცმის პროცესს და უფრო სწრაფად და ხალისიანად გააკეთებს ამას. მულტფილმები არა მარტო ახარებენ და ართობენ ბავშვებს არამედ, ბავშვის განვითარებასაც უწყობს ხელს. ყოველ ჯერზე, როდესაც ერთად უყურებთ მულტფილმს, კომენტარი გაუკეთეთ ყველაფერს, რაც ეკრანზე ხდება: ფერს, ციფრებს, საგნებს და ა.შ. როდესაც ძილის წინ უყვებით ზღაპარს, ჩაიწერეთ დიქტოფონში. ალბათ, გექნებათ პერიოდი, როდესაც არ გექნებათ დრო იმისთვის, რომ ზღაპარი მოუყვეთ. ასეთ დროს შეგიძლიათ ჩაურთოთ დიქტოფონი და მოასმენინოთ თქვენი ზღაპარი. როდესაც ბავშვი წამოიზრდება, სამუშაო მაგიდა ძერწვისთვის და ხატვისთვის დაგჭირდებათ. შეგიძლიათ მისი ძველი საწოლი მაგიდად გადაუკეთოთ. საწოლს მოხსენით ერთი გვერდითი ნაწილი, მარტასი კი შეცვალეთ ხის ზედაპირით. გვერდითა კედლები გამოიყენეთ მისი ნახატების დასაკიდად. ასევე შეგიძლიათ განათებაც დაუმონტაჟოთ. როდესაც ბავშვი ათას კითხვას გისვამთ - ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება ეს. რადგან ისინი ყველაფერს განიცდიან. ამ დროს საპირისპიროდ დაუსვით კითხვები: აბა, შენ როგორ ფიქრობ? ასეთი თამაში კარგად უვითარებს ლოგიკურ აზროვნებას. ისიამოვნეთ თითოეული წუთით და არ დაგავიწყდეთ: წარმატებულები კი არ იბადებიან არამედ, ხდებიან.