36 წლის ქეთი ტაბატაძე მეცხრე შვილის დედა გახდა - "საკეისრო კვეთის შემდეგ, რვაჯერ ბუნებრივად იმშობიარა" - მშობლები

36 წლის ქეთი ტაბატაძე მეცხრე შვილის დედა გახდა - "საკეისრო კვეთის შემდეგ, რვაჯერ ბუნებრივად იმშობიარა"

2020-01-15 09:44:57+04:00

36 წლის ქეთი ტა­ბა­ტა­ძე მე­ცხრე შვი­ლის დედა გახ­და. ახალ­გაზ­რდა ქალ­მა პირ­ვე­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ რვა­ჯერ ბუ­ნებ­რი­ვი გზით იმ­შო­ბი­ა­რა და ყვე­ლა მშო­ბი­ა­რო­ბამ უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ი­ა­რა. ამ­ჯე­რად ოჯახს კი­დევ ერთი ვაჟი, აბ­რა­ამ ტა­ბა­ტა­ძე შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და.

გა­გუ­ას კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­გუა ამ­ბობს, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა მის პრო­ფე­სი­ულ პრაქ­ტი­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმით, რომ პირ­ვე­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვი გზით რვა­ჯერ იმ­შო­ბი­ა­რა.

"სა­კე­ის­როს შემ­დეგ რომ მშო­ბი­ა­რო­ბა სა­ში­შია და არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კა და კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ 70%-ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დეს. ჩვენს კლი­ნი­კა­ში მი­ნი­მუმ 20-30 ქალი, გა­და­ტა­ნი­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ, ყო­ველ­წლი­უ­რად ბუ­ნებ­რი­ვი გზით მშო­ბი­ა­რობს. ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა იმი­თაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ პირ­ვე­ლი სა­კე­ის­როს შემ­დეგ რვა ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბაა. მქო­ნია პი­რა­დად სამი, ოთხი ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა სა­კე­ის­როს შემ­დეგ, მაგ­რამ რვა - არა. თუ კი­დევ გა­ვიხ­სე­ნებ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს ჩემი პრაქ­ტი­კი­დან ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი 11 შვი­ლის დე­დაა" - ამ­ბობს AMBEBI.GE -სთან და­ვით გა­გუა.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა და ამ­ბობს, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა მისი ოჯა­ხის ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ქე­თის მე­უღ­ლე შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე ამ­ჟა­მად სტი­ქა­რო­სა­ნია და მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლოა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც გახ­დეს.

"22 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც შე­ვუღლდით. უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და. პირ­ვე­ლი გო­გო­ნა 2006 წელს სა­კე­ის­რო კვე­თით გა­მიჩ­ნდა. მშო­ბი­ა­რო­ბას გარ­თუ­ლე­ბა ახ­ლდა, ამი­ტომ სა­კე­ის­რო გახ­და სა­ჭი­რო. 2008 წელს ისევ დავ­რჩი ორ­სუ­ლად, მო­ვი­ა­რე ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ნი­კა, ვერ მპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა უსაფრ­თხო იქ­ნე­ბო­და. მი­ვე­დი ბა­ტონ და­ვით გა­გუ­ას­თან, რო­მელ­მაც მამ­შო­ბი­ა­რა ბუ­ნებ­რი­ვად, უპ­რობ­ლე­მოდ და და­ი­ბა­და ან­ტო­ნი. მას შემ­დეგ ყვე­ლა შვი­ლი ბა­ტონ და­ვით­თან გა­ვა­ჩი­ნე. სხვა­თა­შო­რის, მე­ექ­ვსე შვი­ლი, ელი­სა­ბე­დის ნათ­ლია ბა­ტო­ნი და­ვი­თია" - ამ­ბობს ქეთი და ცხრა­ვე შვი­ლის და­ბა­დე­ბის წელ­სა და სა­ხე­ლებს გვაც­ნობს.

განაგრძეთ კითხვა