"წელი გაქრა, კანი ჩამოიწელა, მკერდი დაპატარავდა, კბილები დამცვივდა... უსამართლობაა, ჩვენ რომ ასე ვიცვლებით და მამაკაცები - არა" - ნუკი კოშკელიშვილი
მას მერე, რაც დედა გახდა, ნუკი კოშკელიშვილი საკმაოდ აქტიურად წერს თავის ინსტაგრამზე დედობის სირთულეების, წონასთან დაკავშირებული პრობლემების და სხვა, დედებისთვის აქტუალურ თემებზე. ასევე ხშირად ავრცელებს სოციალურ ქსელში პატარა ოლივერის ფოტოებს და ცოტა ხნის წინ მხიარული ვიდეოც დადო, როგორ ცეკვავს ოლივერი "მაკარენას".

ეს კი ნუკის პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის "ინსტაგრამზე":
mshoblebi
"ეს პოსტი არ არის განკუთვნილი მამაკაცებისთვის, თუმცა რომ იციან, რაზე ვწერ, მგონი ისედაც არ “მაფოლოვებენ”. ჰოდა, რატომ ეს ფოტო? ტელეფონში ვათვალიერებდი ფოტოებს (ამ ფოტოს
ვუგზავნი ვიღაცას, რომ ვაჩვენო, რა მაგრა დამიფარეს ტატუ გადაღებაზე. ძველი ფოტოააა!!! მგონი სამი წლის!!!!!) საქმე რაშია?! სად წავიდა ჩემი მკერდი??? არა, მართლა სად არის? ყოველთვის მესმოდა, რომ ძუძუს რომ აჭმევ, ფორმა გიფუჭდებაო (ამას შეგუებული ვიყავი, ისედაც არ მივარგოდა არასდროს), მაგრამ არ აჭამო, გაგიქრება მკერდიო, არ ვიცოდი. მართალია მაინც ვაჭმევდი, რომც მცოდნოდა, მაგრამ რა ვიცი, ეთქვა ვინმეს.
ან წელი გაგიქრებაო, რატომ არავინ მითხრა. ყოველთვის მეგონა, მცირედი ცვლილება იყო მშობიარობის შემდეგ მოსალოდნელი, თურმე სად ბანაობ?! წელი გაქრა, კანი ჩამოიწელა, მკერდი დაპატარავდა, კბილები დამცვივდა, თმა შემითხელდა, კიდევ რა? გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა იმ ბედნიერებასთან, რაც ორსულობას მოყვება. უბრალოდ ცოტა უსამართლობაა, ჩვენ რომ ასე
ვიცვლებით და მამაკაცები არა... (მაგისიც ხომ არის ეს შვილი).

ფილოსოფია და ფემინიზმი გვერდზე იყოს და როგორ ფიქრობთ, არის შანსი, დაიბრუნო ფორმები გაჩენის შემდეგ? თუ უნდა შეეგუო მოცემულობას? გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება."

ფორმა არ ეცვლება, თუმცა ნუკის თქმით, მისი მეუღლე ბენი ძალიან ეხმარება ბავშვის აღზრდაში და ეს ამ მხიარულ ფოტოზეც კარგად ჩანს. 
mshoblebi
mshoblebi
11279
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
g
2
ამ ქალის გარდა შვილი არავის გაუჩებია და არ გასუქებულა? რა გახდა ეს ქალი
02:26 / 27-01-2020
ნინა
3
არასოდეს მაღიზიანებდა ამ გოგოს პოსტები, ყოველთვის ღიმილით ვკითხულობდი და ვკითხულობ. რაღაცნაირი უბოროტო და ლაღი ადამიანია. რა გჭირთ, ხალხო, რამ დაგბოღმათ ასე?! არ გაინტერესებს? ნუ კითხულობ!
16:12 / 23-01-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?