როგორ მოქმედებს ბავშვზე დედის სურნელი და რა ძალა აქვს მას
როგორ მოქმედებს ბავშვზე დედის სურნელი და რა ძალა აქვს მას
"მახსოვს ახალგაზრდობაში ვუყურებდი გადაცემას ცნობილ მომღერალზე, სადაც მისი შვილი იხსენებდა რომ ბავშვობაში იშვითად ნახულობდა დედას ( გამუდმებული გასტროლების გამო) და ყოველ ღამე მისი ღამით პერანგით ჩახუტებულს ეძინებოდა.

მახსოვს, გავიფიქრე, მერე რა მოხდა ასეთი? დედას ღამის პერანგი...

დღეს საღამოს ჩემი სამი წლის ბიჭმა კარადიდან ჩემი საღამური გამოიღო, ცხვირთან მიიტანა შეისუნთქა და თქვა:"დედას სუნი აქვს!", ლოყის ქვეშ ამოიდო და ტკბილად დაიძინა.

გვერდით ვიჯექი და ვფიქრობდი, ნეტავ რა სუნი აქვს მისთვის
დედის საღამურს?

დედის სუნი - პირველია ახალშობილისთვის. ის ჯერ ვერ ხედავს კარგად, მაგრამ სუნით ხვდება, რომ დედა გვერდითაა. მკერდზე დაწოლილი მშვიდდება მისი გულისცემის შეგრძნებით, ისუნთქავს მის არომატს. რისი სუნი აქვს დედას? რძის და სიყვარულის.

ბავშვი იზრდება. მისი მსოფლმხედველობა აღარ შემოიფარგლება დედით. ის სწყდება ძუძუს, დარბის, ვარდება, დგება, ისევ ვარდება, შეიგრძნობს ტკივილს... და ისევ ბრუნდება დედასთან. რისი სუნი აქვს დედას? თანადგომის, სინაზის და იმედის.

წამოიზარდა... ჩხუბობს, გარბის, აპროტესტებს, საწინააღმდეგოს აკეთებს. მერე მოდის გეხვევათ და გეუბნებათ, რომ არ უნდოდა თქვენი გაბრაზება. რისი სუნი აქვს დედას? გაგების და მიტევების.

ის იპყრობს მწვერვალებს, იზრდება, ძლიერდება, იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ეძებს ადგილს მზის ქვეშ. იშვიათად ეხვევა დედას. დედა კი რამდენიმე წუთით მოსტაცებს
ევოლუციას, ჩაეხუტება, გულში ჩაიკრავს და კოცნის. რისი სუნი აქვს დედას? ძლიერების და რწმენის.

დროთა განმავლობაში დედის სუნი მისთვის უმნიშვნელო ხდება. ალბათ ვეღარც გრძნობს. სამყარო თავბრუს ახვევს და დედის მკლავებიდან იტაცებს. მაგრამ მასთან რჩება ის, რაც ამ სურნელს აფრქვევდა - თანადგომა, სინაზე, თანაგრძნობა, მიტევება, ძალა, რწმენა, სიყვარული, სითბო ...და კვირაობით დედის მყუდრო სამზარეულოში თბილი რძით სავსე ჭიქა...
წყარო
8202
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ფრენის კომპენსაცია
0
ფრენის კომპენსაცია ✔ https://flyinspectors.com/ka/
13:39 / 05-02-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?