დებორა ყოველთვის პოულობს დროს ვარჯიშებისთვის ბევრი ქალი, ერთი ან ორი შვილის გაჩენის შემდეგ ჩივის, რომ ვეღარ აჰყავს ხელში თავი და სხეულს ვერ უბრუნებს უწინდელ ფორმას. ბევრი იმასაც ამბობს, რომ საამისო დროსა და ენერგიას ბავშვი ართმევს. თუმცა 33 წლის დებორა გუდმენი თავისი მაგალითით ცდილობს დაუმტკიცოს ქალებს, რომ შვილების გაჩენა სულაც არ არის პრობლემა სხეულისთვის. დებორა ყოველთვის პოულობს დროს ვარჯიშებისთვის, სწორად იკვებება, თავის შვილებთან ერთად, და სპორტულ კონკურსებშიც კი მონაწილეობს – "ბიკინის" კატეგორიაში.