"ყოველ ღამე მარტოს მოგიწევთ ატირებული ბავშვით ხელში ოთახებში სირბილი..." - მარტოხელა დედის ჩანაწერი, რომელსაც არაერთგვაროვნად შეხვდნენ
"ყოველ ღამე მარტოს მოგიწევთ ატირებული ბავშვით ხელში ოთახებში სირბილი..." - მარტოხელა დედის ჩანაწერი, რომელსაც არაერთგვაროვნად შეხვდნენ
ეს კომენტარი ერთ-ერთ ჯგუფში დაიწერა პოსტზე, თუმცა ბევრმა არ გაიგო სწორად, არადა, საკმაოდ რეალისტური ჩანაწერია და ბევრი მარტოხელა დედა სწორედ ამ ან უფრო რთულ გზასაც გადის. კომენტარის ავტორის ნებართვით მას თქვენც გიზიარებთ:

"თუ ბავშვი გინდათ, გააჩინეთ აუცილებლად, მაგრამ მზად იყავით, რომ ძალიან დიდი ჯოჯოხეთის გამოვლა მოგიწევთ...
თუ გადარჩით და კარგი ორსულობა გექნათ, ბავშვი რომ გაჩნდება, ყველაფერი თქვენ უნდა აკეთოთ: ჭამა, გამოცვლა, გარეცხვა, დაბანა საფენის ყოველ გამოცვლაზე... თუ ბუნებრივ კვებაზე გეყოლებათ, მუდმივად ძუძუზე იქნება ჩამოკოდებული და სიტყვა მუდმივად გადაჭარბებული არაა. შეიძლება ისიც
მოხდეს, რომ დილის 7 საათზე გაღვიძებულმა, (თუ საერთოდ მოახერხეთ დაძინება) ბანაობა და დილის რუტინის ჩატარება ღამის ათ საათამდე ვერ მოახერხოთ. შეიძლება, საერთოდაც ვერ მოახერხოთ.
ბავშვის მამა, თუ გაგიმართლათ, მოვა ხოლმე, დღეში რამდენიმე საათით, მოეფერება, ხანდახან დაბანს, საფენს გამოუცვლის და წავა. საჭირო ნივთებს უყიდის, ფოტოების და ვიდეოების გაგზავნას გთხოვთ, მაგრამ ყოველ ღამით თქვენ მოგიწევთ საათში ერთხელ ბავშვის გამოკვება, ტირილის მოსმენა, ოთახში სირბილი, რომ იქნებ ხელში აყვანილი ბავშვი გააჩუმოთ.

თუ ხართ ამ ყველაფრისთვის მზად, ამის ატანას თუ შეძლებთ და თუ ბავშვი მართლა გინდათ, გააჩინეთ, იმიტომ,
რომ მეორე მხრივ, ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტების გარეშე, რომ შეხედავთ, მიხვდებით, რომ მასზე ძვირფასი არავინ გყავთ და არც არასდროს გყოლიათ. უბრალოდ, აუცილებლად იცოდეთ, რომ ორსულობაც, მშობიარობაც და ჩვილის მარტო გაზრდაც ჯოჯოხეთის ტოლფასია".
328
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
დედა
0
ბავშვის გაზრდა მართლა ძნელია, თუ ბავშვი წყნარია და კარგად ძინავს, რაც იშვიათია, მაშინ ვერც იგებ მის გაზრდას. მაგრამ მარტოხელაც რომ არ იყო, მაინც დედის მხრებზე გადადის ყველაფერი. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება.
09:42 / 23-05-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?