"როგორ ახერხებთ სახლის ასი ათასი საქმის ისე განაწილებას, რომ თქვენი შვილები ტელეფონებს, კომპიუტერებს და ფლეისთეიშენებს ააცილოთ?" - ეკა ხოფერია
"როგორ ახერხებთ სახლის ასი ათასი საქმის ისე განაწილებას, რომ თქვენი შვილები ტელეფონებს, კომპიუტერებს და ფლეისთეიშენებს ააცილოთ?" - ეკა ხოფერია
ეკა ხოფერიამ ინსტაგრამზე გაუზიარა გულისწუხილი საზოგადოებას, თუ რა ძნელია მშობლისთვის დროის სწორად განაწილება ამ კარანტინის პერიოდში ისე, რომ ბავშვებს ნაკლები დრო დარჩეთ გაჯეტებისთვის:

"თავიდან ვიბრძოდი გაჯეტებთან, მერე დავნებდი... თავიდან კარგი კოკტეილივით ვრევდი ერთმანეთში გაკვეთილებს, მათ მომზადებას, ველოსიპედებს, დალაგებებში დახმარებას, კარგ ფილმებს (მათთვის შერჩეულს), ერთსაათიან გაჯეტებს, ეზოს დასუფთავებებს. ახლა, კარანტინის მიწურულს, კარგა გვარიანად დაღლილს, უკვე მიჭირს (ამინდიც არ მიწყობდა ხელს და ზემოჩამოთვლილიდან ფილმები დარჩა და გაჯეტები). მათი სწავლის პროცესში პერიოდულად ვერთვები, თან ისეთი ავტოტრენინგი მჭირდება საკუთარი თავისთვის, ვერ აგიხსნით. ჰოდა, სკოლა
ხომ არ განახლდეს? ვხუმრობ...
mshoblebi
თქვენთან როგორ მიდის საქმე? როგორ ახერხებთ აი იმ ყველაფრის, რაც მე და თქვენ ვიცით (სახლის ასი ათასი საქმე რომ ჰქვია) ისე განაწილებას, რომ თქვენი შვილები ტელეფონებს, კომპიუტერებს და ფლეისთეიშენებს ააცილოთ?
ნიკოლა და იკა, "სითი ჯუნიორის" პრეზენტაცია, წელი სადღაც ჩვენს წელთ კორონამდე რომელიღაც წელს..."
mshoblebi
mshoblebi
ეკას უფროსი ქალიშვილი და ვაჟები
1103
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი