"ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა, ერთ შვილს დედა აჩენდეს, მეორეს - მამა და ასე რიგრიგობით..."
"ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა, ერთ შვილს დედა აჩენდეს, მეორეს - მამა და ასე რიგრიგობით..."
მას მერე, რაც ხატია სიჭინავამ მეოთხე შვილი გააჩინა და სამი გოგონას შემდეგ ვაჟი დედა გახდა, ინსტაგრამზე ხშირად პოსტავს ამბებს მის ახლანდელ პრობლემებზე, დედობის სირთულეებზე, ფორმაში ჩადგომაზე მშობიარობის შემდეგ და ა.შ. გთავაზობთ მისი ბოლო რამდენიმე პოსტს, რომელსაც ახალბედა დედების განსაკუთრებული დაინტერესება მოჰყვა:

  • "ოი, პრივეტ ეს მე ვარ 2 კვირის მერე, რაც მესამე საკეისრო გავიკეთე. ნუ რა თქმა უნდა, შემიძლია არ დაგენახოთ, სანამ ფორმაში არ ჩავდგები, მოგატყუოთ, რომ გავაჩინე თუ არა, ფორმაში ჩავდექი, მოკლედ ათას ერთი ზღაპარი მოგიყვეთ ჩემზე.  სინამდვილე კი ასეთია
    - ჩემი მუცელი ნელ-ნელა, აუღელვებლად იბრუნებს ფორმას, წონაც შესაბამისად აუჩქარებლად მოდის უკან, ნუ როგორც არ უნდა ვეცადო, გამოცდილებით ვიცი, რომ ვერ დავაჩქარებ ამ პროცესს და მივყვები მორჩილად.  ჯერ კიდევ საკმაო დრო მაქვს წინ იმისთვის, რომ ფორმაში ჩავდგე.  მაგრამ მთავარი მიზანი და შედეგია.  მივირთმევ ყველაფერს უმარილოს და მოხარშულს,  ვერ ვვარჯიშობ, რადგან არ შეიძლება ნაკეისრალზე.  ვნახოთ რა დრო დამჭირდება".
  • "ლეგენდა იმის შესახებ, რომ ორსულობა ქალს აახალგაზრდავებს თუ სამუდამო სიცოცხლის ელექსირს უცოცხლებს და უკვდავების ყვავილს ჩუქნის, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა. ორსულობა, ნებისმიერი ასაკის ქალისთვის, პირველ რიგში არის ორგანიზმის სტრესი. უდიდეს სიხარულთან ერთად, შენს მუცელში იზრდება და
    იბერება ყველა ორგანო. როგორც არ უნდა გიხდებოდეს ორსულობა, შენი ორგანოები განიცდიან სრულ შევიწროებას და ბოლოს, კუჭი გაქვს ყელთან, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს საშინელ გულძმარვას, ხოლო სხვა ორგანოები საერთოდ გაუგებარ ადგილებშია მიკუჭული.  მოკლედ, საპატიო სტუმარი რომ არა შენს მუცელში, რომელსაც მართლაც რომ რამდენი შეძლებია,  ალბათ ძნელი იქნებოდა ამ მდგომარეობის სილამაზე აღგექვა საერთოდ. მე ვფიქრობ, მიზანშეწონილი და სამართლიანი იქნებოდა ერთს დედა აჩენდეს, მეორეს - მამა და ასე რიგრიგობით. მოკლედ, რაც შეეხება ჩემს ბოლო ორსულობას. ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. მითუმეტეს ფეხმძიმობას. ასე რომ, თუ 40 წლისთვის კიდევ მოგინდათ გაიმეოროთ ეს მდგომარეობა, მოემზადეთ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ორსულად ვარ და მეპატიება დაივიწყეთ. წონა აკონტროლეთ! ეცადეთ ბევრი იმოძრაოთ. ნუ, თუ კარანტინი არ მოგიწიათ. მოკლედ, არ დამძიმდეთ ჩემსავით, რომ მერე დასიებულ კოჭებს რომ დახედავთ, გულმა არ გხიოთ.  მოუარეთ საკუთარ თავს, თქვენს შვილებს ჯანმრთელი ჭირდებით. ახლა შეკითხვა: ვინ იყავით ორსულობის (საკეისროს) მერე შეშუპებული? (კოჭები, თითები, კისერი) და რამდენი დრო დაგჭირდათ დასაცხრობად?"
  • "პოსტი მინდა მივუძღვნა დედაშვილობას.  ვერავინ ვერ შეცვლის ნამდვილ დედას (ვგულისხმობ, ყველა ვერ აღიქვამს დედობას). დედა შვილის გულისფეთქვაა, რამდენიც არ უნდა ჰყავდეს. მათი სიცოცხლის ძაფია, რომელიც თუ საჭირო იქნა თვითონ გაწყდება, რომ შვილი კარგად ჰყავდეს. დედა გააკეთებს შეუძლებელს, თუ შვილს დასჭირდა. დედა ერთნაირად ცხარე ცრემლით ტირის შვილების ბედნიერებაზე და ტკივილზე. პირველი შეხვედრიდან მის თითოეულ ამოსუნთქვას და გაღიმებას ითვლის. ფიქრობს მათ ბედნიერებაზე, როცა ძინავს, მაშინაც. არ არსებობს წუთი მათ გარეშე, თუნდაც შორს იყოს ფიზიკურად. უთქმელად გრძნობს და ხედავს მათ სიხარულს და ნერვიულობას. დედა გადანაწილებულია თავის შვილებში და მის როლს ვერ შეცვლის ვერავითარი სულიერი. მათ სამყაროში არსებობენ ძალიან კარგი მამები. მართლა ძალიან მაგრები. მაგრამ ისინიც ვერასდროს ვერ მივლენ ახლოს დედასთან...  ყველა დედას მინდა გისურვოთ ჯანმრთელი და ბედნიერი შვილები".

mshoblebi
6739
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
maia
0
ბიჭუნამ დაამშვენა გოგონები.გაიხარეთ
10:40 / 23-05-2020
tASO
0
გაიხარეთ და გამრავლდით.
10:05 / 23-05-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?