დანარჩენს - 99%-ს, რძე აქვს, ისევე როგორც ძუძუმწოვრების ყველა სხვა სახეობას. სხვა სახეობებისაგან განსხვავებით ჩვენ ყოველთვის გვაქვს "ცხიმიანი რძე'', უფრო კარგად რო ავხსნა - ჩვენ გვაქვს ზუსტად ისეთი რძე, როგორიც ჭირდება ჩვენს შვილს. და თან შემადგენლობა ყველა კვების დროს იცვლება. ამას ჩვენი სხეულის რთული და საკმაოდ კომპლექსურად აგებული სისტემა განსაზღვრავს. არ ვართ მარტივი არსებები.
რძის პროდუქცია და გამოყოფა ძირითადად ჰორმონებით - პროლაქტინითა და ოქსიტოცინით ხდება. ძუძუს
პროლაქტინი ხელს უწყობს რძის წარმოქმნას. პროლაქტინის წარმოქმნა განსაკუთრებით მაღალია ღამის სათებში. ამდენად, ღამის კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რძის გამომუშავებისთვის.
ოქსიტოცინი განაპირობებს ძუძუს კუნთების, რასაც თან სდევს რძის გამოყოფა. ოქსიტოცინის დონე დამოკიდებულია ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც: ბავშვთან სიახლოვე, დედის სურვილი, ძუძუთი კვებოს ბავშვი, დადებითი ემოციური განწყობა, მშვიდი და მყუდრო გარემო – ხელს უწყობს ოქსიტოცინის გამომუშავებას და პირიქით, სტრესული სიტუაცია, გაღიზიანება აფერხებს მას.
ოქსიტოცინი მოქმედებს საშვილოსნოს კუნთოვან ქსოვილზეც, შესაბამისად, მისი მაღალი დონე მნიშვნელოვანია საშვილოსნოს შეკუმშვისთვის.
რძის ინჰიბიტორები გამომუშავდება სარძევე ჯირკვალში, აკონტროლებს რძის სეკრეციას და
რძის წარმოქმნისათვის სარძევე ჯირკვლის ბოლომდე დაცლას და სწორ მოჭიდებას (საკმაოდ რთული ტექნიკაა ბავშის, განსაკუთრებით კი ახალშობილის პაწია პირში ძუძუს სწორად მოტავსება) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ჟურნალისტი, ბლოგერი, ლაქტაციის კონსულტანტი, ლაქტივისტი შორენა ლაღაძე