მაია ჯიშკარიანს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მას 4 შვილი ჰყავს - ტყუპი ბიჭები სანდრო, მათე, გაბრიელი და გოგონა, ანამარია. მისი მეუღლე სამხედრო მოსამსახურეა და ქალი ძირითადად მარტო ზრდის ბავშვებს. მაიამ ჩვენთვის მოცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მრავალშვილიანობის სირთულეებსა და დადებით მხარეებზე საუბრისას აღნიშნა:
"ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ უფალმა ინება, ეს სასწაულები მომევლინა და დარწმუნებული ვარ, არ მიგვატოვებს. შეიძლება ყველაფერი არ ჰქონდეთ ჩემს შვილებს, მაგრამ ექნებათ მთავარი - დიდი სიყვარული და მზრუნველი დედიკო და მამიკო."
მაია ხშირად იღებს შვილებთან ერთად სხვადასხვა შინაარსის ვიდეოს და უამრავ მოწონებას იმსახურებს. ახლა გამოქვეყნებულ ვიდეოში, ის მის ერთ ჩვეულებრივ დღეს აღწერს.
თამარ იაკობაშვილი