ქვეცნობიერად მამაკაცისთვის ამ ასაკის ქალი მომხიბვლელია, რადგან... ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, კაცობრიობის მშვენიერი ნახევარის რომელი ასაკია ყველაზე მომხიბვლელი კაცების გადმოსახედიდან. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცების უმრავლესობა 23-დან 28 წლის ქალს ირჩევს.
ამ დროს, ქალები თურმე უფრო ამჯობინებენ პარტნიორებად თანატოლებს ან მამაკაცებს, რომლებიც მათზე ოდნავ უფროსი საკისანი არიან.
მეცნიერებმა ორივე სქესის 12 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. მამაკაცების არჩევანს ისინი მარტივად ხსნიან: 25 წლის ასაკში ქალი ნაყოფიერების პიკზეა და მამაკაცსაც მამად გახდომის ყველაზე მეტი შანსი აქვს. შესაბამისად, ქვეცნობიერად მამაკაცისთვის ამ ასაკის ქალი მომხიბვლელია, რადგან მასში თავისი შვილების მომავალ დედას ხედავს.