- რესტორნის გაკეთების სურვილი დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე ფიქრი და მუშაობა კონცეფციაზე, მაგრამ მოხდა ისე, რომ საბოლოო
- რატომ აირჩიეთ გორი თქვენი ბიზნესისათვის?
- ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ამ ქალაქიდანაა და მეც ბევრი რამ მაკავშირებს გორთან. გარდა ამისა, საკმაოდ რთული ბიზნესია სარესტორნო ბიზნესი და პირდაპირ თბილისში დაწყება, ცოტა არ იყოს შემეშინდა, არ ვიცოდი, რამდენად გავუძლებდი იმ კონკურენციას, რაც დედაქალაქშია. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, გადავწყვიტე, გორში გამეკეთებინა ეს ყველაფერი. პლუს ამას, ფართი, რომელშიც გავაკეთეთ, ეკუთვნის ჩემი მეუღლის დას, მისი კერძო საკუთრებაა.- სარესტორნო ბიზნესი ისეთია, ყოველთვის ადგილზე ყოფნას მოითხოვს, გორში გადახვედით საცხოვრებლად, თუ თბილისიდან დადიხართ ხოლმე?
- საბედნიეროდ, მანძილი საკმაოდ მცირეა, 30-40 წუთში უკვე თბილისში ხარ. დიღმიდან ცენტრამდე გასვლა უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე გორიდან თბილისამდე მოსვლა. საბედნიეროდ, გორშიც გვაქვს საცხოვრებელი და იდეალურად ვგრნობთ თავს. საქმე როგორც ითხოვს, მეც ისე გადავაადგილდები, ხან თბილისში ვარ, ხან - გორში. პანდემიის გამო იცით, რომ თეატრები დაკეტილია, შესაბამისად ფაქტობრივად სულ გორში ვარ.- ბავშვები ამ დროს თქვენთან ერთად დადიან? პანდემიის პირობებში, როცა სწავლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, უფრო მარტივია გადადგილების საკითხი, მაგრამ მანამდე როგორ იყავით?
- მანამდე ხუთშაბათი, პარასკევი, შაბთი, კვირა თეატრისთვის მქონდა გამოყოფილი, დანარჩენი პერიოდი ვიყავი ხოლმე გორში. რა თქმა უნდა, ბავშვებთან სიშორე არ არის ადვილი, მაგრამ ბავშვებიც გაიზარდნენ და შეუძლიათ დამოუკიდებლად ისეთი ელემენტარული რაღაცების კეთება, რაც ადრე პრობლემა იყო. ამასთანავე, მყავს დედამთილი, რომელიც ძალიან მეხმარება, ქალიშვილი, რომელიც უზომოდ მეხმარება ყველაფერში. ასე ვთქვათ, გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები და ვცდილობთ, გუნდურად ვიცხოვროთ. გუნდურობა, ერთმანეთზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავთან ეს მიდგომები მინდა დავნერგო შვილებთან, იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია.- ახლა რა ასაკისანი არიან თქვენი შვილები?
- უფროსი ვაჟი - თომა, უკვე დამოუკიდებელი ადამიანია, დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი, დრამის რეჟისურა ავთანილ ვარსიმაშვილთან, შემდეგ მაგისტრატურაში ჩააბარა კინოსარეჟისოროზე, მერაბ კოკოჩაშვილის სტუდენტია. ისიც გორშია და გორის თეატრში სპექტაკლს დგამს. ნინო სამსახიობოზე სწავლობს, მესამე კურსზეა, თეოდორა 13 წლისაა, სესილი - 12 წლის და 11-ის ხდება პატარა - იოანე.- ხელოვნების გზას გაჰყვნენ თქვენი შვილები, ეს დედის გავლენაა?
- მე საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა მათი გადაწყვტილების მიმართ, ისევე, როგორც ჩემს მშობლებს, როცა მე ვირჩევდი ამ გზას, მაგრამ ეს ხომ მათი ცხოვრებაა, მათი გზაა, მათი არჩევანია. გადაწყვეტილების მიღებდე ვაძლევ რჩევებს, მაგრამ მაშინ, როცა უკვე გაკეთებულია არჩევანი, ყოველთვის ვიღებ მათ გადაწყვეტილებას. ვინაიდან ერთ სფეროში ვართ, ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ჩემი პროფესიული გამოცდილება მეხმარება და მეც რჩევებს ვაძლევ ხოლმე, ძალიან სასიამოვნოა, როცა საერთო საქმე გაქვს ოჯახის წევრთან, ვთვლი, რომ ეს კიდევ უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან.- პატარებთან როგორ მიდგომა გაქვთ, უფრო მკაცრი დედა ხართ, თუ ლმობიერი?
- მიდგომა ყოველთვის ინდივიდუალურია, ერთი მიდგომით ვერანაირად ვერ იცხოვრებ, მეგობრობა სიმკაცრეს არ გამორიცხავს, აქედან გამომდინარე ხან მკაცრი ვარ, ხან - არა, გააჩნია ხასიათსაც. რომ ვთქვა, იდეალური დედა ვარ, ნამდვილად არ ვარ, უსამართლოდაც ვბრაზდები ხოლმე, მერე კი ვხვდები, მაგრამ ასეთი მომენტებიც არის, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მინდა ჩემმა შვილებმა გაიაზრონ, რომ ნაბიჯი, რომელსაც გადადგამენ, მათი პასუხისმგებლობაა და შედეგზეც თავად უნდა იყვნენ პასუხისმგებლები. უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ ეს მათ სჭირდებათ და არა მე და ა.შ. თომა უკვე კაცია და აღარაფერს ვამბობ, ნინიც ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი, იმუშაოს დასვენების პერიოდში, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და იყოს საკუთარ თავზე დამოკიდებული და ეს მე ძალიან მახარებს. პატარებს რაც შეეხება, მათაც ვაძლევ ხოლმე პატარ-პატარა დავალებებს, შესრულების შემდგომ კი მცირე ანაზღაურებით ვანებივრებ, მინდა შრომას მიეჩვიონ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.- უფროსი შვილების პირად ცხოვრებაში რამდენად ჩახედული ხართ?
- ჩვეულებრივად ჩართული ვარ ყველაფერში. როგორც პროფესიის შემთხვევაში ვისაუბრეთ, მათ გადაწყვეტილებას მე ყოველთვის ვიღებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი შვილები იყვნენ ბედნიერები. თუ მათ უყვართ, თუ ისინი ურთიერთობაში კარგად გრძნობენ თავს, მეც კმაყოფილი ვარ. აქედან გამომდინარე, თუ ინტუიტიურად ვგრძნობ, რომ კარგად არიან ისინი, მათი გადაწყვეტილებაც მისაღებია ჩემთვის. მაგ მხრივ, სხვათა შორის, მშვიდად ვარ. ამით არ ვამბობ, რომ არ შეეშლებათ, ან არ უნდა შეეშალოთ. შეცდომაც ზრდის ადამიანს, ყველას ჩვენი ბიოგრაფია გვაქვს და ყველას გვეშლება, მთავარია ამ შეცოდმით ვისწავლოთ. თი არასდროს ცდები, ცხოვრებასაც ვერ ისწავლი - მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს და არ ვამბობ, რომ ჩემს შვილს არ უნდა შეეშალოს, ან არასწორი ნაბიჯი არ უნდა გადადგას. ის აუცილებლად შეცდება სადღაც, მთავარია მათ ჰქონდეთ ზნეობა, საღი ზარი, იყვნენ სამართლიანები გარშემო მყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ. თუ ეს ყველაფერი მიღწეულია, შეცდომაც ადვილი გადასალახია. შინაგანი სიმშვიდე, სულიერება, ზნეობა ესაა მთავარი. შეცდომა ყველას მოგვდის, მეც კი ამ ასაკში და მოავალშიც ალბათ კიდევ შემეშლება.ციცი ომანიძე