საიდუმლო არ არის, რომ ცნობილი ადამიანები არა მხოლოდ ტანსაცმელსა და მაკიაჟში ამკვიდრებენ ხოლმე მოდას, არამედ საკუთარი ცხოვრების წესსაც აყალიბებენ და ხანდახან მეტისმეტიც კი მოსდით. მოგიყვებით ყველაზე უცნაურ მეთოდებზე, რომლებსაც ვარკსკვლავები იყენებენ:
47 წლის სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი ოთხ შვილს ზრდის, აქიდან უფროსი 16 წლისაა, უმცროსი კი - 11-ის. მედიის ცნობით, მრავალშვილიან დედას ძალიან უყვარს შიშველი მკერდით მზეზე გარუჯვა და ბავშვების ყოლა ამაში ხელს არ უშლის. ვარსკვლავმა აღიარა, რომ სახლშიც ხშირად სრულიად შიშველი დადის. ის ცუდს ვერაფერს ხედავს იმ ფაქტში, რომ მისი ვაჟები და ქალიშვილები მას შიშველს ხედავენ. ამით მოდელს სურს, რომ ბავშვებს სიშიშვლის კომპლექსი მოუხსნას, ამ მხრივ თავისუფალი შეხედულება ჰქონდეთ და მომავალში, როდესაც მსგავს ფორმაში დაინახავენ ადამიანებს, პრობლემა არ იყოს.
სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენიც გამოირჩევა შვილების აღზრდის თავისებური მეთოდით. მან ყველა გააოცა განცხადებით, როდესაც თქვა, რომ ვაჟის დაბადების შემდეგ საფენებს არ იყენებს. ერთ-ერთ მიზეზად კი გარემოზე ზრუნვა დაასახელა, რადგან, საფენების დაშლას ბუნებაში საუკუნეები სჭირდება. ჟიზელის თქმით, მისმა შვილა 6 თვის ასაკიდან დაიწყო ქოთნის გამოყენება. გამოცდილი მშობლებისთვის ამის დაჯერება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, მოდელის თქმით, ის სულ მზად იყო, როგორც კი პატარას ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოუნდებოდა და თავგამოდებული ცდილობდა, მალე მიეჩვია გადაყენებას.
მსახიობი ალისია სილვერსტოუნი ცნობილია არა მხოლოდ კინო როლებით, არამედ როგორც ცხოველების უფლებადამცველი. გარემოს დაცვით კამპანიებშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას. ის საკუთარ თაყვანისმცემლებს ყოველთვის მოუწოდებს, რომ ბუნებასთან უფრო ახლოს იყვნენ. ეს მიდგომა გამოიყენა საკუთარი ვაჟის აღზრდისას. თავიდან, ჟიზელის მსგავსად, მანაც უარი თქვა ბავშვისთვის საფენების გამოყენებაზე. ხოლო 11 თვის შემდეგ კვლავ გააოცა ადამიანები, როდესაც თქვა, რომ საკუთარ შვილს ისე აჭმევდა, როგორც ფრინველები ბარტყებს - კერძოდ, ჯერ თავად ღეჭავდა და მერე აძლევდა ბავშვს. მსახიობი თვლის, რომ ამ მეთოდში საშიში და უჩვეულო არაფერია და ამბობს, რომ ადამიანები ამ ფორმით იკვებებოდნენ ბევრი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ალისია ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია და ამბობს, რომ ეს მათი ორგანიზმისთვის საშიშია. იმასაც აღნიშნავს, რომ მისი მეგობრის შვილებისთვის გეგმიური ვაქვინაცია უარყოფითი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. მისივე თქმით, ახლა მისი ვაჟი ცხრა წლისაა, სიცოცხლით სავსე, ენერგიული და ეს კარგი მტკიცებულებაა, რომ ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს.
ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია ანჯელინა ჯოლის მიერ შვილების აღზრდის უცნაური მეთოდების შესახებ. ზოგიერთი მეთოდი ვარსკვლავის თაყვანისმცემლების აღშფოთებასაც კი იწვევს. ერთ-ერთი ძიძა, რომელიც მათ ოჯახში მუშაობდა, ამბობს, რომ ბავშვებს არაფერი ეკრძალებათ. ისინი თავისუფლად თამაშობენ იმ დანებით, რომელთა კოლექციაც მსახიობს აქვს. გარდა ამისა, მისი შვილებს სკოლაში არასდროს უვლიათ. საშინაო განათლების მეთოდი აქვს და მათთან მიდიან რეპეტიტორები. თუ რომელიმე ბავშვს სწავლის განწყობა არ აქვს, დედა არ აძალებს. არჩევანის საშუალებას აძლევს. ასე რომ, მის შვილებს თუ უნდათ ისწავლიან მათემატიკას, თუ არ უნდათ - არა. არც ჯანქ ფუდის მხრივ აქვთ რაიმე აკრძალვები და მიირთმევენ, რაც უნდათ.
რეალითი-შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი აპირებს, რომ საკუთარი შვილები ყველაზე განათლებულ ადამიანებად აღზარდოს. ორი წლის წინ უცხოურმა პრესამ მისი უფროსი გოგონას ყოველდღიური რუტინა გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ ბავშვს თავისუფალი დრო საერთოდ არ აქვს. გოგონა შვიდ საათზე დგება და ფიტნესითაა დაკავებული, 8 საათზე მსახიობის ოსტატობის გაკვეთილი აქვს, შემდეგ კითხულობს წიგნებს ფრანგულ ენაზე, 9:30 საათზე აუზზე მიდის ან ბალეტითაა დაკავებული, 12:30 საათზე კი კითხულობს და წერს ინგლისურ ენაზე. 14:30 საათზე ორიგამის, კერამიკის ან ჩინური კალოგრაფიის გაკვეთილები აქვს. საათ-ნახევრის შემდეგ კი მუსიკის გაკვეთილი ეწყება, 17:00 საათზე მოდის ბლოგზე მუშაობს დამხმარესთან ერთად. საღამოს გოგონა მშობლებს ხვდება და უყვება, რა გააკეთა მთელი დღის განმავლობაში. სტატიაში აღნიშნულია ასევე ისიც, რომ ბავშვი დაღლილობისგან ზოგჯერ იატაკზე იძინებს. მშობლებს სურთ, რომ გოგონამ ყველაფერი იცოდეს და კონკურენტუნარიანი იყოს. ამის გამო ის ხშირად გაღიზიანებულია და საკმარისად არ სძინავს. კორტნი კარდაშიანი ამის შესახებ საკუთარ დას ბევრს ესაუბრება, თუმცა მას არაფრის გაგონება უნდა.