"ჩემი შვილი მხოლოდ 6 თვის იყო, როცა სამუშაოდ გავედი... მორიგეობისას ჩუმად ვათვალიერებდი მის ფოტოებს" - ახალგაზრდა ექიმის ემოციური ჩანაწერი
"ჩემი შვილი მხოლოდ 6 თვის იყო, როცა სამუშაოდ გავედი... მორიგეობისას ჩუმად ვათვალიერებდი მის ფოტოებს" - ახალგაზრდა ექიმის ემოციური ჩანაწერი
ეს ახალგაზრდა ექიმისა და ბლოგერის, ნანა სხილაძის ემოციური ჩანაწერია დედაშვილობაზე, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ:

"ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა რეანიმაციაში...
ამ დროს თავგადასავლები გიზიდავს, რაც უფრო მძიმეა პაციენტი მისი ჩაბარება გინდა რომ ყველას დაუმტკიცო შეგიძლია მოვლა და სიტუაციის კონტროლი...
თუ უფროსი ერთ-ორ ტკბილ სიტყვას შეგაწევს და შეგაქებს ქვეყნის ცენტრად გრძნობ თავს და ცდილობ იმდენი იმუშაო, სანამ ფეხზე დგომა შეგიძლია...
ეს არის ახალგაზრდობის ხიბლი... დაუღალავი შრომა შეგიძლია თუ ხედავ, რომ საჭიროდ გთვლიან...
მთებს გადადგამს ადამიანი თუ დაინახა მისდამი რწმენა აქვთ გარშემომყოფებს...
ამ პერიოდში
ჩემი შვილი მხოლოდ ექვსი თვის იყო, როცა სახლიდან გავედი... როცა დედა ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს...
თუმცა ახალგაზრდობას შეხარბებული, ერთი ჯაჭვიღა მიჭერდა რომ გავქცეულიყავი სამსახურში...
მორიგეობაზე შესვენების დროს ტელეფონს ჩუმად ამოვიღებდი და დაუღალავად ვათვალიერებდი მის ფოტოებს, ვეფერებოდი, მეტირებოდა უიმისოდ... ერთი სული მქონდა მეორე დღეს გულში ჩამეკრა სახლში მისულზე...
საქმე ღამესთან ერთად მძიმდებოდა, პაციენტი პაციენტზე მემატებოდა, დაუღალავ მეს ყოველთვის თვალებ ახელილი მქონდა თუმცა მაგიდაზე დამძიმებია წამით . .
სიზმარში სირცხვილის და შიშის ზარი დამეცემოდა ხოლმე თავს, რამ ჩაგაძინა, სად არის შენი მოვალეობებიო მიყვიროდნენ ღამის აჩრდილები შორიდან....
შერცხვენილი წამოვწევდი თავს და წამში გამოვფხიზლდებოდი მორიდებით...
ისევ ყავა თუ შემოიტანდა უსიცოცხლო ღამეში ცხოვრების აზრს და ასე გრძელდებოდა დაუღალავად...
გამთენიისას რეანიმაციის
მაღალ კედლებში გამოტეხილ პატარა ფანჯრიდან ვხვდებოდი ამინდის ხასიათს და თუ მზიანი და ლამაზი დღე თენდებოდა უძილარი მე დიდ გეგმებს ვაწყობდი...
ბავშვის გასეირნებას, ისევ გასეირნებას, მასთან თამაშს და ბევრ ჩახუტებას...
სამსახურიდან სახლში დაბრუნების გზაზე უინტერესო აზრები მოგდის თავში და ცდილობ ისევ მზიან დღეზე გადაიტანო ყურადღება, თვალები თავისით გეხუჭება...
სხეული ერთიანად თრთის და თითქოს ციება გაქვსო გინდა საბანი მაგრად შემოიხვიო და ასე იყო დიდხანს...
გეგმების კარიბჭეები ნელ ნელა ინგრევა და არაფერი რჩება ბოლოს... სახლის კარებში შეღწევისას ერთი სული გრჩება წყალი გადაივლო და დასაძინებლად დაწვე...
ღამენათევი ძილი ყველაზე მძიმე ძილია, ლოდი გადევს ზურგზე და ისე გძინავს თითქოს... სახე და სხეული გეწვის და ჩაძინებამდე ფეხებში სისხლის მიმოქცევას გრძნობ გადაღლილობისგან...
გონებაში რომ ჩაგაგდონ დიდი ხანი უნდა გეძინოს, დიდი ხანი კი მთელ დღეს ისრუტავს...
ერთხელ გამოღვიძებულზე თვალები გავახილე და ჩემი ცხრა თვის პატარა თვალებში მიყურებდა გაკვირვებული...
წამოვჯექი, სასწრაფოდ ავიყვანე ხელში, მოვეხვიე, ვაკოცე და საათს დავაკვირდი...
უძილობა დროში გამოგზაურებს თითქოს, შენი დაგეგმილი ნაყოფიანი დღე ახლა მხოლოდ წარსულია და შერცხვენილი უყურებ პატარას...
ისიც მაკვირდება, ალბათ ფიქრობს ეს არის დედა ჩემი?..
ბავშობაში ძალიან მიჯაჭვული ვიყავი დედას, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი....
ძალიან არ მინდა იგივე განეცადა ჩემ შვილს ჩემ მიმართ და ამას მივაღწიე კიდეც...
მაგრამ, არის კი მართალი ეს ყველაფერი? იქნებ ზღვარი სადღაც შუაშია...
მის თვალებში ვერაფერს ვკითხულობ გარდა სიყვარულისა, თუმცა მერიდება მისი...
ახლა უკვე 5 წლისაა და გააზრებული აქვს ჩემი გრაფიკი, თუმცა გული მტკივა რომ ბევრი დღეები ვკარგე და ვკარგავ შვილების გარეშე...
რამდენი დედაა ასე... რამდენი გულის წყვეტაა შვილთა და დედათა სიშორისგან გამოწვეული... მაგრამ ამას რა ეშველება?
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არაფერს აქვს აზრი და მხოლოდ მათი ჩახუტებაა მთელი სამყარო.... მაგრამ ეს ხომ რეალობა არ არის.
რეალობაში იმდენად მეტი სჭირდებათ შვილებს, ვიდრე ჩვენი ჩახუტებაა..."

altვინ არის ცნობილი ფოტოს გმირი ახალგაზრდა ექიმი - „თან დაგვაქვს ყველა მედიკოსს დედის დარდი, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს...“


2499
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
საშველი
0
ეხ ვახ
14:03 / 20-02-2021
მარი
2
ნეტა ვის აინტერესებს...გათხოვდებიან ლამის აკვანში გააჩენენ შვილს.1-2 წელიწადში შორდებიან და მერე წუწუნებენ მარტოხელა დედა ვარო,დაუფიქრებლად დგამენ ნაბიჯს,იმიტომაცაა ნახევარი საქართველო დაშორებული.
12:40 / 20-02-2021
მსგავსი სიახლეები