7 სუპერპროდუქტი მეძუძური დედებისთვის
7 სუპერპროდუქტი მეძუძური დედებისთვის
როდესაც დედა ბავშვს ბუნებრივად კვებავს, აუცილებელია, მისი საკვები რაც შეიძლება მეტად სასარგებლო იყოს და შესაბამისად, რძეც მეტად შეერგება პატარას. სპეციალისტებმა დაასახელეს 7 სუპერპროდუქტი, რომლებიც თურმე ყველაზე სასარგებლოა მეძუძური დედებისთვის – დედას უზრუნველყოფენ სათანადო ვიტამინებითა და ენერგიით, რაც მას აუცილებლად სჭირდება, ბავშვს კი – გემრიელი და სასარგებლო რძით. ამ პროდუქტებში განსაკუთრებულად დიდია კალცის ოდენობა – ეს ნივთიერება მეძუძურ დედებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სხვა ბევრ სასარგებლო პროდუქტთან ერთად, ეს ჩამონათვალი არ უნდა
დაივიწყოთ.

შვრია
შვრიის სარგებლობაზე ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია. მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერების გარდა, არის რძის ოდენობის მოსამატებელი თვისებებიც. გარდა ამისა, ბევრი რკინაა, რომელიც ბავშვსაც და დედასაც ანემიისგან იცავს.

ორაგული
ეს თევზი ერთ-ერთი საუკეთესოა ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი – ორსული, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის. მასში ბევრია სასარგებლო ვიტამინი და ნივთიერება, ბევრი კალცი, ასევე ცილები, თევზის ქონი DHA-ს დიდი ოდენობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ნერვული სისტემის განსავითარებლად.

გარგარი
გარგარში ბევრი უჯრედისია, ვიტამინები, კალიუმი, ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება. მას შეუძლია პროლაქტინის დონის გაზრდა – ეს ჰორმონი რძის გამომუშავებას უწყობს ხელს. სასარგებლოა როგორც ახალი გარგარი, ისე გარგარის ჩირი. ოღონდაც სანდო ადგილას ნაყიდი, რომ არ იყოს საღებავებითა და კონსერვანტებით
გაჯერებული.

მაწონი ან იოგურტი
მასში ბევრია ცილა და კალციუმი, რომელიც მეძუძურ დედას აუცილებლად სჭირდება. რძის მეშვეობით დედა ბევრ კალცს გასცემს, რაც უნდა აღიდგინოს. რძის პროდუქტები ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია დედისა და ბავშვის იმუნიტეტის გასამყარებლად.

ლობიო
ლობიო და საერთოდ, ბარდეული (ოსპი, ბარდა, მუხუდო) მდიდარია რკინითა და ცილით. იმისათვის, რომ ამ სასარგებლო პროდუქტებმა გაზების დაგროვება არ გამოიწვიოს, უბრალოდ უნდა დაიცვათ წესები – პირველი ნახარში გამოუცვალოთ და ზომიერი ოდენობა მიირთვათ.

ისპანახი
არა მხოლოდ ისპანახი, ნებისმიერი მწვანე სალათეული – პრასი, სალათის ფურცლები, მხალი, ბროკოლი სასარგებლოა ძუძუთი კვების დროს. მათშიც ასევე ბევრია კალციუმი და საკვები ნივთიერებები. ამგვარი სალათეულის მიღების წესია (განსაკუთრებით, ისპანახის), რომ ახალი გაკეთებული მიირთვათ და არა რამდენიმე საათის ან მით უმეტეს, დღის შემდეგ.

ნუში
ნუში არა მხოლოდ პროტეინებით არის სავსე, ისიც კალცის საბადოა. ძუძუთი კვების დროს დედამ დღეში 1000 მგ კალცი უნდა მიიღოს. შესაბამისად, ეს და კალცით მდიდარი სხვა პროდუქტები ხშირად უნდა მიირთვას და უზრუნველყოს სასარგებლო საკვებით საკუთარი თავიც და ბავშვიც.

43583
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
tatia
0
მყავს 16 დგის ბავშვი და რა შემიდძლია მივირთვა ბუნებრივ კვებაზე მყავს
14:16 / 06-08-2015
0
Badrijnis chama tu sheizlena?3 tvis patara mkavs
19:14 / 12-05-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?