ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის, თქვენს შვილზეც კი შეიძლება უფრო მეტი იცოდეს, ვიდრე თქვენ... - დედების 5 ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს პროტესტს
ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის, თქვენს შვილზეც კი შეიძლება უფრო მეტი იცოდეს, ვიდრე თქვენ... - დედების 5 ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს პროტესტს
დედობა ცვლის ჩვენს ქცევას და სახიათს. ეს ბუნებრივიცაა, თუმცა ერთხელ მაინც გვქონია შეხება დედებთან, რომლის გვერდით დიდხანს ყოფნას, უბრალოდ, ვერ გაუძლებ. დიახ, არსებობს დედების გარკვეული კატეგორია, რომლებიც გარშემომყოფებს ღლიან და აღიზიანებენ. 
გთავაზობთ, დედების რამდენიმე ტიპს, რომელთაგანაც მოგინდებათ, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეთ.

დედა-ექსტრავერტი

მას ურთიერთობები აკლია. მართალია, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ყველა დედა განიცდის ამ დანაკლისს, მაგრამ ის - განსაკუთრებით. თუ რაიმეს იკითხავს, მხოლოდ იმის გამო, რომ დადებითად წარმოჩინდეს. პასუხსაც არ დაელოდება, ისე დაიწყებს საკუთარ თავსა და ახლობლებთან პარალელის გავლებას ან საუბარს. მსგავსი
ტიპის ადამიანებთან ურთიერთობით, დეტალურად გეცოდინებათ მისი და მისი შვილის ყოველდღიურობა, ყოველი წუთის შესახებ გექნებათ ინფორმაცია. მაგალითად, როგორ ემზადებოდა შვილის გასაჩენად, რა კურსებზე დადიოდა, რა იყიდა. მისთვის სხვა თემა უბრალოდ არ არსებობს და თქვენც რომ საპასუხოდ რამის მოყოლა დაიწყოთ, არ მოგისმენთ. რამდენიმე წუთში იგრძნობთ, რომ ვეღარ უძლებს თქვენი თავი ამდენს და გაქცევა მოგინდებათ. ნაკლებად სავარაუდოა "გამოგეკიდოთ", მაგრამ ახალ მსხვერპლს აუცილებლად იპოვნს და მასთან განაგრძობს დაუსრულებელი ისტორიების მოყოლას.

დედა "ორი ერთში"

ეს არის იმ დედების კატეგორია, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ მიჯნავენ საკუთარ თავს შვილისგან. ხშირად ამბობენ: "ახალი რაღაცები ვიყიდეთ", "დღეს ბევრი ვჭამეთ", "საფენი უნდა გამოვიცვალოთ" და ასე შემდეგ. ალბათ, ყველა დედა სცოდავს მსგავსი გამონათქვამებით, თუმცა ეს დედები
არა მხოლოდ მეტყველებით, ფაქტობრივადაც ერთ მთლიანობად აღიქვამენ საკუთარ თავსა და შვილს და ამით საკუთარ და შვილის ინდივიდუალურობის განცდას კარგავენ. მეტყველება და ფსიქიკა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუ მშობელი შვილს საკუთარ თავთან აიგივებს, წლებთან ერთად, როდესაც ბავშვს ოჯახის გარდა კიდევ სხვა ინტერესები გაუჩნდება, იმდენ დროს აღარ გაატარებს დედასთან, პროცესი განსაკუთრებით რთული და მტკივნეული იქნება. სხვისთვის მსგავსი ტიპის ემოციის გადადება კი ძალიან მარტივია.
mshoblebi

დედა-ავტორიტეტი

მან ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის. თქვენს შვილზეც კი შეიძლება უფრო მეტი იცოდეს, ვიდრე თქვენ. თუნდაც წაიკითხოთ ყველა წიგნი, ნახოთ ყველა საინტერესო კურსი, მის გვერდით უსარგებლო დედად იგრძნობთ თავს. საკუთარი შვილის წარმატებაზე იმდენს გესაუბრებათ, რომ იფიქრებთ, ბავშვი ოთხი თვის ასაკში მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს ყვება და არაჩვეულებრივად ცეკვავს. კარგია, მსგავსი ადამიანი გვერდით რომ გყავთ, ახლა გეტყვით, როგორაა სინამდვილეში! მისმა შვილმა ქვიშა რომ შეჭამოს, თქვენთან იტყვის, რომ გემოვნურ სტრუქტურას ივითარებს. სინამდვილეში კი სახლში წაიყვანს, აუცილებლად გაასუფთავებს და ცნობილი პედიატრების რჩევებს გამოიყენებს. თქვენ კი არასრულფასოვნების კომპლექსს დიდხანს შეგინარჩუნებთ, თუ ყველაფერზე ჩათვლით, რომ მართალია.

დედა - რეტროგრადი

მსგავსი დედების ჯგუფი საკმაოდ დიდია. ეწინააღმდეგებიან ყველაფერ იმას, რაც კაცობრიობამ გამოიგონა განვითარებისთვის. მათი მთავარი იდეა ბუნებრივობას ემყარება. რა თქმა უნდა, ბავშვს ვინ როგორ გაზრდის, ეს მისი არჩევანი და გადაწყვეტილებაა, თუმცა პროტესტს ის იწვევს ხოლმე, რომ ასეთი დედები ხშირად ქადაგებად დგებიან და სხვა დედებს ამუნათებენ. "არც აცრა იყო ადრე, არც ქიმიური წამლები და არც სამშობიარო, ბავშვებს მინდორში აჩენდნენ! კვდებოდნენ? მიპასუხეთ! ეს მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის ნაწილია", "გავიზარდეთ როგორმე საფენებისა და დამატებითი კვების გარეშე," "რას ამბობ, სწრაფი კვების ობიექტში ცხოვრებაში არ შევა ჩემი შვილი", "უიმე, ჩემს შვილს ამას არასოდეს გავაკეთებინებ..." - ხშირად მსგავსი ფრაზებით საუბრობენ და ცდილობენ, სხვებზეც მოახდინონ გავლენა და რაც მთავარია, სხვა ცუდ დედად წარმოაჩინონ.
mshoblebi

დედა, რომელსაც თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია

მას შეუძლია საათები გაატაროს ტელეფონთან ისე, რომ ბავშვს არც შეხედოს, მაგრამ ნებისმიერი კონფლიქტის დროს თქვენ და თქვენი შვილი იქნებით დამნაშავე. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი წარმოდგენით, იმის გამო, რომ დედაა, მის გარშემო ყველას ვალი აქვს. შენც გაიძულებს მოთმინებით აღიჭურვო და ჩათვალო, რომ დედა-შვილი ყოველთვის მართალია. თუ მისმა შვილმა თქვენს შვილს სათამაშო წაართვა, მაინც თქვენი შვილია დამნაშავე, როგორ შეიძლება ასეთი ხარბი იყოს. რა? თქვენც საქმეები გაქვთ? თქვენი საქმე იმასთან შედარებით არაფერია. ის ხომ ერთადერთია ამ სამყაროში. თუ უკვე აჩუქეთ მის შვილს სათამაშო, ჩათვლის, რომ ასე იყო საჭირო, რადგან მას უფრო მეტად სჭირდებოდა.
234
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია