"32 კილო მოვიმატე ორსულობის დროს... კიდევ დამრჩა დასაკლები..." - მარიტა ჯანაშია ორსულობის პერიოდსა და დედობაზე
როგორც ცნობილია, მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია ცოტა ხნის წინ გახდნენ მშობლები. მათ პატარა ბექა შეეძინათ. როგორც აღმოჩნდა, მარიტამ შვილს თავისი მამის - ბექა ჯანაშიას სახელი დაარქვა. მარიტამ ინტერნეტკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ინსტაგრამზე თავისი გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. 

მისი თქმით, ორსულობის პერიოდში 32 კილოგრამი მოიმატა. ძირითადად, პირველ ტრიმესტრში. ახლა კიდევ 12 კილო დარჩა დასაკლები. 
პატარას ბუნებრივად კვებავს. ძიძა არ ჰყავს და ჯერ არც აპირებს აყვანას, ამბობს, რომ დედა ძალიან ეხმარება. სამსახურში გასვლასაც გეგმავს და დედ
ის იმედი აქვს ამ მხრივაც, რომ სანამ ის არ იქნება, ბებო იზრუნებს პატარა კრუასანზე, როგორც ბექას მოფერებით ეძახიან მშობლები. "ურთულესი იქნებოდა დახმარების გარეშე... ძალიან დავაფასე ის ხალხი, ვინც მარტო ზრდის ბავშვს".
mshoblebi
მარიტამ ისიც აღნიშნა, რომ კოვიდსიტუაციის გამო, პატარა ბექა მის მოსახელე ბაბუას არ იცნობს - მარიტას მამა ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და თავად მარიტასაც ის ორი წელია არ უნახავს.
mshoblebi
მარიტა მშობლებთან ერთად


8157
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
kiki
0
რა კომენტარია ღმერთმანი, დაიკლოს თორემ რაა მერე, უიმეეეე ბოღმა
10:47 / 02-09-2021
დაიკელი,თორემ ..............
1
დარდს დარდი ემატება.
10:13 / 02-09-2021
მსგავსი სიახლეები