ეს დღეც დადგა - უკან დარჩა მშობლების, მეგობრების დარიგებები, თეთრხალათიანთა არმია, უსიამოვნო, მაგრამ საჭირო სამედიცინო ჩარევები, სამშობიარო ტკივილი ან საკეისრო კვეთისშემდგომი პრობლემები.
შენ დედა გახდი! არ ვიცი, აცნობიერებ თუ არა ბოლომდე, მაგრამ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა!
დგახარ სამშობიარო სახლის კარის ზღურბლთან საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და პირველი, რაც გეფიქრება, ალბათ, არის შემდეგი - შინ ბევრი პრობლემაა, იქ არც ექიმია, არც მედდა, სამაგიეროდ, არიან ყველაფრის მცოდნე მშობლები, მეგობრები და ცოტა შენსავით დაბნეული მეუღლე.
მოდი, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ იმ პირველი მთავარი 24 საათისათვის, როცა შინ ოჯახის ახალი წევრით დაბრუნდები.
არ მისცე პატარას თვითნებურად რაიმე სახის ხელოვნური საკვები იმ მოტივით, რომ მას რძე არ ყოფნის.
გახსოვდეს, ახალშობილი მუდმივად ითხოვს ძუძუს, რადგან მას არამარტო შიმშილი აწუხებს, არამედ შენთან კონტაქტი, შეხება, შენი ხმის და სუნის შეგრძნება სურს. ეს ყველაფერი მისთვის უსაფრთოებას ნიშნავს! რაც შეეხება ხსენის და რძის მცირე მოცულობას დაბადების პირველ დღეებში, ახალშობილის პატრა მოცულობის კუჭისათვის ის სრულიად საკმარისია, მე-3-4 დღიდან კი „რძის მოწოლა“ დაიწყება და რძის რაოდენობაც გაიზრდება.
გაითვალისწინე, რომ შიმშილის ნიშნები გარდა ტირილისა, არის ტუჩებს ცმაცუნი, ლოკვა, მოუსვენრობა. თუ ამ ნიშნებს ყურადღებას დროულად არ მიაქცევ, ცოტა ხანში პატარა მაღალი და მომთხოვნი ხმით დასჭექს.
ასე, რომ სამშობიაროში წასვლამდე უფროს და-ძმას აუხსენი, რომ სულ მალე ოჯახში მატება იქნება. შინ დაბრუნებისას წარუდგინე მათ პატარა, გააცანი, მიეცი უფლება შეეხონ. დაასაქმე უფროსი და-ძმა, დააჭერინე ხელში ახალშობილი (რა თქმა უნდა, სიფრთხილით), დაიხმარე და მოატანინე პაწაწინასთვის განკუთვნილი ნივთები - საფენები, მოვლის საშუალებები.
პირადად გაცნობა უმტკივნეულოდ ჩაივლის, თუმცა ჯერ-ჯერობით არ მისცე საყვარელ ცხოველს უფლება, შევიდეს იმ ოთახში, სადაც ახალშობილს სძინავს.
სულაც არა მოსარიდებელი, ახლა, პანდემიის დროს ახლობლებს ვიზიტისგან დროებით თავშეკავება სთხოვო. და თუ ვინმე გესტუმრათ, ის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით უნდა მიიღო.
‼️გახსოვდეს, შენი პატარა უმწიფარი იმუნური სისტემით დაიბადა და მისთვის მიკრობები განსაკუთრებით საშიშია.
შემდგომი წლების მანძილზე სწორედ ის გახდება თქვენი ოჯახის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარიც და მრჩეველიც. ამიტომ ის ადამიანი უნდა მოძებნო, რომელთან ვიზიტი კი არ დაგრთგუნავს და შეგაშინებს, პირიქით, ბევრ დადებით ემოციას და სიმშვიდეს მოგიტანს.
რა კითხვები უნდა დაუსვა ექიმს პირველ შეხვედრაზე გარდა შენთვის საინტერესო სამედიცინო საკითხებისა?
როგორია თქვენი სამუშაო განრიგი? რა არის ექიმთან გადაუდებელი ვიზიტის მიზეზი? ვის და რა ნომერზე შეიძლება დავუკავშირდე გადაუდებელი შემთხვევებისას? როგორი სიხშირით უნდა მოვიყვანო პატარა ჯანმრთელობის და განვითარების შესაფასებლად? როცა პატარა ტირის, ნიშნავს თუ არა, რომ ის ავადაა? ბედნიერ დედობას გისურვებ!
მედიცინის დოქტორი პედიატრი თამარ ობგაიძე