"მე არ მომწონს..." - მარიამ ნადირაძის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"მე არ მომწონს..." - მარიამ ნადირაძის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე ბოლო წლებში განსაკუთრებულად აქტიურად საუბრობენ როგორც ექიმები, ფსიქოლოგები და ლაქტაციის სპეციალისტები, ასევე თავად მშობლები. აგიტაციასაც უწევენ და ცდილობენ დაარწმუნონ მომავალი თუ ახალბედა დედები, რომ ბუნებრივი კვება საუკეთესოა, რასაც ბავშვისთვის გააკეთებთ. 

სწორედ ამიტომაც, ხშირად ცნობილი და უცნობი ადამიანები იღებენ ხოლმე ფოტოებს ძუძუთი კვების დროს, რომ სხვა დედებს მისცენ ბიძგი და მხარი დაუჭირონ ასევე ლაქტაციას გარე სივრცეებში, ყველგან, სადაც ბავშვს ექნება სურვილი, დანაყრდეს და მიიღოს ის აუცილებელი, რასაც დედის რძე ჰქვია. 
mshoblebi
ცნობილი ქალბატონები ლაქტაციას პროპაგანდას უწევენ
mshoblebi
არც ისე დიდი
ხნის წინ მსახიობ ანი ბებიას ჰქონდა ფოტოსესია ლაქტაციის დროს და მის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად მსახიობმა მარიამ ნადირაძემ, გიორგი მახარაძის მეუღლემ გადაიღო ფოტო პატარა ნიკასთან ერთად, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი დედა გამოეხმაურა. ფოტოს ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა: "საოცარი ფოტოა", "ყველაზე ბედნიერია ამ დროს ბავშვი", "ამაზე ლამაზი არაფერი არსებობს", და ა.შ. თუმცა იყო უარყოფითი გამოხმაურებაც: "მე არ მომწონს, რა ვქნა", "კარგი ფოტოა, დიდი სიყვარულით, მაგრამ ეს მაინც უფრო პრივატ უნდა იყოს, ჩემთვის ცოტა მიუღებელია". 
mshoblebi
მარიამი პატარა ნიკას თანამედროვე მეთოდებით ზრდის და ცოტა ხნის წინ ვიდეოც გამოაქვეყნა, თუ როგორ აჩვევს მას დამოუკიდებლად ჭამის პროცესს.

alt"არ ვნებდებით არც ერთი და ვაგრძელებთ ჭამის სწავლას" - 7 თვის ნიკა

მახარაძე დამოუკიდებლად ჭამას სწავლობს (ვიდეო)


ბავშვის აღზრდაში ასევე აქტიურად არის ჩართული მამა. გიორგი მახარაძე მარტოც იტოვებს ხოლმე ქალიშვილს და მშვენივრად ართობს. 
mshoblebi

altროცა ბავშვი მამასთან რჩება - სახალისო ვიდეო გიორგი და ნიკა მახარაძეებისგან


alt"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა..." - ანი ბებიასა და ჯერი ბეროშვილის უჩვეულო ფოტოსესია


125463
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
mariami
0
არ მომწონს რა უბედურებაა თუ ძუძუ არ აჩვენა საზოგადოებას ისე ვერ გავიგებთ რომ ბუნებრივ კვებაზე ყავს ბავშვი, კარგი რა უბედურებაა სირცხვილია
17:06 / 25-11-2021
ანი
3
ეს ქალი ბუნებრივ კვებას კი არ უწევს რეკლამას, არამედ საკუთარ თავს. ეს ე.წ. ცნობილები როგორ არიან საკუთარი თავით შეპყრობილები.
13:45 / 15-11-2021
მსგავსი სიახლეები