სოციალურ ქსელში დედები ხშირად წერენ იმ პრობლემებზე, რომლებიც ახლავს დედობას და ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულ დამოკიდებულებაზე და გამონათქვამებზე, რითაც ნებისმიერ რამეზე შეიძლება დაამუნათონ ქალი - გათხოვდა და რატომ არ აჩენს ბავშვს? რატომ გაიკეთა საკეისრო? რატომ არ აწოვებს ბავშვს ძუძუს? რატომ არ აჩენს მეორეს? მესამეს? მეოთხეს? ან პირიქით - რად უნდა ამდენი შვილი? რატომ ჰყავს ძიძა და თავად რატომ არ ზდის? ბებიას რატომ აზრდევინებს? ბაღში რატომ შეიყვანა ასე ადრე? უი, რატომ არ დაჰყავს ბაღში? კერძო სკოლაში რატომ დაჰყავს? საჯარო სკოლაში რა უნდა?... ერთი სიტყვით, ეს სია დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს და თუ ადამიანი აჰყვა ამ დამუნათებას და ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანა, ძალიან ცუდად ექნება საქმე...
ამჯერად ძუძუთი კვების თემაზე გამოთქვა თავისი აზრი ინტერნეტმომხმარებელმა ნინო კანდელაკმა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ყველა დედა თავად აკეთებს არჩევანს, როგორ აღზარდოს თავისი შვილი, ისევე, როგორც შეუძლია თავად გადაწყვიტოს, ბუნებრივად კვებოს თუ არა, და გარდა ამისა, არსებობს გარდაუვალი ფიზიოლოგიური თუ ფსიქილოგიური პრობლემები, როცა დედას რძე უბრალოდ მართლა არ აქვს და თავადაც ძალიან ღელავს ამაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სხვისი - გამვლელების თუ ნათესავ-მეზობლების საქმე არ არის, ეს უშუალოდ დედის და მისი ოჯახის საქმეა.
ნინო კანდელაკი:
"ერთი თვეა მიდის დისკუსია იმაზე, თუ როგორ აბულინგებენ მეძუძურ დედებს, თუ დაინახავენ, რომ ქუჩაში, პარკში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბავშვს ძუძუს აჭმევენ...
წარმოიდგინეთ, როგორ აბულინგებს დანარჩენი სამყარო იმ დედებს, რომლებმაც ხელოვნური რძით გაზარდეს შვილები. და ეს მთელი ცხოვრება გრძელდება.
- კარგი რა, არ არსებობს ქალი, რომელსაც რძე არ აქვს. - ეტყობა გადასაყრელი ფული გქონდა, აფთიაქებს ამდიდრებ. - გამოგეძახებინა, გენაცვალე, ზებურის და, ულმინა, საუკეთესო მასაჟისტია და უცებ მოგიყვანდა რძეს. - არ გქონდა რძე და დაგელია დღეში 18 ჭიქა მალაკოიანი ჩაიიიი. - მერე რა, რომ არ გქონდა, გეწველააააა. - ჩემი შვილი 18 წლამდე ჭამდა და ქორწილის წინ დაანებაააა. - ბავშვები, რომლებიც ხელოვნური რძით იზრდებიან არ არიან ჯანმრთელებიი, ლანცეტშიც იგივე წერიააა. - პილოტი ლანდა პოროშენკო ფრენისას რძეს იწველის და შვილს უგროვებს
პ.ს. იმაზე აღარ დავწერ საკეისროთი შვილი ვინც გააჩინა, იმათ როგორ ლანძღავენ".
პოსტს ბევრი ქალი გამოეხმაურა და საკუთარი მაგალითებიც მოყვა. ასევე გამოეხმაურა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
"არსებობს პოსტ სამშობიარო დეპრესია, არსებობს ლაქტაციის ფსიქოზი. დიახ, დიაგნოზი, - ფსიქოზი. ჰოდა ყველამ რომ ის აკეთოს, რაც მოსწონს, უნდა ქუჩაში აჭამოს და უნდა ადიალის ქვეშ და ვისაც ლაქტაციის ფსიქოზური ბირთვი აქვს მიძინებული, დაიმალოს ამ სცენის დანახვისას, არ შეიძლება? რა საჭიროა ამდენი კონფლიქტის კერის შექმნა. სწორი პროპაგანდა იქნებოდა, ბუნებრივი კვების მნიშვნელობაზე ლაპარაკი, რომ იქნებ წინასწარ მოემზადოს მეტი ახალგაზრდა ქალი და დაუახლოვდეს თავის ბიოლოგიურ ფუნქციებს ფსიქოლოგიურად".
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:
საკეისროთი და ერთ თვეში ხელოვნურით, არავისთან არ მიმართლებია თავი არც ერთი წამით. არ შემეძლო ბუნებრივი კვება, მძულდა ჩემი სხეული და თავი მაგ დროს. ამიტომ ჩავთვალე, რომ მსხვერპლშეწირვებს, ტანჯვას და ნევროზს, რასაც აუცილებლად იმაზე ცუდი გავლენა ექნებოდა, ვიდრე ხელოვნურ კვებას, ასე ჯობდა და საერთოდ ძააან ტუტუცია ის კატეგორია, უხეშად რომ ვარდება, თითქოს მაგათი ჯიბიდან ვაჭმევ ჩემსშვილს, ან ვინმეს მაგათ შორის ჩემზე მეტად უყვარს ან ადარდრბს. ასე რომ, უმართლებლად, პირდაპირ უნდა მოაკეტინო ბულერს. პირადად მე 6 წლის წინ სახლში მოყვანილმა 90-ლარიანმა პედიატრმა გამლანძღა: იურისტები თუ იწველიან, შენ ვინ ხააააარ. ახლა კი ეღირება 150 ლარი მასთან კონსულტაცია. საკეისროთო გავაჩინე და 2 თვიდან ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე და ყველა ეგ წნეხი გამოვლილი მაქვს. ახლა ნერვები მეშლება ჩემ თავზე, რომ ვიდექი და ეგეთ ხალხთან თავს ვიმართლებდი - აი, რა მექნა, დამჭირდა საკეისრო, რძე არ მქონდა, ბავშვი სულ ძუძუზე მეკიდა და ერთ გრამს არ იმატებდა ვისი რა საქმეა! მეც არ მქონდა რძე, რა ვქნა. როცა ძალით საკეისროს გტენიან (არაფრით არ გამაჩენინეს ჩემი პროტესტის მიუხედავად, ბავშვი დაიღუპებაო), ორგანიზმი ადაპტაციას ვერ ასწრებს და შესსბამისად, ორი დღე მლანძღეს, აჭამეო. ვაჭმევდი და ბავშვი თვალწინ დნებოდა, 1,5 კგ დაიკლო პირველ სამ დღეში. ვიხსნიდი, არ მოდის ეს რძე, თავი მოვიკალი. როცა მახეს, რომ ბავშვმა სასწაულად დაიკლო და აღარ ჩუმდებოდა (შიოდა), ბოდიში მომიხადეს, ბოდიშიო, რა მშიერი ყოფილაო. დაბალგანვითარებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ნურაფერი გიკვირს. რაც შეეხება გარეთ ბავშვის კვებას, მაგაზე მშვენიერი სანახავი დედამიწაზე არაფერია. ტყუილად არ უკვდავყო უამრავმა გენიოსმა და ფასდაუდებელია ის ნამუშევრები. საქართველოში ძუძუთი კვების შემთხვევაში პრობლემა ის კი არაა, რომ ვიღაცამ ხელოვნური კვება არჩია, პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ატყუებენ ახალბედა დედებს ჯერ კიდევ სამშობიაროში და კარგად მუშაობს ფორმულის მაფია. რაც შეეხება ლაქტაციას, ქალების მხოლოდ ერთ-ორ პროცენტის ბიოლოგიური და ანატომიური თავისებურება კი არაა მიზეზი, ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადება, ჰორმონალური დისბალანსი და ა.შ. რაც შეეხება ე. წ. რძის გაშრობას, მანდ უკვე მიზეზი ყველაზე ხშირად კვების არასწორი ტექნიკაა. ოღონდ ამაში დედა კი არაა დამნაშავე, დამნაშავეა ასე უცნაურად მოწყობილი საზოგადოება, რომელიც ვერ ხედავს საჭიროებას, რომ სახელმწიფო 8 ვიზიტთან ერთად აფინანსებდეს ორსულთა სკოლას. არავინ ვიბადებით ასეთი ტექნიკის ცოდნით. ამ ცოდნას გაზიარება ჭირდება. მე ორივე შვილზე პირველი სამი კვირა ფაქტობრივად არ მქონდა რძე, ხსენიც კი უცოტავესი იყო და არ ყოფნიდა არც ერთს. ეს სამი კვირა მაინც ვაწოვებდი დიდი ფიზიკური ტკივილის ფასად და დამატებით ვაძლევდი ხელოვნურს. ალბათ ჩემ ადგილას ბევრს რწმენაც გაუქრებოდა და მოთმინებაც, რომ ოდესმე რძე მოვიდოდა. გამიმართლა ექიმშიც და ასევე დედა მეხმარებოდა ძალიან, რომელმაც მასწავლა სწორად დამასაჟებაც და გამოწველაც რძის, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამ კვირაში, ფსიქოლოგიურად რომ დავმშვიდდი და ალბათ, ფიზიკურადაც დაისვენა ახალნამშობიარებმა სხეულმა, რძე მოვიდა ჩვეულებრივ და ორივეს ორი წელი ვაწოვე. ყველაფერი ინდივიდუალურია, რასაკვირველია, თუმცა პროცესის სწორ მართვას და კარგ დამრიგებელს გვერდით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდაც, მათთან ურთიერთობა ჩემმა შვილებმა მასწავლეს, არავის კიკინით არ გამიჩენია და გამომიკვებავს. ძალიანაც ჯანმრთელი შვილები მყავს. ყველამ თავის თავს მიხედოს, კაი? ლაქტაციაზე ბევრი საუბარი საჭიროა, იმის გამო კი არა, რომ ვინმემ დაბულინგებულად იგრძნოს თავი, არამედ იმიტომ, რომ დედებში ცნობიერება გაიზარდოს, თუნდაც ეგ სგუშონიანი ჩაი აღარ სვან და თუნდაც იცოდნენ, რომ თუ დისკომფორტი ძალიან დიდი არაა და არ გაზიანებს, მცირე დისკომფორტის ატანა ღირს იმისთვის, რომ შვილს შეუცვლელი ნივთიერება მისცე. მთავარია ეს ინფორმაცია ჰქონდეს ხალხს და მერე თვითონ რას გადაწყვეტენ, უკვე მათი საქმეა, რა თქმა უნდა. არავითარი ცნობიერების გაზრდა არაა საჭირო, რადგან ყველა დედას აქვს 9 თვე იმისათვის, რომ გაისიგრძეგანოს - რა, როგორ და როდის უნდა აკეთოს. არა მგონია "ძუძუამოგდებული" დედების გმირად შერაცხვა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივ კვებაზე ჰყავდათ, სწორი იყოს. ბავშვის აღზრდაში უამრავი სხვა დეტალია, რომლის შესახებ გონზე არაა ზოგიერთი დედა. სჯობს მეტი ინფორმაცია მიიღონ, მეტად ჩაუღრმავდნენ და მერე აკრიტიკონ ხელოვნურზე გაზრდილი ბავშვების დედები. ისეთი მომაბეზრებელია იმაზე კამათი, რა საერთოდ არაა საკამათო... მე ახლაც მაჟრიალებს რომ მახსენდება… ბევრი ძალიან ტკივილიანი მცდელობის შემდეგ კლინიკაში ჯერ მირჩიეს, რომ ბავშვი თუ ვერ ერევა, ქმარმა გამოწოვოს და გახსნას სადინარებიო. მერე გამჭყიპეს რძის მოსაყვანი წამლებით და ბოლოს ვიღაც “ექიმმა“ ქალმა მომაძახა, რომ ხელოვნურზე იმიტომ გადამყავდა, მატრაკვეცა ვიყავი და მკერდს ვუფრთხილდებოდი, რითაც ტყვიას შუბლში ვესროდი ბიჭს, ის არ მეყო, რომ საკეისროთი გავაჩინე და ბავშვის იმუნიტეტი სასწორზე დავდე, და მზად იყავი, სულ ავად უნდა გყავდესო… ჩემს თავზე ვბრაზობ, რომ ვერ დავიმახსოვრე მისი ვინაობა. ერთი კაი ექთანი რომ არა, ძალიან ცუდად იყო ჩემი საქმე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც".