"ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ვცდილობ, მაქსიმალურად ავინაზღაურო ის დრო, როცა მასთან ერთად არ ვიყავი" - "დილის პალიტრის" წამყვანი დედის ამპლუაში და მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომის საიდუმლო
"ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ვცდილობ, მაქსიმალურად ავინაზღაურო ის დრო, როცა მასთან ერთად არ ვიყავი" - "დილის პალიტრის" წამყვანი დედის ამპლუაში და მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომის საიდუმლო
თამთა ასათიანი ბევრი წელია "პალიტრა მედია ჰოლდინგში" მუშაობს და ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა. ახლა "დილის პალიტრის" წამყვანია და ყოველ დილით, არაერთი მაყურებელი მასთან ერთად იწყებს დილას და პოზიტიურ განწყობას იქმნის. თამთას ერთი შვილი ჰყავს, რომელიც კარგად მღერის და ჩვენი მკითხველი მის სახალისო ვიდეოებსაც იცნობს. როგორია დედობა დატვირთული გრაფიკის პარალელურად - თამთა გვიყვება:

- "პალიტრა მედია ჰოლდინგში" დაახლოებით 9 წლის წინ მოვედი. სამი თვით რადიოში "დილის პალიტრის" წამყვანი, თამთა კვარაცხელია უნდა შემეცვალა, რომელიც მაშინ დეკრეტულ შვებულებაში გადიოდა. მესამე
თვის დასასრულს ძალიან გული მწყდებოდა
იმიტომ, რომ ვიცოდი, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა დამთავრებულიყო. მაგრამ, საბედნიეროდ, მითხრეს, რომ არსად წასვლა არ მიწევდა და მეტიც, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი უნდა გავმხდარიყავი. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი ჰოლდინგში, სადაც უამრავი პროფესიონალი მუშაობდა და ძალიან დიდ გამოცდილებას მაძლევდნენ. იქიდან მოყოლებული "პალიტრა მედიაში" ვარ და მიხარია, რომ დღემდე არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. 6 წლის წინ ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" ჩამოყალიბდა. აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციის ტელევიზია შეიქმნა და პირველივე დღიდან, იმდროინდელ ხელმძღვანელებთან ერთად, მეც აქტიურად ჩავერთე პროცესში. 6 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი გადაცემა გავაკეთეთ და დღეს უკვე "დილის პალიტრის" წამყვანი ვარ. ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც მაშინ, 9 წლის წინ, გადაწყვიტეს, რომ მე ამ ჰილდინგში უნდა გამეგრძელებინა მუშაობა.
mshoblebi

- დატვირთული გრაფიკი გაქვთ და პარალელურად ხართ დედა. რა სირთულეებს აწყდებით ამ მიმართულებით?

- ძალიან რთულია და ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ შუალედის პოვნაა საჭირო. ჩემი შვილი 6 თვის იყო, როცა სამსახურში გავედი, ახლა 3 წლის ხდება და დღემდე ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ მისი დატოვება მიწევს. სულ მგონია, რაღაცას ვაკლებ. როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ვცდილობ, მაქსიმალურად ავინაზღაურო ის დრო, როცა მასთან ერთად არ ვიყავი. თუმცა, ვფიქრობ, ვახერხებ აქტიურად ვიყო აბსოლუტურად ყველაფერში ჩართული, შაბათ-კვირის ყველა წუთს ვიყენებ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყურადღების დეფიციტს არ განიცდის. მგონია, მას რეალიზებული და წარმატებული მშობელი უფრო სჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილთან ურთიერთობისას?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრულები ვიყოთ. ვცდილობ, ჩემი გაბრაზება და ემოცია მოვთოკო იმიტომ, რომ მინდა, მასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს. იმ რაღაცებზე, რაც არ მომწონს, კი არ ვეჩხუბო, არამედ დაველაპარაკო, ავუხსნა, რომ ცუდი საქციელია. მგონია, რაც უფრო მეტი აკრძალვა ექნებათ ბავშვებს, რაც უფრო მკაცრი ტონით დაველაპარაკებით მათ, შესაძლოა, პირიქით, გაღიზიანება და აგრესია გამოვიწვიოთ და გავუჩინოთ სურვილი, რომ აკრძალული რაღაცები აკეთონ. თუ შვილებთან მოგებრულად ვილაპარაკებთ, ბევრი პრობლემისა და გამოწვევის დაძლევას შევძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ჯერ პატარაა, ამ ასაკიდანვე ვცდილობ, რომ ბევრი ველაპარაკო და ავუხსნა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრო, რომელსაც შვილებთან ერთად ვატარებთ, ნაყოფიერად გამოვიყენოთ. როცა მასთან ერთად ვარ, ვცდილობ, ჩავერთო აქტივობებში, ინტელექტუალური თამაშები ვითამაშოთ, ვუყუროთ მულტფილმებს, საიდანაც რაღაც ახალს გაიგებს და ვაყურებინო არა იმიტომ, რომ დავსვა ტელევიზორთან, დრო გავიყვანო და მე დავისვენო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის თავისუფალი დრო, რაც გვაქვს, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

mshoblebi

- თქვენი დილა ძალიან ადრე იწყება, ეს სირთულეს გიქმნით?

- მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი, ლენკა დაიბადა, ჩემი დილა ყოველთვის ადრე იწყება. დილით ადრე იღვიძებს და შესაბამისად, მეც მიწევს, რომ ადრე ავდგე. მაგრამ, "დილის პალიტრის" წამყვანობის შემდეგ, კიდევ უფრო ადრე მიწევს გაღვიძება. ჩემი დილა 6 საათზე იწყება. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია მეც და მთლიანად გუნდს იმიტომ, რომ სხვა ადამიანების განწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. მაყურებელმა ვერ უნდა იგრძნოს, იმ დროს მეძინება თუ სხვა პრობლემა მაქვს. როდესაც სახლიდან გავდივარ, ყველაფერს იქ ვტოვებ. სამსახურში ჩემთვის მთავარია, მაყურებელთან მქონდეს კომუნიკაცია და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ამ გადაცემამ დადებითი, პოზიტიური განწყობა შეუქმნათ და ისევ ჩვენთან ერთად გადაწყვიტონ დილის საათების გატარება.

mshoblebi

- ხომ არ განიცდის თქვენი შვილი, როდესაც სახლში არ ხართ?

- როგორც გითხარით, ლენკა 6 თვის იყო, როდესაც სამსახურში გავედი და მიჩვეულია იმ ფაქტს, რომ დედა კონკრეტულ დროს მიდის, მაგრამ უკან რომ ბრუნდება, ტკბილეულს, სათამაშოს, პატარა საჩუქარს მიუტანს. როცა ვბრუნდები სამსახურიდან, სულ ელოდება და აინტერესებს, რა მივუტანე. დილით მასთან მამაა ხოლმე. ვიდრე ისიც სამსახურში წავა და ძიძა მოვა, მასთან ატარებს დროს და არაჩვეულებრივად უვლის. ამ მხრივ, დეფიციტს არ განიცდის.

- რა რეაქცია აქვს ხოლმე, როდესაც ტელევიზორში გხედავთ?

- თავიდან ცოტას ეჭვიანობდა, რადგან მასთან არ ვიყავი და როგორც მითხრეს, რამდენჯერმე უთქვამს, რომ გადაერთოთ ტელევიზორი მაშინ, როცა მე გამოვდიოდი. მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან მოსწონს და სახლში რომ ვბრუნდები, სულ მეუბნება, რომ ტელევიზორში მნახა. თავის თანატოლებსაც, ვისაც იცნობს, ამაყად უყვება, რომ დედიკო ტელევიზორში მუშაობს. როგორც ჩანს, მოსწონს და ძალიან მიხარია.

mshoblebi

- თქვენს შვილს ძალიან კაგი სმენა აქვს და მეგობრებს ხშირად უზიარებთ სახალისო ვიდეოებს. სიმღერა დედამ შეაყვარა?

- სიმღერა ძალიან მიყვარდა. ბავშვობიდან ვმღეროდი. შემდეგ ჩემი პროფესია ავირჩიე და ეს მიმართულება ჰობად დამრჩა. თუმცა, მეგობრების წრეში ეს დღემდე ძალიან მიყვარს. როგორც ჩანს, სიმღერისა და მუსიკის სიყვარული ლენკასაც გამოყვა. წლი-ნახევრიდან დაიწყო მელოდიების გამეორება. მაშინ ლაპარაკიც არ იცოდა და ახლაც, საკმარისია მხოლოდ 2-3-ჯერ მოისმინოს მელოდია, იმახსოვრებს და იმეორებს. სოციალურ ქსელშიც სულ მინდა ხოლმე, რომ ვიდეოები ჩემს მეგობრებსაც გავუზიარო. ნამდვილად არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ მუსიკალურ მიმართულებას აირჩევს. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც ვერ შევძელი, მან აისრულოს. რატომაც არა, თუ ნიჭი და, რაც მთავარია, სურვილი ექნება, მხარს დავუჭერ.

- მშობიარობის შემდეგ სწრაფად ჩადექით ფორმაში. იქნებ, გაუზიაროთ თქვენი დამოცდილება სხვა ადამიანებს.

- ძალიან მოვიმატე და რაღაც პერიოდის განმავლობაში, თითქოს შევეგუე კიდეც ამ მოცემულობას. არაფერი აღარ მეტეოდა, რაც მიყვარდა. გარდერობი მთლიანად შესაცვლელი აღმოჩნდა, არც სარკეში ჩახედვა მომწონდა და არც ეკრანზე გამოჩენა. ერთ დღეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ძველ ფორმას უნდა დავბრუნებოდი. ჯანსაღი კვება დავიწყე, გაღვიძებისთანავე, მინიმუმ, ნახევარ ლიტრ წყალს ვსვამ. წყლის დალევიდან, ნახევარ საათში პირველი კვება მაქვს და ვცდილობ, დღის განმავლობაში მოხარშული საკვები, ბოსტნეული, ცილა მივიღო. რაციონიდან ამოღებული მაქვს ცომი, ტკბილი და ასევე, შემწვარი საკვები. დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალს ვსვამ და შეუზღუდავი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა შემიძლია. საათობრივად შეზღუდვა არ მაქვს, რადგან ხშირად, გვიანაც მიწევს ჭამა. 15 იანვრიდან აპრილის ბოლომდე თითქმის 12 კილოგრამი დავიკელი. წონას ვინარჩუნებ, თუმცა ახლა კვირაში ერთხელ ან ორჯერ თავს უფლებას ვაძლევ თუნდაც ცომეული ან ტკბილეული მივირთვა. თუ ვატყობ, რომ ჩემი წონა კვლავ იმატებს, განტვირთვის დღეებს ვაკეთებ ცილით ან რძის ნაწარმით.

თამარ იაკობაშვილი

18121
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
gia
1
რა სისულეებს წერთ მეტი თემა არ იძებნება ამ წინააღმდეგობით სავსე ქვეყანაში? ეს რა გვჭირს ხალხო რა?
15:13 / 12-01-2022
ინგა
0
დედა ბრწყინვალე ადამიანი და ექიმია, რუსთავში ცნობილი ექიმების შვილი და შვილიშვილია წარმატებები ამ პოზიტიურ ჯურნალისტს... ,
11:23 / 11-01-2022
მსგავსი სიახლეები